xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ჩვენი სიყვარული ქრისტეს მივუძღვნათ
ჩვენი სიყვარული ქრისტეს მივუძღვნათ
13-05-2014, 18:08  / ამოსაბეჭდი ვერსია

ჩვენი სიყვარული ქრისტეს მივუძღვნათ

 

   –წმიდაო მამაო, როგორ ვიღვაწო იმისათვის, რომ ღმერთი შევი-ყვარო?

   –მსხვერპლით დაიწყე. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ანგარიშს არ უწევს და მას მსხვერპლად შესწირავს, ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა: მას უყვარს მოყვასი, უყვარს ღმერთი, იმ ხალხმა, ვინც ამბობს ღმერთი გვიყვარსო, მაგრამ საკუთრი თავი მსხვერპლად არ შესწირეს მოყვასს, შეიყვარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.

   –წმიდაო მამაო, როგორ იზრდება სიყვარული ღვთისადმი?

   –დაე გონება თქვენი გამუდმებით იყოს ღმერთში! იფიქრეთ ღმერთ-ზე. აღასრულეთ ლოცვა, ესაუბრეთ ღმერთს. როდესაც ადამიანი ამგ-ვარ მოღვაწეობას აღასრულებს, თავდაპირველად სუსტად გრძნობს ღვთის სიყვარულს, მაგრამ შემდეგ, რაც უფრო შორს მიდის, მით უფრო ძლიერად განიცდის მას. ამ დროს მისი გონება უკვე გამუ-დმებით ღმერთთან იმყოფება, აღარაფერი ერული და ამაო აღარ იტა-ცებს მას, მის გულში იზრდება ღვთის სიყვარული, ავსებს მას და ღმერთის გარდა რაიმე სხვაზე ფიქრიც კი არ შეუძლია. მას არაფერი ადარდებს იმ ყოველივესთან მიმართებაში, რაც ამ ქვეყნად არსებობს; იგი გამუდმებით ზეციურ მამაზე ფიქრობს. ისინი, ვინც მეცნიერებას მისდევენ, ამ უკანასკნელში სრულიად დაინთქმებიან ხოლმე, ხოლო ჩვენ, განა ქრისტეში სრულიად ვართ დანთქმულნი?!

   –რა არ გვყოფნის იმისთვის, რომ ჩვენც ამგვარი მოშურნეობით ვე-ძიოთ ქრისტე?

   –ჩვენ ყველაფერი გვაქვს. თავი გვადგას და ასაკიც მოგვდევს. დაბრ-კოლება თავად ჩვენ ვართ, ჩვენი „მე". საკუთარ თავს თუ არ უარვ-ყოფთ, როგორ შემოვა ჩვენში ქრისტე?! თუკი ჩვენ შევძლებთ და საკუთარ თავს უარვყოფთ და უსინდისო მდგმური ჩვენი„ძველი კაცი" დატოვებს ამ საცხოვრებელს, მაშინ ჩვენს გულებში გამოთავისუ-ფლდება ადგილი „ახალი კაცის", ახალი აღთქმის ადამიანის დასა-სახლებლად. ჩვენი ტაძარი, მთელი ჩვენი არსება აივსება სიყვა-რულით, იმიტომ, რომ ჩვენში იცხოვრებს ქრისტე, რომელიც არის სიყვარული. მაშინ გული კაცისა გადაიქცევა ზარად, რომელიც გამუდმებით ისე ხმამაღლად მახარობლობს, რომ ეს ხმა ათრთოლებს კედლებს: გულმკერდსა და ნეკნებს, რომლებიც ისევე, როგორც სახ-ლის შელესილი კედლები, შელესილია იმ თიხით, ღვთის ნებით ადამიანურ სხეულად რომ იქცა.

   და თუკი შენ აღმოჩნდები უდაბნოში სადაც არ არის ტაძარი, ტაძ-რად გარდაიქმნება შენი სხეული, ხოლო ზარად–გული შენი.

   როდესაც ადამიანი ღმერთს უძღვნის თავის გულს, მაშინ მისი გო-ნებაც ღვთის სიყვარულითაა შეპყრობილი, გულიც სიხარულით ფა-რთხალებს. თავში სიმსუბუქეა და სხეულს თითქოს ფრთა შეუსხამს. ხოლო მაშინ, როდესაც სიყვარული იმაზე უმეტესია, რისი დატევაც გულს შეუძლია, გულის რეკვა გარშემომყოფებს ესმით, რადგანაც ამ მდგომარეობაში სხეულიც მონაწილეობს.

   ასეთი პატარაა გული და ასეთი ძლიერი სიყვარული შეუძლია! და თუკი ამგვარია ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, მაშ, როგორიღა იქნება ღვთის სიყვარული?! მე მხედველობაში მაქვს სიძლიერე მისი, რადგანაც არსობრივად ღვთის სიყვარული ისეთივეა, როგორიც ჩვენი, თუკი–რა თქმა უნდა– ჩვენი სიყვარული სულიერია.

   რა საშინელ ბოროტებას აღასრულებენ ადამიანები, რომელთაც არ სურთ, ქრისტეს უძღვნან თავიანთი სიყვარული და მას მიწიერ, ცა-რიელ და ამაო საგნებზე ფლანგავენ! ათასი წელიც რომ გვეცხოვრა და ათასი გული გვქონოდა, ესეც კი არ იკმარებდა, რომ გადაგვეხადა ქრისტესთვის ჩვენდამი მისი უდიდესი სიყვარულისათვის, რომე-ლიც მან გარდამოგვივლინა და კვლავაც გარდამოგვივლენს თავისი მიტევებით, მოთმინებით და ჩვენი სულის სიმყრალის განწმენდით–თავისი საღმრთო სისხლის მეშვეობით.

 
 
წმინდა პაისი მთაწმინდელი 

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine