Xareba.net-ის რელიგიური შეფასება
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის აღნიშნულ წერილში წმინდანი განმარ-ტავს, რომ ეზეკიელის წინასწარმეტყველების 38-ე და 39-ე თავებში ნახსენები გოგი და მაგოგი გულისხმობს რუსეთს. მოდით, წინასწარ-მეტყველებას მოვუსმინოთ:
„ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ-როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ და იწინასწარმეტყველე მასზე. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!... გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენს წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ... მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი; წამოხვალ ჩემს ხალხზე (ისრაელი-ავტ.), როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმინდეს შენში, გოგ, მათ თვალ-წინ... სწორედ იმ დღეს, გოგის თავდასხმის დღეს ისრაელის მიწაზე, ამბობს უფალი ღმერთი, აღიგზნება ჩემი რისხვა ჩემს ნესტოებში...
აჰა შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო! მოგატრი-ალებ, გამოგათრევ და წამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე... ისრაელის მთებზე დაეცემი მთელი შენი ურდოიანად და ხალხთან ერთად, თან რომ გახლავს... გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ..." (ეზეკიელ წინასწარმეტყველი 38-39).
„შექმნათა" საკითხავიდან ირკვევა, რომ სახელებში მაგოგი, მეშექი და თუბალი იგულისხმებიან ნოეს მესამე ვაჟის იაფეტის შთამომავ-ლები (შექმნ. 10,1-5).
1876 წლის სინოდალური ბიბლიის ამ თავების კომენტარში ნათქვამია, რომ ყველა ესენი ჩრდილოელი ხალხის წინაპრები არიან. კერძოდ, მაგოგი სკვითების წინაპარი იყო, მათგან წარმოიშვნენ სლავური ტომები, მათ შორის რუსებიც.
მკითხველს ეჭვი რომ არ გასჩენოდა, ტექსტში ეზეკიელი ერთგვარ ტოპოგრაფიულ სურათს წარმოგვიჩენს. კერძოდ: გოგი „როშების სამეფოდ" იწოდება. ცნობილია, რომ შუასაუკუნეების სამხრეთ-რუსულ სამეფოს დედაქალაქ კიევით როში ეწოდება. სიტყვა „როში"-დან მოგვიანებით წარმოიშვა სიტყვა „რუსი, რუსეთი". „მეშეხი", იაფეტის მეექვსე ვაჟი, ბიბლიის თანახმად, მოსხების წინაპარია. ლეგენდარულმა მეშეხმა ან მოსოხმა წარმოშვა სახელი მოსკოვი. XVI საუკუნის პოლონელი მეცნიერი სტრიკოვსკი ამბობს: „მოსოხი და მეშეხი არიან წინაპრები ყველა მოსკოვური, რუსული, პოლონური, ვოლინური, ჩეხური, მაზოვური, ბულგარული, სერბული, ხორვა-ტიული და ყველა სლავური ხალხებისა". მოსოხსა და მეშეხში შექმნათა საკითხავი მოსკოვურ ტომებს რომ გულისხმობს, ძველი ისტორიკოსი იოსებ ფლაბიუსიც მოწმობს.
წმ. ეგნატე ეზეკიელის წინასწარმეტყველების განმარტებისას მიგ-ვითითებს იოანე მახარებლის გამოცხადებაზე, სადაც საუბარია გოგსა და მაგოგზე: „და შემდგომად ათასისა მის წლისა განიხსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თვისისა. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათდა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქვიშა ზღვისასა. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოხდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი". (გამოცხ. 20.7-9).
წმ. ეგნატე წმ. ანდრია კესარიელის გამოცხადების განმარტებას იშველიებს, სადაც წმინდანი გოგსა და მაგოგში პირდაპირ რუსეთს გულისხმობს: „მაშინ ეშმაკი განიხსნას და აცთუნნეს ყოველნი წარმართნი და გოგ და მაგოგ აღძრნეს ბრძოლად და მოოხრებად ქვეყანისა, რომელიგი არიან წარმართნი ჩრდილოისა კერძისანი. ქვეყანასა რუსთასა და გარემო მისა სხუათა წარმართთა... ხოლო ეზეკიელცა წინსაწარმეტყველებამან თქუა ამათი მოსვლაი უკანასკ-ნელთა ჟამთა ქვეყნად ისრაელისა და მუნ დაეცნენო".1
როგორც ვხედავთ, რუსული იდეა, რომ გოგი და მაგოგი არის აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერია ეზეკიელის წინასწარ-მეტყველებისა და აპოკალიფსის მე-20 თავის განმარტების მიხედვით, ვერანაირად ვერ მიესადაგება მართლმადიდებლობასა და დედა-ეკლესიას, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან". ხოლო გოგი და მაგოგი განადგურდება ისრაელის მიწაზე.
საკითხავია, რუსეთის უდიდესი მნათობი წმ. ეგნატე ბრიანჩა-ნინოვი, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემთ, რომლის ნაშრო-მების შვიდივე ტომი ეკლესიის უდიდესი საგანძურია, რატომ უნდა ხარობდეს თავისი ხალხის ასეთი ტრაგიკული, მეტიც, უღირსი ხვედრით?! იქნებ წმინდანი უბრალოდ მოწმობს ფაქტს: „რას გახდები, როდესაც მისკენ მივყავართ ამოუცნობ განგებულებას" (წ. ეგნატეს წერილიდან). ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კერძო აზრია, რომელსაც ვერ ვუწოდებთ ეკლესიის საწავლებას.
ზოგიერთი თანამედროვე რუსი მოძღვარი აღფრთოვანებით იმეო-რებს წმინდანის სიტყვებს. ასე მაგალითად, იღუმენი სერგი (რიბკო), რომელიც ხელმძღვანელობს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის გამომცემ-ლობას მოსკოვში, თავის წიგნში მიუთითებს ამ „წინასწარმეტყ-ველებას რუსეთზე". გასაგებია მამა სერგის პოზიცია რუსეთის გამრავლებისა და გაძლიერების შესახებ, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ წუხს იმაზე, თუ როგორი კოშმარით უნდა დასრულდეს ეს დიდება?!
გოგისა და მაგოგის რუსეთთან გაიგივებით, რუსები მაინც პოუ-ლობენ მასში საბაბს ოპტიმიზმისა და განდიდებისათვის.
ისრაელის „ჭკუის სასწავლებლად" ღვთისაგან დაშვებული ბოროტი ძალის რუსეთთან გაიგივების მოსაზრებას განსხვავებული კონტექს-ტით, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის დასავლელი მორალის-ტები და პოლიტიკოსებიც იყენებენ. „რუსული ბოროტების იმპერიის" იდეა ინგლისელმა დიპლომატებმა 1855 წელს ყირიმის ომის დროს გააჟღერეს. მაშინ „გოგების მეფედ" რუსი იმპერატორი ნიკოლოზ I იყო გამოცხადებული. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, „ცივი ომის" პერიოდში, დასავლეთის თვალში მოსკოვი აქსიომურად ბიბლიურ „მოსოხად" იყო მიჩნეული. რონალდ რეიგანი საბჭოთა კავშირს „ბო-როტების იმპერიას" უწოდებდა. ცნობილია, რომ რეიგანი იმდენად გამსჭვალა ამ იდეებმა, რომ მწერალ ხალ ლინდს რეგულარულად იწვევდა პენტაგონის სტრატეგებთან „რუსული გოგი-მაგოგის" შესახებ ლექციების წასაკითხად. ამბობენ, რომ ეს იდეები დღესაც ფართო პოპულარულობით სარგებლობს ამერიკაში, მუშაობს მთელი ჯგუფი მრჩეველ-თეოლოგებისა, რომლებიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკას ბიბ-ლიურ წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით ახორციელებენ.2
გარკვეულწილად ეს თეორია ხელსაყრელიც უნდა იყოს დასავლე-თისთვის. ამ გზით ის გაამართლებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავ-ლენების მოპოვების ამბიციას. ის ხომ „ბოროტების იმპერიას" ებრძვის.
მსოფლიო ისტორია ცხადყოფს, რომ ყველა ნაციამ, რომელიც ებრძოდა ისრაელს, შემდგომში დიდი მარცხი და კატასტროფა განიცადა. ასეთია ღვთის აღთქმა ისარელზე. (იერ. 30.10-11). გავიხ-სენოთ ეგვიპტელები, რომაელები, გერმანელები, ერაყისა და სირიის ომები ბოლო დროს. იგივე ბედი ეწევა, როგორც ხედავთ, გოგსა და მაგოგს. ჩვენი წერილის მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის მოვლენების პოლიტიკური ანალიზი. ერთი რამ ცხადია: ყოველივე, რაც წმიდა წერილში წერია, უსათუოდ აღსრულდება. მაგრამ როდის დაიძრება გოგისა და მაგოგის მრავალრიცხოვანი ბოროტი ძალა ისრაელისკენ და სხვაზე დამაჯერებლად რომელი ქვეყანა განაცხადებს პრეტენზიას იწოდებოდეს ამ საშინელი სახელწოდებით, ჯერ კიდევ გასარკვევია. უბრალოდ, ჩვენ ცნობიერებაში რუსული მოსაზრება ვერანაირად ვერ უთანხმდება მართლმადიდებლურ ხედვას. რომ ქართველმა ხალხმა და ისტორიამ კარგად უწყის, რა პოლიტიკას ატარებდა რუსეთის იმპერია ერთმორწმუნე ქართველი ხალხისა და ეკლესიის წინააღმ-დეგ.2 აქვე ვიტყვით, რომ არანაკლები ზიანი, მეტწილად ზნეობრივი კუთხით, სულ რაღაც ოციოდე წელიწადში მოგვაყენა (და დღესაც გვაყენებს) დასავლეთმა თავისი „მშვიდობიანი" პოლიტიკით.
დავასკვნით, რომ ორი ძლიერი იმპერია ყოველნაირად ცდილობს ხელთ იგდოს ჩვენი ქვეყანა. ეს უცხო არ არის საქართველოსთვის. ჩვენი სახელოვანი წინაპრები ყოველთვის ბრძნული პოლიტიკით-ხან ომით, ხან მოლაპარაკებით ცდილობდნენ ეპოვათ გამოსავალი და გადარჩენა ქვეყნისა. ვფიქრობთ, ყურადსაღებია, ჩვენი დიდი მეფის თეიმურაზ II-ის ბრძნული პოლიტიკის გათვალისწინება, რომელმაც სპარსეთთან ვასალურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა (იმდროისთვის არც თუ ისე ცუდი განწყობით საქართველოსადმი) რუსეთთან ურთი-ერთობით დააბალანსა. ძნელია ისტორიის განსჯა. ქართული პო-ლიტიკა, მცირე გამონაკლისის გარდა, ყოველთვის იყო ბოროტებათა შორის ნაკლებ დამაზიანებელი მტრის არჩევანში. ჩვენი მიზანია, ქვეყნის საკეთილდღეოთ გავაკეთოთ ეს არჩევანი. ისიც ფაქტია, რომ სულიერი აღორძინების დროს ერი ძლიერად იდგა ქვეყნის სადა-რაჯოზე, მრავალი მტრის გარემოცვაში ახერხებდა თავისი რწმენის, კულტურის, იდენტურობის შენარჩუნებას.
თუ ძლიერი ქვეყნები, თავიანთ სასარგებლოდ, ხელსაყრელად იყენებდნენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, იქნებ ჩვენც ვიფიქ-როთ ამაზე. გავაანალიზოთ, ჭკვიანური გადაწყვეტილებები მი-ვიღოთ. წინასწარმეტყველებების გათვალისწინებით კონკრეტულ ვი-თარებაში გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომლითაც გადავარჩენთ სამ-შობლოს.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
1ანდრია კესარია-კაბადუკიელი. თარგმანება იოანეს გამოცხა-დებისა. (თავი 20. გვ. 68).
2დურნოვო. ბედი ქართული ეკლესიისა.