xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ცხოვრებისეული საქმეები და საჭიროებები ჩვენი ცხონების საქმეს ვერ დააბრკოლებენ
ცხოვრებისეული საქმეები და საჭიროებები ჩვენი ცხონების საქმეს ვერ დააბრკოლებენ
21-09-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ცხოვრებისეული საქმეები და საჭიროებები ჩვენი ცხონების საქმეს ვერ დააბრკოლებენ

 

სიტყვა ლიმონარიდან დოროთე მეუდაბნოეს შესახებ

 

   ვინც საკუთარ ცხონებაზე ზრუნვას წყვეტს, ტაძარში სიარული და სახლში ღვთის წინაშე ლოცვა ეზარება, იგი საკუთარი დაუდევრობის გასამართლებლად მაშინათვე საქმეს მოიმიზეზებს ხოლმე.

   -ცოდვილი ვარ! -ჩვეულებრივ იტყვის ასეთი ადამიანი.-მაგრამ აბა, რა უნდა ვქნა?! ზოგჯერ ძალიანაც მინდა ვილოცო და ცხონებაზე ვიფიქრო, მაგრამ საქმე აღარ ილევა?! ერთს გააკეთებ და მაშინათვე მეორე გამოჩნდება. იმასაც გააკეთებ?! მაშინვე მესამე წამოყოფს თავს. -ამისთანებს ლაპარაკობს ამგვარი კაცი თავის გასამართლებლად. მისი სიტყვების მიხედვით გამოდის, რომ მხოლოდ ის ცხონდება, ვინც გულხელდაკრეფილი ზის. თურმე, იმისათვის, რომ სათნოვეყოთ უფ-ალს, ყოველგვარ საქმიანობაზე უარი უნდა ვთქვათ. არანაირი ერული საზრუნავი არ უნდა ვიცოდეთ და არც რამენაირი შრომა გვიხდე-ბოდეს. ვნახოთ, ნამდვილად ასეა ეს თუ არა.

   წმინდათა მაგალითები გვიჩვენებენ, რამდენადაა მოკლებული სი-მართლეს ამგვარი თავისმართლება. მაგალითად, ამბა დოროთე დღე-დაღამ შრომობდა. დღისით ის სენაკს ტოვებდა, უდაბნოში გადიოდა და ქვებს აგროვებდა, რომ მეუდაბნოე ძმებისათვის საცხოვრებლები აეშენებინა, მთელი ღამის განმავლობაში კი ფინიკის ტოტებისაგან წნავდა კალათებს. იგი მხოლოდ გამხმარი პურით იკვებებოდა და თითქმის არ ეძინა. ასევე ცნობილია, რომ ღირსი ზაქარია სარაჯი იყო; წმ.ევქარისტე-მწყემსი; ღირსი ევლოგი-ქვისმთლელი. წმინდა პავლინ-მა-ნოლანის ეპისკოპოსმა ნებაყოფლობით გაყიდა მონად საკუთარი თავი და მძიმე მონურ შრომას ეწეოდა. ასევე ალექსანდრე კომანის ეპისკოპოსი მღვდელმთავრის ხარისხის მიღებამდე მენახშირე იყო. ბერძენ პატრიარქთაგან ერთ-ერთი ჯორებს მწყემსავდა; მეორე-ათონის მთაზე განდეგილობდა და ზღვიდან თავის სენაკამდე საკუ-თარი მხრებით ეზიდებოდა მარცვლეულს-საშინელი ცოცაბოს გავ-ლით; და ბოლოს-მესამე, იმავე ათონის მთაზე, ერთ-ერთ მონასტერში სამი წლის განმავლობაში მუშად მსახურობდა. წმინდა მოციქულები კი საკუთარი თავის შესახებ თავადვე ამოწმებენ, რომ ღვთის სასუ-ფევლის სახარების ქადაგებისას ისინი დღედაღამ შრომობდნენ, რათა საკუთარი საარსებო პური ეშოვათ. არცაღა ცუდად პური ვისგანვე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა დღე და ღამე ვიქმოდეთ, რათა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ (2 თეს. 3,8).-სწერდა თესალონიკელ მორწმუნეებს პავლე მოციქული.

   აბა, ამაზე რაღას მეტყვით თქვენ, ყველანი, ვინ ირწმუნებით, რომ მუშაობა დამაბრკოლებელია ცხონების საქმეში?! აი, ხომ ნახეთ, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც უკიდურესად მძიმე შრომაშიც კი ნახუ-ლობდნენ დროს, რომ საკუთარ სულებზე ეზრუნათ. ზოგიერთი მათ-განი კი იღვწოდა არა მხოლოდ თავისი სულის, არამედ, შესაძლოა, ათასობით სხვა ადამიანის გადასარჩენად, რომელთა სულებზე ზრუნ-ვაც მიანდო მას ღმერთმა. მაგრამ აქ მოხმობილი მაგალითები ხომ მხოლოდ ზღვაში წვეთია. წაიკითხეთ წმინდათა ცხოვრება და ნახ-ავთ, რომ ბევრ მათგანს ისეთი შრომა ჰქონდა ნატვირთი, რომელთან შედარებით ჩვენი შრომა სრულიად არაფერია და სალაპარაკოდაც არ ღირს. განა შრომაა დამნაშავე თქვენი ცხონების საქმე წინ რომ არ მიდის?! არა, ძმებო, დამნაშავე ის როდია, არამედ,-თქვენივე სიხარბე მონაგების შეძენაში; ანდა, რაც გაცილებით ხშირია ხოლმე, დამნაშა-ვეა თქვენი ჩვევა, ან, უფრო სწორად ვნება იმისა, რომ მთელი თავისუფალი დრო უქმობასა და გართობაში გაატაროთ.

   მიატოვეთ სიხარბე, შეწყვიტეთ ნაცნობობა გარყვნილ ამხანაგებთან, სამუშაოსაგან თავისუფალი დრო სიმშვიდითა და ღვთისმოსაობით ოჯახში გაატარეთ. დღესასწაულებზე ღვთის ტაძარში მიდით, სასაუბ-როდ ღვთივსულიერ ადამიანებთან იარეთ. შრომის დროსაც ღმერთ-ზე, საკუთარ სულზე და საშინელ სამსჯავროზე იფიქრეთ. გონებაში გამუდმებით გეპყრათ ლოცვის სიტყვები. ხოლო იმის თქმა, რომ სა-მუშაო სულის ცხონებას აბრკოლებს, უდიდესი ცოდვაა და არაკე-თილსინდისიერი საქციელია. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine