xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » სიზარმაცის დასაძლევად
სიზარმაცის დასაძლევად
23-09-2014, 00:05  / ამოსაბეჭდი ვერსია

სიზარმაცის დასაძლევად

 

სიტყვა ლიმონარიდან, დოროთე მეუდაბნოეს შესახებ

 

   ზარმაცებო, ამ სიტყვებს თქვენთვის ვამბობ: რატომაა, რომ შრომა ისე არავის აწუხებს, როგორც თქვენ, ზარმაცებო? რატომაა, რომ საკმარისია, თუნდაც მცირედ გაისარჯოთ და ამის შემდეგ მოსვენებას აღარავის აძლევთ, ყველას უჩივით, გაჰყვირით, რომ საშინლად მოიქანცეთ, რომ აღარაფრის გაკეთება აღარ შეგიძლიათ, რომ ჯანმ-რთელობაც აღარ მოგდევთ და კიდევ სხვა, უამრავ ამისთანა რამეს გაიძახით?! რისგან არის ეს?! იმისგან, რომ თქვენ, თქვენთისვე შეუმჩნევლად, შრომა შეიძულეთ. მაგრამ განა ეს კარგია? არა, პირი-ქით, ძალიან ცუდია! რადგანაც სიზარმაცე აუძლურებს და, ეს კიდევ ცოტაა, კლავს სულსაც და ხორცსაც. და როგორც ძველმა ბრძნებმა თქვეს: ის ყოველგვარი ცოდვის დედაა. სწორედ ამიტომაა, რომ დაუყოვნებლად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიატოვოთ ის და პატიოსან შრომას შეუდგეთ. ამისათვის კი საიდან უნდა დაიწყოთ? იქიდან, რომ პირველ რიგში შრომა ისწავლოთ წმინდანებისაგან, რომელთაგან უმრავლესობა უაღრესად მძიმე პირობებში დღედაღამ შრომობდა და ამიტომ მაცხოვნებელი გაკვეთილების მოცემას ყო-ველთვის შეძლებენ თქვენთვის. თქვენ მათგან ისწავლეთ, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან პირველ მაგალითს ისევ მათი ცხოვრებიდან მოგცემთ.

  ღირსი მამის იღუმენი დოროთეს შესახებ მისი ერთი მოწაფე გვიამბობდა: დოროთე უდიდესი მოღვაწე იყო და ერთობ მძიმე ცხოვრებას მისდევდა. მან უდაბნოში სამოცი წელი იცხოვრა და ჩვეულებად ჰქონდა, რომ ყოველდღიურად, პაპანაქება სიცხეში გა-მოსულიყო სენაკიდან, ქვები ეგროვებინა და სენაკები აეშენებინა ძმებისათვის, რომელთაც თავად ამის გაკეთება არ შეეძლოთ. ერთ-ხელ მას ვკითხე:

   -მამაო, რატომაა, რომ აგრერიგად მოხუცებული საკუთარ სხეულს ტანჯავ და აუტანელ ხვატში მუშაობ?

  -იმისთვის ვტანჯავ, რომ თვითონ არ დამტანჯოს.-მომიგო მან. ღირსი მამა ხმელ პურსა და მცირეოდენ მარცვლეულს ჭამდა. სას-მელად კი წყალს იღებდა და მასაც-ზომიერად. ღმერთია მოწმე, რომ ერთხელაც კი არ მინახავს, იგი ან დაწოლილიყოს ან დაეძინოს ჭილობზე თუ ლოგინზე. ერთხელ ისიც ვიფიქრე, მხოლოდ ჩემს დასანახად ხომ არ ცხოვრობს მეთქი ასე და მისი ცხოვრების შესახებ მის საუკეთესო მოწაფეებს ვკითხე. მათ მომიგეს:

  -სიყმაწვილიდან ამგვარად ცხოვრობს იგი, მას არასოდეს უძინია ისე, როგორც სხვა ადამიანებს. ჭამის დროსაც კი შრომობდა და ძალი-ან მცირე ხნით იძინებდა, უფრო სწორად-წასთვლემდა ხოლმე.

   მაშინ ჩვენ ყველა ერთად ვევედრეთ მას, რომ თუნდაც მცირე ხნით დაეძინა ჭილობზე. მან კი მოგვიგო:

   -თუ ოდესმე აზრად მოგივათ, ღვთის რომელიმე ანგელოზს შეე-ვედროთ, რომ დაიძინოს, მაშინ შემევედრეთ მეც.

   მაშ, დაინახეთ, რაგვარ პირობებში და რანაირად შრომობდნენ წმი-ნდანები? დოროთე მხოლოდ ხმელა პურს ჭამდა, თითქმის არ ეძინა და დღედაღამ შრომობდა. განა ყოველივე ამის შემდეგაც იტყვით, რომ ძალა გამოგეცალათ, რომ აღარაფრის კეთება აღარ შეგიძლიათ, რომ დასუსტდით? ყოველივე ამას ხომ თქვენი ცხონების მტერი ჩაგაგონებთ, რათა წარგწმიდოთ! რადგან მას თავისი ბნელი ძალაუ-ფლების ქვეშ სწორედ ზარმაცის დამონება ეადვილება ყველაზე მეტად. სწორედ ამიტომ ამბობს პიმენი დიდი: ვინც დაუდევრობითა და სიზარმაცით ცხოვრობს, მას ეშმაკი გაურჯელად მოინადი-რებს. ამიტომ თავს ძალა დაატანეთ, თავი დაიტვირთეთ, შრომას მიეძალეთ და მაშინ თქვენი ცხონების მტერსაც მოიშორებთ და საერთოდ უდიდეს სარგებელსაც მიიღებთ. სწორედ მაშინ სათნო ეყოფით ღმერთს, რადგანაც აღასრულებთ მის მცნებას: ექვს დღეს იქმოდე. აღასრულებთ ბრძანებას ღმრთისას: შენი ოფლით ჭამე პუ-რიო. მაშინ არც თქვენს გონებას დაიპყრობს რაიმე უკეთურება, მაშინ თქვენ მოყვასისათვისაც ბაძვის საუკეთესო მაგალითი იქნებით, მაშინ სხეულსაც განიმტკიცებთ და ბედნიერებასა და კეთილდღეობას მოუტანთ საკუთარ ოჯახებსაც. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine