რუსეთის ირგვლივ განვითარებულმა მოქმედებებმა მრავალი მა-რთლმადიდებელი ქრისტიანი (ჩვენშიც და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც) განაწყო საიმისოდ, რომ სერიოზულად დაფიქრებულიყო არსებულ ვითარებაში, გადაეკითხა შეფასებები და წინასწარმეტ-ყველებებიც კი სხვადასხვა დროსა და ეპოქაში ამ საკითხებთან მი-მართებით გაკეთებული. მოქმედებებში, ბუნებრივია, ვგულისხმობთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ნაწილის ოკუპაციას, ყირიმის ნახევარკუნძულის მყისიერ მითვისებას, ბოლო დროს თურქეთთან გამწვავებულ მოვლენებს და მისთ.
წინასწარმეტყველებებს რაც შეეხება: უნდა განვასხვაოთ ბიბლიური წინასწარმეტყველება (რომელიც უთუოდ აღსრულდება) ცალკეული წმინდანებისა და მოღვაწეების წინასწარმეტყველებებისაგან, რომლე-ბშიც შესაძლოა არც აღსრულდეს და დარჩეს კერძო აზრად. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ცალსახად იკვეთება: მათში ბოლოჟამინ-დელი იმპერიის გაძლიერება და გაფართოებაა განჭვრეტილი. ამ განჭვრეტას ზუსტად ესადაგება დღესდღეობით რუს ხალხში არსე-ბული განწყობა-დაიბრუნონ პოსტსაბჭოთა სივრცე და კიდევ უფრო გაშალონ ფრთები.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთთან მიმართებაში გაკეთე-ბული შეფასებით არ გვსურს დავტოვოთ შთაბეჭდილება, რომ რუსე-თი ცალსახად ნეგატიური მხარეა, ხოლო დასავლეთი-დადებითი. გარკვეულ საკითხებში საპირისპირო შეფასების გაკეთებაც შეიძლება, რაზეც მრავლად გვისაუბრია ჩვენს გამოცემებში. ჩვენი წერილის მიზანია, კარგად გავიაზროთ ქართველებმა; რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა; რეალურად რა პროცესები ვითარდება; როგორ მოვიქცეთ აღნიშნულ სიტუაციაში; ქვემოთ მითითებული შეფასე-ბებისა თუ წინასწარმეტყველებების გაანალიზებით ბრძნული გადაწ-ყვეტილება მივიღოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.
ამდენად, ვითარებიდან გამომდინარე, რეალურად გვაინტერესებს, რა შინაგანი მოტივები, იდეები, შეხედულებები ამოძრავებს რუსეთს. ერთი მართლმადიდებელი მღვდელი ანდრეი გორბუნოვი აქვეყნებს სტატიას ასეთი სათაურით: „ომი ჩვენს დროში აუცილებელია" („Война в наше время необходима"). ავტორი ამბობს: „მსოფლიოს წინაშე რუსეთის აგრესორად წარმოჩენა გვაძლევს საბაბს ვისაუბროთ მა-რთლმადიდებლური წინასწარმეტყველებების აღსრულების მოახ-ლოებაზე".1 იქვე ვკითხულობთ ცნობილი ფილოსოფოსის ა. დუგინის შეფასებას 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შესახებ და აქ საქართველო აგრესორადაა წარმოჩენილი, თავად ომი კი მესამე მსოფლიო ომადაა კვალიფიცირებული. ა. დუგინი წერს: რუსეთი არნახული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ფაქტობრივად აშშ-მ ომი გამოგვიცხადა. იქვე ვპოულობთ წინასწარმეტყველების მითითებას, რომლის თანახმად „ომი პატარა სახელმწიფოდან უნდა დაიწყოს". ამ თვალსაზრისით საინტერესოა ტ. გრაჩევას წერილიც „Святая Русь против невидимой Хазарии", სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული რუსული იმპერიალისტური ხედვა. გთავაზობთ ამ სტატიის ძირითად შინაარსს:
„საბჭოთა კავშირი დაინგრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არ ჰქონდა რწმენა, ჭეშმარიტი სარწმუნოება, ხოლო ახალი რუსეთის სიძლიერე მართლმადიდებლობაში განმტკიცებამ უნდა განაპირობოს, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს ახლა საქმე. რუსეთი ნელნელა ძლიერდება და იგი თავისი ისტორიული მისიის შესრულებას უნდა შეუდგეს. სწორედ რუსეთის იმპერიის ძველი დიდებით აღდგენაა (მათი აზრით-ავტ.) ნაციონალური, სულიერი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების მიზანი.
მსოფლიოში არსებობს ორი მეტაფიზიკური იმპერია,-განაგრძობს ტ. გრაჩევა, - ერთი რუსეთი, ხოლო მეორე ხაზარები* (ანუ ა.შ.შ. და დასავლეთ ევროპის ქვეყნები); ყველა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სულიერი საკითხი ამ ორი იმპერიის ირგვლივ იყრის თავს. თითოეული ქვეყანა ერთ, ან მეორე იმპერიას ირჩევს. ეს ეხება, რო-გორც ქრისტიანულ, ასევე არაქრისტიანულ ქვეყნებსაც. „ხაზარები", რუსი ავტორის აზრით, ანტიქრისტიანული იმპერიაა, ხოლო რუსეთი-მართლმადიდებლური...
აქვე ვკითხულობთ: რუსეთს შემუშავებული აქვს მინიმალური და მაქსიმალური სტრატეგია. პირველი გულისხმობს სახელმწიფოს შიდა მოწყობას, ხოლო მეორე სტრატეგია მიზნად ისახავს ტერიტორიული საზღვრებიდან გამოსვლას და რუსული იმპერიის დაცვის ზონების შექმნას. ამ სტრატეგიით აპირებენ „ხაზარებისაგან" სხვა ერების განთავისუფლებას. იმისათვის, რომ სოფლიოში შეიქმნას ძლიერი წინააღმდეგობრივი ძალა, რუსეთი უნდა გახდეს იმპერია, სხვა გზა მას არ გააჩნია... ქალბატონი გრაჩევა განაგრძობს: „რუსეთი ღვთისაგან მოწოდებულია აწარმოოს სისხლიანი ომი მსოფლიო ებრაელი ხე-ლისუფალის წინააღმდეგ, ამაშია მისი განსაკუთრებული მისია ბოლო ჟამს! ხედავთ, რითი დასრულდა საქართველოს მცდელობა ომით დაებრუნებინა თავისი ისტორიული მიწები. ეს არის წინასახე მო-მავალი ომებისა, რომელიც ხაზარეთმა წმიდა რუსეთის წინააღმდეგ უნდა აწარმოოს... ქართული ტერიტორიების რუსული თვითფრინავე-ბით დაბომბვა და რუსი ჯარისკაცების მიერ ქართველი მოსახლეობის ძარცვა-რუსული იმპერიული სულისა და შეგნების აღორძინების გა-მოვლენაა... ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, „ხაზარების" ბრალია".2
ამრიგად, რუსეთის ფენომენის ამოცნობა მხოლოდ მათი სულიერი ხედვის გათვალისწინებითა და გაანალიზებით არის შესაძლებელი. ამ კუთხით ყურადსაღებია ბ-ნ. მაკკეინის განცხადება: „რუსეთის საფ-რთხე იმპერიისადმი ნოსტალგიაში მდგომარეობს. ნათელია, რუსეთის მიზანი-ძველი რუსული იმპერიის, არა საბჭოთა კავშირის, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენა".3
Xareba.net - ის რედაქცია
1Свят. Андрей Горбунов. Война в наше время необходима.
*ხაზარები - ისტ. ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხი, რომ-ლებმაც VI-X საუკუნეებში შექმნა ძლიერი სახელმწიფო დონიდან აზოვის ზღვამდე. ხაზარები შევიდნენ იმ დრომდე შეუვალ ადგი-ლებში კავკასიის მთისა (ილია).
2Т. Грачева. Святая Русь против невидимой Хазарии. (Русская Лы-ния).
3Бен Смит. Долгая война Маккейна против России. (Politico. 12.8.08).