კოსმა იღუმენის ხილვა - საშინელი და სულთამარგებელი
იმ წმინდანებს, რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში იმქვეყნიური ყოფის ხილვის ღირსნი გახდნენ და დაგვიტოვეს მონათხრობები ამის შესახებ, განსაკუთრებულად უნდა ვმადლობდეთ. იმიტომ, რომ მსგავსი მონათხრობები ჩვენთვის ერთობ რთულ საკითხებში გვარკ-ვევენ; განაქარვებენ ჩვენს მრავალ უსაფუძვლო ზრახვასა და წარ-მოდგენას სახარებისეულ ჭეშმარიტებასთან მიმართებაში. ამის დასა-მტკიცებლად გთავაზობთ ერთი ღვთისმოყვარე მამის მონათხრობს, რომელიც წმინდათა ყოფის ხილვის ღირსი შეიქმნა.
მე დადგინებული აღმოვჩნდი, რომელიღაც მოსწორებულ ადგილ-ზე;-გვიამბობს იგი,-სადაც ყოველივე ძალიან კარგი, მხიარული და საამო იყო. ხოლო მის მახლობლად მოჩანდა კიდევ უფრო ბრწყი-ნვალე და მშვენიერი ადგილი, რომლის სილამაზე სიტყვით ვერ გადმოიცემა. ყოველივე ამის შუაგულში ერთი ყოვლადპატიოსანი მოხუცებული იჯდა, მის გარშემო კი იყვნენ ბავშვები, რომელთა სიმრავლე ზღვის ქვიშისას აღემატებოდა. მსურდა გამეგო, ვინ იყო ეს მამა და ამის შესახებ ჩემს თანამგზავრთ-ანდრია და იოანე მოცი-ქულებს ვკითხე და მათ მომიგეს, რომ ეს აბრაამია, ხოლო იმ ადგილს, სადაც ბავშვები იმყოფებიან, აბრაამის წიაღი ეწოდება. მას შემდეგ, რაც თაყვანი ვეცი უდიდეს პატრიარქთა შორის, მე წამიყვანეს იმ ადგილას, რომელსაც ელეონი ეწოდებოდა და სადაც აურაცხელი ჩრდილოვანი ხე ხარობდა. აქაც უამრავი ადამიანი იყო, რომელთა შორის ბევრი ვიცანი კიდეც. ზოგიერთი მათგანი სამეფო კარზე იყო აღზრდილი, ზოგი-უბრალო მოქალაქე, ზოგიერთი მიწათმოქმედი, ზოგი კი-მონაზონი. ყველა ესენი-ჩემი ნაცნობები-უკვე გარდაცვლი-ლები იყვნენ. როდესაც მათ შესახებ დაწვრილებით გამოკითხვა დავაპირე, მოციქულებმა შემაწყვეტინეს და მითხრეს:
-გსურს შეიტყო, რას წარმოადგენს ეს მშვენიერი ელეონი და ყოვე-ლივე ის, რასაც იქ ხედავ? იცოდე, რომ ესაა სახლი ზეციური მამისა, რომელსაც მრავალი მკვიდრი ჰყავს. და ეს სავანე გაიღება ყველას-თვის-თითოეულის ღვთისმოსაობისა და სათნოებათა საზომის მიხე-დვით.
მაშ, ჩვენთვის გაუგებარ რომელ საკითხს გადაჭრის აქ მონათხ-რობი?! იმას, თუ სად იმყოფებიან ჩვენი-ყრმობის ჟამს აღსრულებული ბავშვები.
-რა დაემართათ მათ? სად არიან მათი სულები?-ხშირად ვფიქრობთ ხოლმე ამაზე. და ხშირად ჩვენი ურწმუნოების გამო მათთან განშო-რება უნუგეშო მწუხარებაში გვაგდებს. მაგრამ აი, აშკარაა, რომ ისინი აბრაამის წინაღში არიან; შესაბამისად მათი ხვედრი არ უნდა გვა-შფოთებდეს. და რომ სამართლიანად ამბობს უფალი: ეგევითართა არს სასუფეველი ცათა (მათ. 19,14).
აბა, რომელი ჩვენი უსაფუძვლო მსჯელობა დაარღვევს ამ მონათ-ხრობს? განა ის, რომ ამქვეყნად შეუძლებელია ცხონება და მას მხო-ლოდ რომელიმე უდაბნოში განრიდებით მივაღწევთ?! საქმით, როგ-ორც ხედავთ, ეს ასე სულაც არ ყოფილა. როგორც ამ მონათხრობიდან ნახეთ, ცათა სასუფეველში არიან როგორც ბერები და მეფის კარზე აღზრდილნი, ასევე-მოქალაქენი და მიწათმოქმედნი. ასე რომ, აშკა-რაა, ადგილი კი არ აცხოვნებს და წარწყმენდს კაცს, არამედ აცხოვნებს და წარწყმენდს მხოლოდ მისი საქმეები. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი, - როგორც წმინდა ნიფონტი ამბობს, - თანაბრად შეიწყ-ნარებს თავის წიაღში სამეფო ტახტიდან და უბრალო ქოხიდან. და ყოველი კაცი თავის წოდების მიხედვით უნდა იქმოდეს.
ამგვარად, ძმებო, სამართლიანია, რომ ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვმადლობდეთ წმინდანებს, რომელნიც ხილვების ღირსნი შეიქმნენ და მათ შესახებ მონათხრობები დაგვიტოვეს. მადლიერებას კი გამოვხატავთ მაშინ, როდესაც ყურადღებით ვიქნებით მათი მონათ-ხრობის მიმართ, ვისარგებლებთ იქ მოტანილი მაგალითებით და ვა-ცხოვნებთ ჩვენს სულებს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.