xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » მრისხანებისა და ავმეხსიერების შესახებ
მრისხანებისა და ავმეხსიერების შესახებ
4-09-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მრისხანებისა და ავმეხსიერების შესახებ

 

ქადაგებიდან მრისხანების შესახებ, რადგანაც იგი, ვინც გულში მეგობრისადმი მრისხანებას ინახავს, ეშმაკის მფლობელობაში გადადის

 

   ვინმე ისააკ ბერი თავისი ცხოვრებიდან ამგვარ შემთხვევას გვიამ-ბობს. ის ჰყვება: ერთხელ ძმას ვეჩხუბე და მისდამი მრისხანებამ შე-მიპყრო. მაგრამ ამასთან, მას შემდეგ ხელსაქმეს რომ ვუჯექი, გავიხ-სენე ეს ჩხუბი, შევინანე და შიშით აღძრული ღვთის წინაშე პასუ-ხისმგებლობაზე დავფიქრდი. ვფიქრობდი: როგორ მოვიქცე? ამ დროს ერთი ყმაწვილი შემოვიდა ჩემთან, მას წესისამებრ პირჯვარი არ გა-დაუსახავს და მითხრა:

   -შენ შესცოდე და ნანობ, მე მომენდე და დამშვიდდები.-მე უკვე ვი-ცანი, რომ ეშმაკი იყო და ვუპასუხე:

   -წადი აქედან, იმიტომ, რომ შენ ღვთისაგან არ ხარ.-მან კი მომიგო:

   -მებრალები, შენს საქმეს ღუპავ, მაგრამ მაინც ჩემი ხარ!

   -არა,-მივუგე,-შენი არ ვარ, ეშმაკო, მე ღმერთს ვეკუთვნი.

   -ყველა მრისხანე და ავმეხსიერი ღმერთმა ჩვენ გადმოგვცა. შენ ხომ უკვე სამი კვირაა ძმაზე მრისხანებ.

   -ცრუობ.-შევძახე მე.

   -შენ ბოროტს იზრახავ მასზე, ხოლო ავმეხსიერს გეენის ცეცხლი ელ-ის, მე სწორედ ასეთ ადამიანებს ვევლინები და შენ ჩემი ხარ.-მითხრა მან. ეს რომ მოვისმინე, მაშინათვე ძმასთან მივედი, შევუვრდი მას და შევურიგდი. და რა მოხდა?! შინ რომ დავბრუნდი, ვნახე, რომ ეშმაკს, რომელმაც ეს შურისგება ვერ აიტანა, დაეწვა ჩემი ხელსაქმე და ჭილ-ობი, რომელზედაც ლოცვისას ვდგებოდი ხოლმე.

   ამ მონათხრობიდან იხილეთ, ძმებო, რომ ვისაც მოყვასისადმი ავი უდევს გულში, მასთან უმოკლესი გზით მიდის ჩვენი ცხონების მტე-რი-ეშმაკი; რომ მას, ვინც ამ ბოროტებას არ მოინანიებს, ეშმაკი სრუ-ლად დაეუფლება. რომ მომავალ ცხოვრებაში ავმეხსიერს გეენის ცე-ცხლი ელის. რომ ბოლოს და ბოლოს, მრისხანების მონანიებით და მოყვასთან შერიგებით ვწყლავთ ეშმაკს და ჩვენგან განვდევნით.

   თუკი ეს ვიცით, მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ? მრისხანების ცეცხლი გულში დასაწყისშივე უნდა ჩავიხშოთ იმისათვის, რომ ნაპერწკალი ალად არ იქცეს და შემდეგ გეენის ცეცხლად არ გარდაიქმნას. წყენა უნდა შევუნდოთ და ძმა გვიყვარდეს. ხოლო იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიფიქროთ, რამდენად შემცოდენი ვართ ღვთის წინაშე და რამდენად გულმოწყალეა ღმერთი ჩვენ-ცოდვილთა მომართ. წყენა მტერსაც კი უნდა შევუნდოთ. ჩვენი დაბნეულობის გამო ცოდვები ხშირად გვცემენ თავზარს და ხშირად თავადვე მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი სასჯელის ღირსნი ვართ. მაგ-რამ როგორ გვექცევა ჩვენი ზეციური მამა?! განა გვსჯის ცოდვე-ბისათვის?! არა, იგი ყოველგვარ ღონეს ხმარობს, რომ გონს მოვეგოთ და გამოვსწორდეთ. მან სოფლად თავისი მხოლოდშობილი ძეც კი მოავლინა, რომ ცოდვისა და სიკვდილისაგან გადავერჩინეთ. მან, როგორც მზრუნველმა მამამ, არსებობისათვის ყოველგვარი სიკეთე მოგვანიჭა: საჭმელი, სამოსი და საცხოვრებელი. ის ჩვენი თმის ყოვ-ელ ღერს უფრთხილდება. ის ყოველ ცოდვილს უხმობს და ეუბნება: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქუენ (მათ. 11,28). და თუკი ზეციური მამა ესოდენ მოწყალეა ჩვენდამი, ჩვენც, რაღა თქმა უნდა, ასევე უნდა მოვექცეთ მათ, ვინც გვაწყენინა. მეორე: ხშირად გაიხსენე ვნებული უფალი, როგორ შეუნდობდა ჯვრიდან თავის მტრებს. მას უდანაშაულოს სცე-მდნენ, სახეში ანერწყვებდნენ, ავაზაკთა შორის აცვეს ჯვარს და როდესაც საშინლად იტანჯებოდა, დასცინოდნენ. იგი კი ამბობდა: მამაო, შეუნდე მათ! თუკი მტრებს ასე ექცეოდა მაცხოვარი, მაშინ ცხადია, რომ ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. მით უმეტეს, რომ მას არანაირი ბოროტება არ უქმნია და ტანჯეს, ჩვენ კი ასე თუ ისე, გა-ვაწყრობთ და ჩვენ წინააღმდეგ აღვძრავთ ჩვენს ახლობლებს. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine