xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ლოთობის წინააღმდეგ
ლოთობის წინააღმდეგ
17-08-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ლოთობის წინააღმდეგ

 

წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა ლოთობის დამღუპველობის შესახებ

 

   ყველამ იცის რაოდენ დამღუპველია ლოთობა და რაოდენ საში-ნელია ლოთების ყოფა. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ იმ საშინელე-ბასთან შედარებით, რასაც ისინი სულიერად განიცდიან, ყოფითი მდგომარეობა არაფერია. ამის ცოდნა, ყველას თუ არა, თავად ლოთებს მაინც ესაჭიროებათ, ვინაიდან ეცოდინებათ, თუ რა წუმპესა და ბოროტების წყვდიადში ითრევთ მათ ეს სენი, როგორ იღუპავენ სულს. ამიტომ გვსურს, დღეს წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა შემოგთავაზოთ, იქნებ გონზე მოვიდნენ ლოთობის ვნებით შეპყ-რობილნი. ღმერთმა ქნას, სინანულში ჩავარდნენ და საშინელი სამს-ჯავრო თავიდან აიცილონ.

   ყოველთა მოძღვარი, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „უბედუ-რებაა, საყვარელნო, ლოთობა, იგი უგრძნობად აქცევს ადამიანს, აზ-როვნებას აკარგვინებს. ისეთ გონიერ ადამიანს, რომელსაც სხვების მართვა ძალუძს, მკვდარივით მიწას ანარცხებს და მიცვალებულზე უარესს ხდის. მიცვალებულს არც ცუდის გაკეთება შეუძლია და არც კარგის, მკვდარი ბოროტებას არ გაგიკეთებს, მთვრალი კი მუდმივად ბოროტებისაკენ მიისწრაფვის და ყველას - ცოლს, შვილს, ყველა მის გარშემო მყოფს, სირცხვილით თავს ჭრის. მეგობრებს რცხვენიათ მისი. მტრები დასცინიან, ღორსა და პირუტყვს უწოდებენ და ამაზე მეტი უბედურება რა უნდა ეწიოს ადამიანს? სიმთვრალე სატანაზე მეტად ბინდავს გონებას, როგორც კი ადამიანს შეიპყრობს, ართმევს თანაგრძნობის უნარს. შეშლილის დანახვისას დარდი გვიპყრობს, გვეცოდება და ვუთანაგრძნობთ, მთვრალის დანახვისასა კი - პირი-ქით, ვბრაზობთ და ვმრისხანებთ მასზე, უწმინდურებისათვის ვწყევ-ლით. რატომ? იმიტომ, რომ შეშლილი უნებურად გიკეთებს ბოროტს და შეწყალების ღისრია, ხოლო ლოთმა, რაც არ უნდა გააკეთოს, არაფერი ეპატიება, იმიტომ რომ თავისი ნებით ჩავარდა ცოდვაში, თავისი ნებით დაემორჩილა ბოროტს, თავისი სურვილით იტანჯება. ამგვარი კაცი კარგავს მეგობრებს, სახელს, სინდისს, ჯანმრთელობას და იტანჯება მთელი ცხოვრება. მაგრამ ენით უთქმელი ტანჯვა საიქიო ცხოვრებაში ელოდება, ვინაიდან ლოთები ზეციურ სასუფე-ველს ვერ დაიმკვიდრებენ.

   ხედავთ თრობის მოყვარულნო, სადამდე მიხვედით თქვენი ლოთ-ობით. ადამიანიდან, რომელიც უფალმა თავის სახედ შექმნა და დაუ-მორჩილა ყველაფერი ამქვეყნიური, იქეცით ცხოველებად, პირუტყვე-ბად. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ყველას რცხვენია მთვრალ კაცთან ურთიერთობა, ყველა დასცინის მას და არავის სურს მათი შენდობა, რადგან ამას არ იმსახურებენ. სასმელის გულისთვის მეგობრების სიყვარულს კარგავენ, სინდისს, ჯანმრთელობას და თა-ვად სამუდამო სასუფეველსაც კი თმობენ, ამაზე საშინელი რა უნდა იყოს? ამქვეყნად შერცხვენა, საიქიოს კი სამუდამო სატანჯველი. თან რა მოხდება მაშინ, თუკი ლოთებს უეცრად ეწვევათ სიკვდილი, რა პირით წარსდგებიან უფლის სამსჯავროს წინაშე, რა პასუხს გასცემენ, რას იტყვიან თავის გასამართლებლად? ჰოი, ერჩივნათ საერთოდ არ დაბადებულიყვნენ".

   ამიტომ, გამოფხიზლდით, ვიდრე დრო გაქვთ, სძლიეთ საკუთარ თავს, მთელი სულიერი ძალებით შემუსრეთ დამღუპველი ვნება. უდავოა, ეს დამღუპველი საქმეა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ უფლის მოწყალება უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ძალა. მხურ-ვალედ ევედრეთ მას და მოუხმეთ, როგორც დაუმარცხებელ იარაღს საშინელი ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად. უფალი მოწყალეა და თუკი თქვენ აღიჭურვებით დიდი სურვილით - დაამარცხოთ ეს საშინელი ვნება, იგი აუცილებლად დაინახავს ამ სურვილს და შე-გეწევათ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine