ოცდაჩვიდმეტი ფილიპინელი წმინდა მოწამის წამება
ჩვენი სიყვარული უფლის მიმართ მყარი უნდა იყოს და ყოველგვარ სიყვარულს აღემატებოდეს, ე.ი. ამქვეყნად უფალი ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს, ვინაიდან უფალი ყველაზე დიდი სიკეთეა, იგი არის ყოველივეს შემოქმედი, ამასთან, ჩვენი მწყალობელი, ყოველ-გვარი სიკეთის მომძღვნელი; ამიტომ ჩვენი უფლისადმი სიყვარული ყოველს უნდა აღემატებოდეს და ყოველი მას ემორჩილებოდეს: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამ ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურ-ვამან ანუ მახჳლმან? ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვით-არცა ცხოვარი კლვადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არა სიკუდილმან, არცა ცხო-რებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრი-სტე იესოჲს მიერ (რომ. 8, 35-39). ამის მსმენელნი, რა თქმა უნდა, იკითხავთ: განა შეიძლება ასეთი სიყვარული გვაკავშირებდეს უფალთან? გიპასუხებთ: შეიძლება და ამას საქმით დაგიმტკიცებთ.
ივლიანე განდგომილის იმპერატორობის დროს ქრისტიანული ტაძ-რები დაკეტეს და ამიტომ ქრისტიანები ღვთისმსახურებას ველზე ატარებდნენ. ივლიანემ ამის შესახებ შეიტყო და ერთ-ერთ სამხედრო პირს უბრძანა, წასულიყო იქ და ყველა მლოცველი დაეხოცა. მხედარ-მთავარი კეთილი კაცი იყო, ქრისტიანები ებრალებოდა და მათ იმპერატორის ბრძანების შესახებ შეატყობინა; ამასთან, დილით ადრე დაინახა, რომ ახალგაზრდა ქალი, ბავშვით ხელში, აჩქარებულად გამოვიდა სახლიდან და სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა მისი ჯარისკაცების წინ. ამ უკანასკნელმა ბრძანა, შეეპყროთ ქალი და მასთან მიეყვანათ. როდესაც ქალი მოჰგვარეს, მხედარმთავარმა ჰკითხა:
-დედაკაცო, საით მიიჩქარი?
-ველზე, სადაც ქრისტიანები იკრიბებიან.
მხედარმთავარმა ჰკითხა:
-ნუთუ არ იცი იმპერატორის ბრძანება, რომ ვინც იქ წავა, ყველას და-ხოცავს?
ქალმა უპასუხა:
-ვიცი და იმიტომ მივიჩქარი, რომ ქრისტესთვის მოვკვდე.
-თუკი ასეა, ეს ბავშვი რაღად მიგყავს თან?
-იმიტომ, რომ ისიც შეიქმნას ქრისტესთვის წამების ღირსი.
ეს რომ მხედარმთავარმა შეიტყო, ჯარისკაცები გაუშვა, მივიდა ხელ-მწიფესთან და უთხრა:
-თუ მიბრძანებ, მოვკვდები; მაგრამ იმის შესრულება, რაც ქრის-ტიანების წინააღმდეგ მიბრძანე, არ შემიძლია.
და ყველაფერი უამბო ქალთან შეხვედრის შესახებ.
ამრიგად, სწორად აღვნიშნეთ, რომ შესაძლებელია უფალი მტკიცედ გიყვარდეთ, ისე, როგორც ამ თხრობის დასაწყისშია. მაგრამ რას ვამბობთ? განა მარტო ამ ქალის სიყვარულია ერთადერთი მაგალითი ამის დასამტკიცებლად? წაიკითხეთ წმინდანთა ცხოვრება და დარწ-მუნდებით, რომ ისინი აღსავსენი იყვნენ უდიდესი სიყვარულით, ვინაიდან ნებისმიერი მათგანი, მოციქულის თქმით: მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარ-კუეთითა თავთაითა აღესრულნეს; ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილითა. ქვითა განიტვინნეს, განიხერხნეს; განიცა-დნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხან-ელებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე; უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა (ებრ. 11, 35-38).
ყოველივე ეს მათ უფლის განუზომელი სიყვარულის გამო დაით-მინეს, და თუკი ეს ასეა, უეჭველია ჩვენც შეგვიძლია და ვალდე-ბულნიც ვართ, რომ ასე გვიყვარდეს უფალი. თუკი ამგვარი სიყ-ვარული არ გვაკავშირებს ღმერთთან, მაშინ უნდა ვეცადოთ და მო-ვიპოვოთ იგი, შემდეგ კი მთელი ძალებით ვიღვაწოთ მისი შენა-რჩუნებისათვის. გახსოვდეთ, რომ იგი უდიდესი საგანძურია, ამ სიყვარულის გარეშე უფლისთვის სათნონი ვერ ვიქნებით და ვერა-სდროს მივაღწევთ სულის ხსნას. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.