xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » უბედურების ჟამს სასო არ უნდა წარვიკვეთოთ და იმედი არ უნდა დავკარგოთ, არამედ - მივენდოთ ღმერთს
უბედურების ჟამს სასო არ უნდა წარვიკვეთოთ და იმედი არ უნდა დავკარგოთ, არამედ - მივენდოთ ღმერთს
20-09-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

უბედურების ჟამს სასო არ უნდა წარვიკვეთოთ და იმედი არ უნდა დავკარგოთ, არამედ - მივენდოთ ღმერთს

 

წმინდა დიდმოწამე ევსტაფის ხსენება

 

   არსებობს ისეთი უბედურება, რომლის დროსაც ვხედავთ, რომ შესაძლებელია, შეწევნა და ნუგეში ადამიანებისაგან მივიღოთ. მაგრამ ისეთი უბედურებებიც არსებობს, რომელთა დროსაც ადამიანური ნუგეში და დახმარება უძლურია. ამ უკანასკნელთან შეხვედრისას იმის ნაცვლად, რომ ლოცვით მივმართოთ ღმერთს, მისგან შეწევნა გამოვითხოვოთ და როგორც ყოვლისშემძლე, სასოება მხოლოდ მასზე დავამყაროთ, ჩვენ არც თუ იშვიათად სრული სასოწარკვეთილება მოგვიცავს და როგორც ამბობენ, მხრებსაც ჩამოვყრით ხოლმე. ეს, არცთუ იშვიათად, იწვევს იმასაც, რომ ბევრი ჩვენგანი ურწმუნოებისა და ღვთისადმი უსასოების გამო სასოწარკვეთაში ვარდება და იღუ-პება. მაგრამ, განა არსებობს მწუხარება, რომლის დროსაც უფალი ჩვენს ნუგეშისცემას ვერ შეძლებდა? ან იქნება მცირეა მისი სიყვა-რული და თანაგრძნობა ჩვენდამი? ან იქნებ იგი ჩვენს უბედურებასა და მწუხარებას ვერ ხედავს? მის ყოვლადძლიერებასა და ყოვლის-მხილველობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ხოლო მწუხარეთა მიმართ რომ სიყვარულსა და თანაგრძნობას განიცდის, იქიდანაც ცხადია, რომ იგი თავად მოუხმობს თავისაკენ და დახმარებას აღუთქვამს მათ.-მიხმე შენი მწუხარების ჟამს და მოგხედავ შენო.-ამბობს უფალი. ამიტომაა, რომ მართალი ადამიანები თავს დამტყდარი უბედურე-ბების ჟამს ჩვენსავით არ იქცევიან: ისინი კლდესავით ურყევ იმედს ღმერთზე ამყარებენ და იმედი არასოდეს უცრუვდებათ. უფალი მათ მწუხარებას დაუყოვნებლივ მხიარულებად გარდაქმნის და დარდს-სიხარულად.

   ამასთან დაკავშირებით მართლაც საოცარ მაგალითს გვაჩვენებს წმინდა დიდმოწამე ევსტაფი. იგი რომაელი მხედართმთავარი იყო, დიდი სიმდიდრეს და უამრავ მონას ფლობდა, ფრიად ცნობილ და სახელოვან ადამიანად ითვლებოდა. და აი, მის ცხოვრებაში უბედუ-რება უბედურებას დაერთო და მწუხარება მწუხარებას მოჰყვა. ყვე-ლაფერი იმით დაიწყო, რომ მის სახლში სიკვდილმა შემოაბიჯა. შემდეგ ბოროტი ადამიანები მოვიდნენ, სახლი გაძარცვეს და ის ღატაკ და უმწეო მწირად იქცა. მისი კრძალული და კეთილშობილი ცოლი ავაზაკმა მოიტაცა, ორი ვაჟი-ველურმა მხეცებმა და ევსტაფი მარტოდმარტო შერჩა თავის მწუხარებას. მის მდგომარეობაზე უარესი აბა, რაღა უნდა ყოფილიყო?! მაგრამ იგი სასოწარკვეთილებას არ მისცემია.

   -ვტირი, რადგანაც კაცი ვარ, უფალო, მაგრამ შენდამი-ჩემი კეთილ-მზრახველისადმი და ჩემის ცხოვრების განმგებელისადმი, განვმტკიც-დები და დავსდებ სასოებას ჩემსას, და შენი სიყვარულით, ვითარცა გოლეულითა, დავატკბობ ჩემს მწარე მწუხარებასა. -ამბობდა იგი. ამგვარად, ქვეყნიერებაზე არაფრისმქონებელი, იგი მთლიანად ღვთი-საკენ ისწრაფვოდა და ღმერთმა ნუგეში სცა მას. დადგა დრო და იგი უწინდელზე მდიდარი და სახელოვანი შეიქმნა; იპოვა ღვთის მიერ სასწაულებრივად გადარჩენილი ცოლი და შვილები; შემდეგ კი ისეთი სიმდიდრე და წყალობა მოიპოვა ღვთისაგან, რომ მოწამეობის გვირგვინის ღირსი შეიქმნა.

   უბედურების ჟამს ნუ მოვუძლურდებით, სულმოკლეობასა და მწუ-ხარებას ნუ მივეცემით და მომაკვდინებელი დარდისაგან განსაკურნე-ბლად ნუ დავიწყებთ ძებნას რომელიმე უაზრო, ხშირად კი ცრუ საშუალებებს; ხოლო, როდესაც დამთრგუნველი მწუხარება დაამძი-მებს ჩვენს სულს, ცრემლიანი ლოცვით შეუვრდეთ უფალს და ჩვენი მწუხარება და ჩვენი დარდი მას ვაუწყოთ. იგი თავისი გულმოწყა-ლებით გარდამოავლენს ჩვენზე მადლმოსილ ძალას, რომელიც ჩვენს სულებს მოთმინებას და დიდსულოვნებას უბოძებს, ანდა მწუხარე-ბისა და უბედურებისაგან სრულიად გაგვათავისუფლებს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine