xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » როგორ უნდა ვეპყრობოდეთ დაღუპვის პირას მისულ ცოდვილებს?!
როგორ უნდა ვეპყრობოდეთ დაღუპვის პირას მისულ ცოდვილებს?!
26-09-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

როგორ უნდა ვეპყრობოდეთ დაღუპვის პირას მისულ ცოდვილებს?!

 

სიტყვა ყმაწვილზე, რომელიც წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა იხსნა

 

   როდესაც დაღუპვის პირას მისულ ცოდვილს ვხვდებით, უმეტესად ასე ხდება ხოლმე: ზოგი ჩვენგანი საერთოდ არანაირ ყურადღებას არ აქცევს მას; მეორენი ამრეზით უცქერენ და აძაგებენ; მესამენი ბო-როტი სიხარულითაც კი აკვირდებიან მის დაღუპვას; დაბოლოს, არი-ან ისეთებიც, ვინც მაცხოვნებელი სიტყვებით კი მიმართავენ, მაგრამ უფრო ხშირად ესაა მხილების უმკაცრესი სიტყვები, რაც საბოლოო ჯამში უმეტესად მამხილებელსა და მხილებულს შორის ორმხრივ უკმაყოფილებას იწვევს. როგორ ფიქრობთ, ძმებო, ნამდვილად ასე უნდა ვეპყრობოდეთ ცოდვილებს თუ არა?! რა თქმა უნდა, არა! არა-მედ-სრულიად საპირისპიროდ. როგორო,-იკითხავთ თქვენ. ამ კითხ-ვაზე კი პასუხს ქვემოთ მოთხრობილი ამბავი გაგცემთ.

  ერთხელ წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ასიის ქალაქ ეფესოში მივიდა, აქ იგი შეხვდა ყმაწვილს, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარა და ძალიან დიდი ძალისხმევა მოანდომა იმას, რომ იგი წმინდა და ღვთისმოსავ ადამიანად ექცია. როდესაც დადგა ჟამი იმისა, რომ ღვთისმეტყველი სახარების საქადაგებლად სხვა ქვეყანაში უნდა წასულიყო, მან უხმო ასიის ეპისკოპოსს, ყმაწვილზე ზრუნვა მას მიანდო და ფიცი დაადებინა, რომ განსაკუთრებულად იზრუნებდა მის ცხონებაზე. ეპისკოპოსმა იზრუნა ყმაწვილზე, მონათლა იგი; მაგრამ ყმაწვილი უმადური აღმოჩნდა. მან სხვა ამხანაგები გაიჩინა, გარყვნილებასა და ლოთობას მიჰყო ხელი, ბოლოს კი მთაში წავიდა და იქ საშინელ ავაზაკად იქცა. მთელმა წელიწადმა გაიარა. იოანე კვლავ ეწვია ეფესოს, ჩამოსვლისთანავე ეპისკოპოსს უხმო და უთხრა:

   -დამიბრუნე ჩემი საუნჯე, შენ რომ მოგაბარე.-ეპისკოპოსმა ვერ გა-იგო მოციქულის სიტყვები. მაშინ იოანემ კვლავ უთხრა:

   -ის ყმაწვილი მომიყვანე, შენს მზრუნველობას რომ მივანდე.-ამაზე ეპისკოპოსმა მიუგო:

   -ვაი, რომ ის ყმაწვილი მოკვდა.

   -როგორი სიკვდილით, სულიერით თუ ხორციელით?-იკითხა მოცი-ქულმა.

   -სულიერით. იგი მკვლელად და ავაზაკად იქცა.-იყო მღვდელმ-თავრის პასუხი. იოანემ მკაცრად უსაყვედურა ეპისკოპოსს, ცხენი მოითხოვა და სასწრაფოდ გაემგზავრა მთაში-ყმაწვილის საძებნელად. როდესაც მთებამდე მიაღწია, იგი ავაზაკების დარაჯებს შეხვდა და სთხოვა, რომ დაუყოვნებლივ მათ მეთაურთან მიეყვანათ ის. დარა-ჯებმა მიიყვანეს და იოანემ თავით ფეხებამდე შეიარაღებული ყმაწ-ვილი დაინახა. და რა მოხდა მაშინ?! როგორც კი ყმაწვილმა იოანე დაინახა, კისრისტეხით გაიქცა; იოანეს სულ დაავიწყდა თავისი სი-ბერე და გამოუდგა მას. და როდესაც ყმაწვილს მიეწია, დაუძახა:

   -რად გამირბიხარ, შვილო, რად მსჯი ასე მამას შენსას? რად მაწვა-ლებ ასე, ჩემო შვილო? შეჩერდი და შემიბრალე, დაღლილი და უძლუ-რი მოხუცებული. შეჩერდი, ნუ გეშინია, შენი ცხონების იმედი დაკარგული ჯერაც არ არის: მე უფლის წინაშე ვაგებ პასუხს შენზე; მე საკუთარ სულს დავდებ შენთვის ისე, როგორც ქრისტემ დასდვა სული თვისი ჩვენ-ყოველთათვის. ნუ გეშინია, შვილო, თავად უფალ-მა გამომგზავნა, რომ შენი ცოდვების მიტევება გამოგიცხადო! თვი-თონ მე დავიტანჯები შენს მაგიერ. დაე, ჩემგან გამოდინდეს ის სის-ხლი, შენ რომ დაგიღვრია. მე საკუთარ მზრებზე ვიტვირთავ შენს ცოდვებს!-ეს რომ მოისმინა, ყმაწვილი შეჩერდა, იარაღი დაყარა და ასე მწარედ ატირებული იდგა. შემდეგ იგი ქვითინით ჩაუვარდა ღვთისმეტყველს ფეხებში და შენდობას ევედრებოდა. იოანემ ეფესო-ში ჩამოიყვანა იგი, ეკლესიაში მიიყვანა და ყმაწვილი გადარჩა.

   ძმებო, ჩვენ ვფიქრობთ: ეს მაგალითი აშკარად გვაჩვენებს, რომ და-ღუპვის პირას მისულ ცოდვილებს ისე კი არ უნდა ვეპყრობოდეთ, როგორც ამას უმრავლესობა იქმს; ანუ, არა უყურადღებოდ, არა დაცინ-ვით, არა სიძულვილით, არა ლანძღვით, არა ბოროტი სიხარულით და ბოროტი სიტყვებით, არამედ-იმის მხურვალე სურვილით, რომ ისინი ცოდვას მოვწყვიტოთ, სიყვარულით, სიმშვიდით, გულმოწყალების სიტყვებით, თანაგრძნობით. აი, ჭეშმარიტად სწორი დამოკიდებუ-ლება. სწორია იმიტომ, რომ ჯერ ერთი, როგორც მაგალითიდან ნახეთ, ის ცოდვილისათვის მაცხოვნებელად იქცევა; მეორე: იმიტომ, რომ გარდა ცოდვილის ცხონებისა, მაცხოვნებელია ჩვენთვისაც. ნახეთ, რას ამბობს სიტყვა ღვთისა ამასთან დაკავშირებით: ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდ-ვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სი-კუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათა (იაკ. 5, 19-20).

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine