Xareba.net-ის რელიგიური შეფასება
ნიშანდობლივია, რომ თავიანთი სამშობლოსადმი მეტად და მეტად „პატრიოტული" და „იმპერიული" გრძნობები ახასიათებს არა მხო-ლოდ თანამედროვე რუსებს, არამედ წინა თაობების საკმაოდ ჭკვიან წარმომადგენლებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით მართლმა-დიდებელ წმინდანებსაც კი. ზოგიერთი წმინდანის წერილებში ნათ-ლად ვლინდება იმპერიალისტური სული: ბოლო ჟამს რუსეთი გაძლიერდება და შეუდგება თავისი მისიის შესრულებას. ეს თურმე ნიშნავს იმას, რომ მთელ აღმოსავლეთსა და ევროპას გაათა-ვისუფლებს რუსეთი ერეტიკოსებისაგან და დადგება დრო, როდესაც კონსტანტინოპოლი (ახლანდელი სტამბოლი) და შემდეგ იერუსა-ლიმი მის შემადგენლობაში აღდგეს.
ამრიგად: იმპერიალისტური სულისკვეთების გამოვლენა რუსეთის საუკეთესო წარმომადგენლებსაც ახასიათებს. შეგვიძლია ჩამოვთ-ვალოთ ისინი: რუსეთის უდიდესი წმინდანები, ეკლესიის მასწავ-ლებლები: ღირსი სერაფიმე საროველი, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, წმ. თეოფანე დაყუდებული და მრავალი სხვა მამა; გამოჩენილი მწერ-ლები: ფ. დოსტოევსკი, მ. ბულგაკოვი, თ. ტიუტჩევი... ფილო-სოფოსები: ვლ. სოლოვიოვი, ნ. ბერდიაევი, ფლორენსკი ლეონტიევი და მრავალი სხვა თავიანთ თხზულებებსა თუ წერილებში მკაფიოდ აცხადებდნენ, რომ ბოლო ჟამს რუსეთის მართლმადიდებელი იმპერია მთელ აღმოსავლეთს დაიპყრობს კონსტანტინოპოლისა და იერუსა-ლიმის ჩათვლით.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ იდეას, გარკვეული დასაყრდენი გააჩნია ბერძნულ წყაროებშიც. იქ სადაც არა ერთი წინასწარ-მეტყველება არსებობს რუსთა მიერ კონსტანტინოპოლის (ქ. სტამ-ბოლის) აღების შესახებ. გარდა ამისა, საფუძვლიანი ვარაუდია, რომ ეზეკიელის წინასწარმეტყველება გოგსა და მაგოგში სწორედ რუსეთს გულისხმობს. ამაზე წმ. ანდრია კესარიელის აპოკალიფსის განმარ-ტებაში პირდაპირ არის საუბარი.
ამდენად, რუსეთის სრულიად აღმოსავლეთის იმპერიის იდეა მთლად უნიადაგო რუსული ახირება არ გახლავთ. ჩვენთვის ადამი-ანურად გასაგებია, რომ რუს ხალხს შინაგანად სიამოვნებს რუსეთის იმპერიის გაძლიერების იდეა, მით უფრო, რომ ამ თეზისს გარკვეული რელიგიური მხარდაჭერაც გააჩნია, მაგრამ აბსოლუტურად გაუგება-რია, რატომ აიგივებენ რუსეთს ეზეკიელის წინასწარმეტყველებასთან. იქ ხომ არაორაზროვნად ბოროტ ძალაზეა საუბარი. თუმცა, მოდით თავად რუსეთის საუკეთესო წარმომადგენლებს მოვუსმინოთ.
ღისრი მამა სერაფიმე საროველი ერთ-ერთ წერილში ამბობს: „ამა ქვეყნის აღსასრულის ჟამს რუსეთი ერთ დიდ ზღვად შეერწყმის დანარჩენ სლავურ ტომებსა და მიწებს. ის შეადგენს ხალხთა ერთიან უზარმაზარ ოკეანეს, რომლის შესახებაც ოდითგანვე გვაუწყა უფალმა წმინდანთა ბაგეებით: მრისხანე და უძლეველი სამეფო ყოველთა რუსთა და სლავთა-გოგი და მაგოგისა, რომლის წინაშე ყველა ერი შეძრწუნდება". ყოველივე ეს, როგორც ორჯერ ორი ოთხი, უცილობ-რივ აღსრულდება. რუსეთისა და სხვა ძალების ერთობლიობით კონსტანტინოპოლი და იერუსალიმი დაიძლევა. თურქეთის მეტი წილი გაყოფის ჟამს თითქმის მთლიანად რუსეთს დაექვემდე-ბარება".1*
უფრო მკაფიოდ განმარტავს ამ მოსაზრებას მეორე დიდი რუსი წმინდანი ეგნატე ბრიანჩანინოვი. იგი წერს: „დღეს თუ ხვალ, რუ-სეთმა უთუოდ უნდა აზღვევინოს ევროპას. ადამიანთა ძალისხმევას არ ძალუძს ღვთის განგებულების გაუქმება და შეცვლა. რუსეთს უდიდესი მისია აკისრია. ის გაბატონდება მთელ სამყაროზე. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მისი ხალხის რაოდენობა შეესაბამება თავისი ტერიტორიის სივრცეს. რუსეთში ხალხის რიცხვი ყოველწლიურად მილიონამდე იზრდება. მან უნდა შეაბიჯოს შემდეგ ასწლეულში (მეოცე საუკუნეში) 100 მილიონიანი მოსახლეობით. (ამჯერად რუსეთის მოსახლეობა 150 მილიონია-ავტ.). შურიანი მტრის თავ-დასხმები გვაიძულებს განვავითაროთ ძალები და გავიზიაროთ ჩვენი მდგომარეობა. ყოველივე ეს უზარმაზარ შრომას, გმირობასა და თავდადებას მოითხოვს. მაგრამ რას გახდები, როდესაც მისკენ მივყავართ ამოუცნობ განგებულებას... წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნის 38-ე და 39-ე თავებში აღწერილია ძლევამოსილება, მრავალ-რიცხოვნება ჩრდილოელი ხალხისა, რომლებსაც როსები ეწოდებათ. ამ ხალხმა ბოლო ჟამს უნდა მიაღწიოს უზარმაზარ განვითარებას და დააგვირგვინოს კაცობრიობის მოგზაურობის ისტორია დედამიწაზე. ეზეკიელის წინასწარმეტყველების ხსენებულ თავებზე მითითებას ვპოულობთ აპოკალიფსის მეოცე თავში. ამ ჯარის მრავალრიცხოვნება ზღვის ქვიშასთანაა შედარებული. მეშვიდე საუკუნის წმინდა მამა ანდრია კესარიელი აპოკალიფსის მეოცე თავის განმარტებისას შენიშნავს თანხმობას ეზეკიელის წინასწარმეტყველებასთან. „არსე-ბობს ჩრდილოეთით ხალხი, ღვთის ხელით დაფარული სხვა ხალხებისაგან, ყველაზე ხალხმრავალი და მებრძოლი ხალხი. ბოლო ჟამს ის უეცრად გაიხსნება და სძლევს სხვა ხალხებს". ჭეშმარიტად! ევროპამ რუსეთი ამერიკის შემდეგ აღმოაჩინა პეტრე I-ს დროიდან... რა სწრაფად ვითარდება მოვლენები... მტრები გააღვიძებენ, შეძრავენ რუსეთს, უნებლიეთ გამოიწვევენ მასში ძალების განვითარებას, მაგრამ ვერ დაამცირებენ რუსეთს: ისინი აღამაღლებენ მას. ასეთია მასზე განგებულება"2. წმ. ეგნატეს ამ წერილს კიდევ დავუბრუნ-დებით. მანამდე სხვა მამებსა და მორალისტებსაც მოვუსმინოთ...
წმ. თეოფანე დაყუდებულის წერილებში ვკითხულობთ: „ჩვენ აუ-ცილებლად უნდა ავიღოთ ბოსფორის სრუტე შავი ზღვის მხრიდან, თორემ ყველა არამზადას სურს შემოიჭრას თავისი ხომალდებით და ღრღნას ჩვენი საზღვრები"3.
„სასურველია ომი უკეთ წარიმართოს... გუშინ გავიგეთ, პლევნა, როგორც იქნა, ავიღეთ, რომ დაიღუპა 30 ათასი თურქი. შესაძლოა ეს მწყობრიდან გამოსულთა საერთო რიცხვია, მაგრამ მაინც ძალიან მანუგეშებელი მოვლენაა. ერთი რაზმიც რომ გავანადგუროთ, შემდეგ უკვე აღარ შევჩერდებით. ერთი-ორი დღეც და აიასოფია ჩვენია".4
„ათონელები (იგულისხმება პანტელეიმონის რუსული მონასტერი-ავტ.) დაიფარე უფალო! საცოდაობა იქნება, ყველაფერი ბერძნებმა რომ იგდონ ხელთ და ყველაფერს დაეუფლონ. გამარჯვების შედეგად უნდა ავიღოთ ნახევარი ათონი რუსებისთვის, ნახევარი ბულგარელების-თვის, ხოლო ბერძნებმა გვიყურონ".5
„რა ხდება, ომობთ თუ შერიგებას აპირებთ?! მე საბრძოლო განწყობა მაქვს! ინგლისელები და ავსტრიელები გვაცემინა... ვწუხვარ, რომ არ ვარ ბოვა კოროლევიჩი. პირველი ბიკონსფილდელი უნდა ათრიო ლონდონის თავზე... ყველას მიეზღვება რუსეთის სიძულვილის გამო".6
მამა პავლე ფლორენსკი (1922) მიტროპოლიტ ანტონის (ხროპო-ვიცკი) წერს: „ჩვენ (რუსები) მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ ზნეობრივ კმაყოფილებას, როცა გავიმარჯვებთ, როცა მოციქულთასწორი კონს-ტანტინეს სახელობის წმიდა ქალაქი და პირველიერარქის კათედრა აღდგება თავისი მნიშვნელობით, მართლმადიდებელი სარწმუნოების მანათობელი. ის გააერთიანებს სლავურ ჩრდილოეთს, ელინურ სამ-ხრეთს, სირია-არაბულ და ქართულ აღმოსავლეთს. ასევე, დავი-ბრუნებთ რუსულ განხეთქილებებს, ავსტრიელ უნიატებს და აღმო-სავლეთის ერეტიკოსმონოფიზიტებს... თუ ეს განხორციელდება, ათეულ წელიწადში მთელი პალესტინა და სირია ვლადიმირისა და ხარკოვის გუბერნიად გადაიქცევა... მოსკოვის სამეფო მესამე რომი გახდება, ხოლო მეოთხე რომი-არ იქნების".7
ფ. დოსტოევსკი თავის დღიურებში ბევრს საუბრობს ამ საკითხებზე: „კონსტანტინოპოლი ბერძნებმა ვერ უნდა დაიბრუნონ... არ უნდა დავუთმოთ მათ დედამიწის ეს უმნიშვნელოვანესი ადგილი... ჩვენ, რუსები, ნამდვილად საჭირონი ვართ მთელი აღმოსავლეთის ქრის-ტიანების, მართლმადიდებლობისა და გაერთიანებისათვის დედამი-წაზე".8
რუსი მორალისტი კ. ლეონტიევი საუბრობს აღმოსავლეთში ერთი მეფის თაობაზე, რუსების მიერ კონსტანტინოპოლის აღებაზე: „კვანძი იქ არის, ეს-მიზანია, სხვა ყველაფერი საშუალებები". (1912 წ.)9
რუსი ფილოსოფოსი და თეოლოგი სერგეი ბულგაკოვი თავის დღიურებში იმავე პათოსით საუბრობს: „დადგება ჟამი, რომელსაც ელოდა ძველი რუსეთი ოცნებებში-„მესამე რომი", კონსტანტინო-პოლი-დედაქალაქი მართლმადიდებლური სამეფოსი. გვიახლოვდება დრო, რომლის შესახებაც გვიანდერძა დოსტოევსკიმ, რომ „ადრე თუ გვიან, კონსტანტინოპოლი ჩვენი იქნება"... მომწიფდა მსოფლიო ისტორიული მოვლენები, რომლებშიც რუსებმა ყველაზე მნიშვნელო-ვანი როლი უნდა შეასრულონ". (1918 წ.)10
რუსი საზოგადო მოღვაწეებისა და სასულიერო პირების თხზუ-ლებებიდან მსგავსი პათოსის ამონარიდები, გვერწმუნეთ, ლამის დაუსრულებლივ შეიძლება მოვიყვანოთ. მაგრამ, მოდით, შეპირებულ ბერძნულ წყაროებსაც გადავხედოთ.
ბოლო დროის გამოჩენილმა მოღვაწემ, ბერმა იოსებ ვატოპედელმა ბერძნულ წყაროებში არსებულ წინასწარმეტყველებებს ერთ კრებულ-ში მოუყარა თავი. მასში პირდაპირ არის ნათქვამი ღიათმისფერი ხალხის მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და აღმოსავლეთში ერთიანი მართლმადიდებლური სამეფოს შექმნის შესახებ.
მამა იოსებმა თავის ნაშრომში დეტალურად განიხილა კონსტანტინე დიდის საფლავის ქვის, წმ. ანდრია სალოსის, ათონის მთის კუტ-ლუმაშის ხელნაწერის, მღვდელმოწამე კოსმა იტალიელის, წმ. მეთო-დი პატარელის, პატრიარქ ტარასი კონსტანტინოპოლელის, იმპერა-ტორ ლევ ბრძენის წინასწარმეტყველებები, სადაც ხაზგასმით არის საუბარი აღნიშნულ საკითხებზე.11
კონსტანტინე დიდის საფლავის ქვის წარწერა, სავარაუდოდ, კონ-სტანტინე დიდის ძის კონსტანტი II მმართველობის დროს გაჩნდა. პირველი კომენტარი მის შესახებ გრიგორი სქოლარიმ, კონსტანტი-ნოპოლის მომავალმა პატრიარქმა გააკეთა. გთავაზობთ ამ ტექსტის თემატურად ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთებს:
„ინდიქტიონს პირველ წლებში ისმაელის სახელმწიფო, რომელსაც ეწოდება მუჰამედი, დაამარცხებს პალეოლოგების (ბიზანტიის იმპე-რატორების-ავტ.) დინასტიას, დაეუფლება შვიდბორცვას (Семихол-мие. იგულისხმება კონსტანტინოპოლი, დღევანდელი სტამბოლი-ავტ.), გაბატონდება, იქ მრავალ ხალხს დაღუპავს... გააცამტვერებს კუნძულებს ევქსინისპონტომდე. ბოლო ჟამს ქერათმიანი ხალხი (Светло-волосый род) მხარდამჭერებთან ერთად დაამარცხებს ისმაელს (ანუ თურქეთს) და შვიდბორცვას დაეუფლება. მაშინ დაიწყება დიდი შეტაკება მეხუთე საათამდე და ზეციდან გაისმის სამგზის ხმა: „შეჩერდით, შეჩერდით შიშით! იჩქარეთ სხვა ქვეყნისაკენ, იქ იპოვით ჭეშმარიტად საოცარ და ძლიერ ჭაბუკს. ის იქნება თქვენი მბრძა-ნებელი, ვინაიდან ის სათნოა ჩემთვის, და მისი მიღებით, შეას-რულებთ ჩემს ნებას."
ბერი იოსებ ვატოპედელი ტექსტის განმარტებისას ამბობს: „კონს-ტანტინოპოლის აღება უცხოტომელების (ქერათმიანი ხალხი) მიერ იოლად მოხდება, მაგრამ ქალაქის აღების შემდეგ გამარჯვებულები შეებრძოლებიან მოწინააღმდეგე ბანაკს, რომელიც გარკვეულ პრივი-ლეგიებს მოითხოვს იქ, ვინაიდან ეს ომი უკვე იქნება არა ქრის-ტიანულ-მუსლიმანური, არამედ ზეგადსაკაცობრიო ხასიათისა. ამი-ტომაც არის საუბარი ხალხთაშორის საყოველთაო ბრძოლაზე.
ზებუნებრივი ჩარევა ღვთის მოწყალების ნიშანი გახლავთ. სასწა-ულებრივად შეწყვეტილი ომით ღმერთი მიგვითითებს, სად ვიპო-ვოთ ჭეშმარიტი რჩეული და ხელმძღვანელი, რომელიც ღვთის შეწევნით მოიტანს მშვიდობას და საყოველთაო წესრიგს".12
ასეთივე აზრია გამოთქმული ზემოთ მოყვანილ წინასწარმეტყვე-ლებებშიც, რომლის ტექსტები სრულად აქვს შეკრებილ-გამოცემული მამა იოსებ ვატოპედელს.
რუსი მორალისტები ამ ტექსტების განმარტებისას ქერათმიან ხალ-ხში ერთმნიშვნელოვნად რუსებს მოიაზრებენ, ხოლო ძლიერ და მშვენიერ კაცში-რუს ხელმწიფეს, რომელიც მთელი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის მეფე იქნება.
ბერი პაისი ათონელი, როგორც ჩანს, ამ წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით, ამბობს: „რუსები დაეუფლებიან თურქეთს. თურქეთი საერთოდ გაქრება რუკიდან, იმიტომ რომ მესამედი თურქებისა გაქ-რისტიანდება, მესამედი დაიღუპება და მესამედი მესოპოტამიისკენ გაეშურება... კონსტანტინოპოლში დიდი ომი იქნება რუსებსა და ევროპელებს შორის და ბევრი სისხლი დაიღვრება. საბერძნეთს ამ ომში არ ექნება წამყვანი როლი, მაგრამ მას გადასცემენ კონსტან-ტინოპოლს არა იმიტომ, რომ რუსები კეთილგანწყობილნი იქნებიან ბერძნებისადმი, არამედ იმიტომ, რომ არ დარჩებათ სხვა გამოსა-ვალი".13
ამრიგად, რუსული იმპერიის გაძლიერების თეორიას გარკვეული რელიგიური საფუძვლები მოეპოვება. ერთი შეხედვით, რატომაც არა, როგორი ღვთივსათნო მოწოდებაა: ბოლო ჟამს რუსეთი დადგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე! როგორც ვხედავთ, რუსეთის მისიით ხარობენ მეცხრამეტე საუკუნის წმინდანები, ხარობენ თანა-მედროვე რუსი მოძღვრები და პოლიტოლოგები. მაგრამ, მოდით, დავუბრუნდეთ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის წერილს. ნუთუ ასეთი სათნო და მშვენიერი მოვლენაა ეს ღვთის თვალში?!
Xareba.net - ის რედაქცია
1Преп. Серафим Саровский. 1825-32 гг.
*ეჭვი არსებობს, რომ წმ. სერაფიმეს არ ეკუთვნის ეს ტექსტი, მაგრამ ყურადსაღებია თავად ფაქტი: თანამედროვე მართლ-მადიდებელ რუს პატრიოტებს მოსწონთ ეს წინასწარ-მეტყველება. მას ხშირად იმეორებენ ხან იქ, ხან აქ.
2Из писем св. Игнатия (Брянчанинова) к Н. Муравьеву-Карс-кому. Письмо 29ю 14 Мая 1863. Год.).
3Письмо 1113. 27 Мая. 1877. გვ. 101. Письма Св. Феофан Зат-ворник.
4იქვე. Письмо 1115. გვ. 105.
5იქვე. Письмо 1117.გვ. 106.
6იქვე. Письмо 1121.1878 წ. გვ. 111.
7Арх. Антоний (Хроповицкий). Чей должен быть Констан-тинопол? გვ. 6-12. Таганрок. 1976.
8Достоевский. Ф. М. Россия перед вторым Пришествием. 1998. გვ. 256.
9იქვე. გვ. 256.
10იქვე. გვ. 260.
11О Кончине века и Антихристе. Старец Иосиф Вотопедский. М. 2007. გვ. 53-60.
12იქვე. გვ. 62.
13Россия перед вторым пришествием. Т2. М. 1998. გვ. 549.