სიტყვა მონასტრულ ცხოვრებასა და ეპიტიმიის შესახებ
მიცვალებულთათვის კითხულობენ შენდობის ლოცვას. რა სარგე-ბელი მოაქვს ძმებო გარდაცვლილთა სულებისათვის ასეთ ლოცვას? რა თქმა უნდა, სიკეთე. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ არც წაიკით-ხავდნენ. მაგრამ, მეორე მხრივ, მისი სიკეთის დამტკიცება იმითაც შეგვიძლია, რომ საიქიოს მცხოვრებლები თავად გვიდასტურებენ ამ ლოცვის კეთილმოქმედების შესახებ.
პრესვიტერი პეტრე წმინდა გრიგორის შესახებ რომის პაპს შემდეგს უამბობდა: წმინდა გრიგოლმა ოდესღაც დიდებული მონასტერი დაა-არსა და იღუმენს უანდერძა, შემდეგი წესი დაეცვა: არცერთ ძმათა-განს სენაკში არაფერი უნდა ჰქონოდა.
მონასტრის ერთმა მონაზონმა, თავის ძმას, რომელიც ერისკაცი იყო, სთხოვა, მისთვის კვართი ეყიდა. საერომ მონაზონს სამი ოქრო მისცა და უთხრა: „თავად იყიდე, რომელიც გინდა". ბერმა ოქრო გამოართვა და შეინახა. ეს ყველაფერი მეორე ბერმა დაინახა და მონასტრის იღუმენს მოახსენა, იღუმენმა კი პატრიარქს. ბერი, რომელიც ოქროს ინახავდა, ზიარებიდან დააყენეს და მალე გარდაიცვალა. წმინდა გრიგოლმა ამის შესახებ შეიტყო და საშინლად დამწუხრდა, ვინაიდან ვერ შეძლო, სიცოცხლეში აეხსნა მისთვის დადებული ეპიტიმია. წმინდანს სურდა, რაღაცით მაინც დახმარებოდა მიცვალებულს და ქარტიაზე დაწერა ლოცვა, რათა ამგვარად მოეხსნა მისთვის სასჯელი. ქარტია მთავარდიაკონს უბოძა და უბრძანა მიცვალებულის განსასვე-ნებელთან წაეკითხა. მთავარდიაკონი განსასვენებელთან მივიდა და წაიკითხა შენდობის ლოცვა. იმავე ღამეს მონასტრის იღუმენმა იხილა გარდაცვლილი ძმა და გაოცებულმა ჰკითხა:
-შენ ხომ მოკვდი?
-დიახ, - უპასუხა განსვენებულმა.
იღუმენმა უთხრა:
-აქამდე სად იყავი?
-გუშინდლამდე წყვდიადში ვიჯექი, მაგრამ 9 საათის შემდეგ გამა-თავისუფლეს.
როდესაც იღუმენმა ამ ხილვის შესახებ ყველას უამბო, აღმოჩნდა, რომ განსვენებულის სული სწორედ იმ დროს განთავისუფლდა დილეგიდან, რომელ საათზედაც მთავარდიაკონმა შენდობის ლოცვა წაუკითხა. ამრიგად, შენდობის ლოცვა ფრიად სასარგებლოა გარდა-ცვლილთა სულებისათვის. ამაში ეჭვი აღარ უნდა შეგვეპაროს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, ძმებო, რომ იგი ჩვენთვის, ცოცხლებისთვისაც სასარგებლოა; იგი გვმოძღვრავს და გვაჩვენებს, რომ კანონიერად ხელ-დასხმულ მღვდელს ცოდევების მიტევება შეუძლია. მას შეუძლია, არა მხოლოდ ზოგიერთი ცოდვის წარხოცვა, არამედ ყოველგვარის.
შენდობის ლოცვაში, რომელსაც სასულიერო პირი გარდაცვლილის სარეცელთან წარმოსთქვამს, იგი ევედრება ღმერთს, რომ მისი - უფ-ლისაგან ხელდასხმული, მაგრამ კაცობრივად ცოდვილისა და უღირს ადამიანის - ლოცვით შეიწყალოს მიცვალებულის სული და მიუტე-ვოს ყოველი ნებსით და უნებლიეთ, სიტყვით, საქმით და ფიქრით, ცნობიერად და უმეცრებით ქმნილი ცოდვა.
რას ვიგებთ ამ ლოცვიდან? პირველ რიგში იმას, რომ მხოლოდ კანონიერად ხელდასხმულ მოძღვარს შეუძლია ცოდვათა მიტევება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენს შორის მცხოვრები მწვალებ-ლები მიტევებას ვერ ეღირსებიან. მეორე - თქვენ არასდროს უნდა უგდოთ ყური მათ დამოძღვრას, რომ ჩვენი წმინდა ეკლესია უდიდეს ცოდვილებსაც მიუტევებს და აზიარებს, მისატევებელი ლოცვიდან თქვენ გაიგეთ, რომ მღვდელს შეუძლია მიუტევოს და რაღა თქმა უნდა დასაჯოს ნებისმიერი, თუკი ეპიტიმიას იმსახურებს, გაზარდოს ან შეამციროს სასჯელის ვადა, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მღვდლის მიერ დაწესებული სასჯელის დროს ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ცოდვის მონანიებას და არა სასჯელის ზომებს. მისატევე-ბელი ლოცვა გასწავლით თქვენ: გაექცეთ მწვალებლებს, ყური არ უგ-დოთ მათ საუბარს და სრულიად დაემორჩილეთ თქვენს დედაეკ-ლესიას.
განა მართალი არ არის, ძმებო, რომ მისატევებელი ლოცვა განსვე-ნებულთა სულებს ეხმარება და იგი სიკეთის მომტანია ცოცხლებისა-თვისაც? ვფიქრობთ, რომ ამაში ყველა დამეთანხმებით.
„სვინაქსარი". ტომი II.