სიტყვა წმინდა ანდრია სალოსზე
დემონებთან წარმატებული ბრძოლისა და მათი ძლევისათვის უფა-ლმა ორი საშუალება გვიჩვენა: ღმრთისადმი ლოცვა და მარხვა, რო-დესაც თქვა: ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მათ. 17,21). არსებობს თუ არა რაიმე სხვა საშუალებაც, რომელიც ასევე აიოლებს ბოროტ სულებთან ბრძოლას? იცით, ძმებო?! არსებობს! და ესაა გულმოდგინე ლოცვითი ვედრება ღვთის წმინდანებისადმი.
როდესაც წმინდა ანდრია სალოსობის ღვაწლს შეუდგა, სატანა-მისი მორჩილი დემონებით ისეთი გაშმაგებით დაესხა თავს, რომ ანდრიამ იფიქრა, ჩემი აღსასრულის დღე დადგაო. და აი, მან სრულიად სასო-წარკვეთილმა შესძახა:
-წმინდაო მოციქულო იოანე ღვთისმეტყველო, შემეწიე მე!-ამ სიტყ-ვებზე მეხი ჩამოვარდა და აურაცხელი ადამიანის ხმა გასიმა. და გამოჩნდა მოხუცებული-მრისხანე თვალებით, რომელი სახეც თით-ქმის მზესავით ნათობდა; გამოჩნდნენ ასევე სხვა ადამიანებიც-თეთრად მოსილნი. და ბერმა მრისხანებით მიმართა მასთან მყოფთ:
-დახშეთ კარი, რათა ვერცერთმა ეშმაკმა ვერ შეძლოს გასვლა აქე-დან.-და მისი ნება აღასრულეს. შემდეგ კი ეშმაკთა ხმა გაისმა:
-ვაი, ჩვენ, ასე რომ მოვტყუვდით, მრისხანეა იოანე და სასტიკად და-გვტანჯავს! ამას კი უკვე მწარე მოთქმა მოჰყვა:
-შეგვიწყალე ჩვენ!-და-შეგვიწყალე ჩვენ!-ამის შემდეგ გაუჩინარდნენ თეთრად მოსილი ადამიანები, გაქრნენ დემონებიც. და ბერმა მიმა-რთა ანდრიას:
-ხედავ, რა სწრაფად მოვედი შენს დაძახილზე?! და იცოდე, რომ ყოველთვის ვიზრუნებ შენზე. თავად ღმერთმა მიბრძანა, რომ ცხო-ნებისაკენ გიწინამძღვრო და შენზე ვზრუნავდე. მოთმინე იყავი და ყოველივეს უდრტვინველად გაუძელი. შორს აღარ არის ის დრო, რო-დესაც სრულ თავისუფლებას მოიპოვებ და შენს ნებაზე ივლი, სადაც მოგესურვება.-მაშინ ანდრიამ ჰკითხა:
-ბატონო ჩემო, მითხარი, ვინ ხარ?-მან კი მიუგო:
-მე იგი ვარ, ვინც უფლის პატიოსან მკერდს მიეყრდნო.-და ამის თქმაზე გაუჩინარდა ანდრიას თვალთაგან, რომელმაც მაშინათვე განადიდა უფლის მიერ მისთვის გამოვლენილი ესოდენი წყალობა.
ამგვარად, ძმებო, გარდა ღვთისადმი ლოცვისა და მარხვისა, არსე-ბობს სხვა საშუალებაც, რომელიც ჩვენი ცხონების მტერთან ბრძოლას ამსუბუქებს და ეს საშუალება, როგორც ხედავთ, მდგომარეობს ღვთის წმინდანთა წინაშე გულმოდგინე ლოცვაში. საკმარისი გახდა ანდრიას წარმოეთქვა: წმინდაო მოციქულო იოანე ღვთისმეტყველო, შემეწიე მე!-რომ მოციქული მაშინვე მოივლინა, ეშმაკები დაისაჯნენ და გა-ნიდევნენ. ასე რომ, ჩვენი ცხონების მტრებთან ბრძოლის სხვა სა-შუალებებს ეს საშუალებაც მივუმატოთ, ანუ-ვედრება წმინდათა მი-მართ, რათა ისინი ხშირად სწყლავდნენ და განდევნიდნენ ჩვენგან ამ გამხრწნელ გველს და გვათავისუფლებდნენ მისგან მოწეული განსაც-დელებისა და საცდურების, ასევე ყოველგვარი უბედურებისა და ბოროტებისაგან. და წმინდანებისადმი მიმართული ჩვენი მხურვალე ლოცვა რაღა თქმა უნდა, ამაოდ არ ჩაივლის, რადგანაც მათ გამოც-დილებით იციან, რომ ეშმაკთან ბრძოლა ძნელია და რომ ის ადამი-ანისაგან უდიდეს ძალას მოითხოვს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.