xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » რაც მეტად ამაღლებს უფალი ადამიანს, მით უფრო თავმდაბალი უნდა იყოს იგი
რაც მეტად ამაღლებს უფალი ადამიანს, მით უფრო თავმდაბალი უნდა იყოს იგი
30-08-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

რაც მეტად ამაღლებს უფალი ადამიანს, მით უფრო თავმდაბალი უნდა იყოს იგი

 

ღირსი მამის ალექსანდრე ახალი სასწაულმოქმედის მოსახსენებლად

 

   როდესაც ჩვენ საზოგადოების დაბალ საფეხურზე ვდგავართ, უმე-ტესწილად ვართ დამჯერნი, მორჩილნი, ყველას მიმართ კეთილნი და ხალისიანნი, ხოლო, როდესაც უეცრად გავმდიდრდებით არ რაიმე სხვა სიმაღლეს მივაღწევთ, ან თუნდაც ბედნიერება გვეწვევა, მთლი-ანად ვიცვლებით. სად ქრება ჩვენი თავმდაბლობა და მორჩილება? სად არის ჩვენი თბილი და ალერსიანი მოპყრობა? ამპარტავნება და დიდკაცობა ცვლის მას. ადრინდელ მეგობრებს ვივიწყებთ და ყველას ზემოდან დავყურებთ. ეს, ძმებო, ცუდი და ქრისტიანისთვის შეუფე-რებელი საქციელია. დიმიტრი როსტოველი ამბობს: „თუკი შენ დიდებულ მდგომარეობას მიაღწევ, იყავი მორჩილი. რაც უფრო განდიდდები, მით უფრო უღირსად მიიჩნიე თავი. აი, როგორ უნდა მოიქცნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, როდესაც უფალი მათ განადი-დებს! ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის ასე იქცეოდნენ, მოდით, მათგან ვისწავლოთ.

   როდესაც ღირსმა მამა ალექსანდრე სვირელმა იღუმენის პატივი მიიღო და ამ სიწმინდეს ეზიარა, კი არ შეიცვალა და კი არ უარყო თავისი ყოველდღიური ცხოვრების წესი, არამედ თავს ყველაზე მდაბლად წარმოაჩენდა და ყველას ემსახურებოდა და ამით საუ-კეთესო მაგალითს აძლევდა სხვებს. იგი მონასტრის საქმეების გასა-კეთებლად ყველაზე ადრე მიდიოდა, ყველაფერს თავისი ხელით აკეთებდა, ამზადებდა საჭმელს, ზელდა ცომს, აცხობდა პურს, ხანდახან მიდიოდა ტბაზე და მოჰქონდა წყალი, დადიოდა ტყეში, ჭრიდა შეშას და თავად მოჰქონდა მონასტერში. ხან სამუშაო ქოხში მიდიოდა, სადაც ძმები ხორბალს ფქვავდნენ. თუკი მათ მძინარეს ნახავდა, განსწავლიდა და ამის შემდეგ სენაკში ბრუნდებოდა. ეკლესიაში ყველაზე ადრე მიდიოდა და ყველაზე გვიან ტოვებდა მას. ძილის წინ არაფერს იფარებდა და სხეულს აჭირვებდა. მისი სამოსი უხეში იყო და ძონძს ჰგავდა. ზოგიერთი უგონო ჭორავდა და ეჩ-ხუბებოდა მას, ნეტარი მამა კი ყველაფერს უდრტვინველად და სიხა-რულით იღებდა.

   აი, ასე იქცეოდნენ წმინდა, ღვთისნიერი ადამიანები, როდესაც სხვებზე ძალაუფლება მიეცემოდათ. ასე უნდა იქცეოდეს ყოველი ჩვენთაგანი, ვინაიდან ამას თავად უფალი მოითხოვს ჩვენგან. როდესაც მან ფეხები დაბანა მოწაფეებს, ასე მიმართა მათ: უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, და თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუ-ენცა ჰყოფდეთ (იოან. 13, 14-15). წმინდა დიმიტრი ამბობს: „მაშინ იქნები პატივისა და დიდების ღირსი, როდესაც თავს დაიმდაბლებ; მაშინ იქნები დიდებული, როდესაც საკუთარ თავს ბრძნად არ მო-იხსენებ". ამრიგად, გაითვალისწინეთ ეს და იცხოვრეთ სიმდაბლით. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine