xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » შეიცანი ჟამი » ცოდვამოუნანიებლებს მოწყალებაც ვერ იხსნით
ცოდვამოუნანიებლებს მოწყალებაც ვერ იხსნით
12-08-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ცოდვამოუნანიებლებს მოწყალებაც ვერ იხსნით

 

სიტყვა მრუშზე, რომელიც მოწყალებას გასცემდა, მაგრამ მრუშობას თავს არ ანებებდა

 

   იცოდეთ, ძმებო, რომ ცოდვამოუნანიებელ გარდაცვლილებს სიცოც-ხლის მანძილზე გაღებული წყალობა სიკეთედ არ წაადგებათ. ეს შემ-დეგიდან ჩანს:

   სამეფო ქალაქში ოდესღაც ერთი ფრიად სახელოვანი და მდიდარი ადამიანი ცხოვრობდა, რომელიც უხვად იღებდა მოწყალებას ღატაკე-ბისათვის, მაგრამ მას ერთი უბედურება სჭირდა: მთელი ცხოვრება მრუშობაში გაატარა და სიბერეში ცოდვამოუნანიებელი გარდაიც-ვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ პატრიარქ გერმანეს დავა მოუ-ვიდა ეპისკოპოსებთან, როდესაც ისინი გარდაცვლილის სულის შესახებ მსჯელობდნენ. ერთნი ამბობდნენ, რომ გარდაცვლილი ცხო-ნდა, ვინაიდან მოწყალე იყო; მეორენი - პირიქით, ამტკიცებდნენ, რომ წარწყმდა, ვინაიდან ცოდვების გამო დაისჯებოდა. ამის შემდეგ პატრიარქმა მონასტრის წევრებს უბრძანა გარდაცვლილის სულისათ-ვის ელოცათ, რათა უფალს მათთვის მიცვალებულის საიქიო ხვედ-რის შესახებ ეჩვენებინა. ერთ-ერთ განშორებულ ბერს უფლისაგან ეუწყა, თუ სად იმყოფებოდა მდიდრის სული. განდეგილმა იხმო პატრიარქი და ხალხის წინაშე უთხრა:

   -ამ ღამით, ლოცვისას, მე ვიხილე ერთი ადგილი, მარჯვენა მხარეს იყო სამოთხე, ენითუთქმელი სიკეთით აღსავსე, მარცხნივ კი ცეცხ-ლოვანი ტბა, საიდანაც ამოსული ალი ღრუბლებს სწვდებოდა. სამო-თხესა და საშინელი ცეცხლის შუა იდგა გარდაცვლილის სული და ხმამაღლა მოთქვამდა, აქეთ-იქით იყურებოდა და ტიროდა. მასთან მივიდა ნათლითმოსილი ანგელოზი და უთხრა:

  -რატომ ჭმუნავ ამაოდ? აი, შენი წყალობისათვის განთავისუფლე-ბული ხარ ტანჯვისაგან, მაგრამ იმისთვის, რომ არ მოინანიე ცოდვა სიკვდილამდე, სამოთხეში ყოფნის უფლება აგეკრძალა.

   ამის გამგონე პატრიარქმა და იქ მყოფებმა შიშით შეპყრობილებმა თქვეს:

   -მართალს ამბობდა მოციქული: გაექეცით მრუშობას.

   რაღას იტყვიან ახლა ისინი, ვინც ასე მსჯელობს - თუკი ჩვენ ვმრუ-შობთ, სამაგიეროდ ჩვენს მიერ გაცემული წყალობა გვიხსნის საიქიო ტანჯვისაგან. აი, გარდაცვლილ მდიდარს წყალობის გაღებასთან ერ-თად სიწმინდეც რომ დაეცვა, შეძლებდა ეხილა უფალი, ვინაიდან წაბილწული სული უფალს ვერასდროს იხილავს. გვახსოვდეს, არანა-ირი სიკეთის მოტანა არ შეუძლია მოწყალებას, თუკი ის ბიწიერი ხელითაა და მოუნანიებელი სულით გასცემ.

   ამრიგად, ძმებო, თუკი ერთი მხრივ სიკეთეს ჩაიდენთ და მეორე მხრივ სასიკვდილოთ სცოდავთ, ეს იმის ტოლფასი იქნება, ერთი ხე-ლით შენობა ააგო და მეორე ხელით დაანგრიო. ამიტომ ნუ ვიქნებით კოჭლები ორივე ფეხით, მთელი არსებით მივუძღვნათ თავი უფალს და გვახსოვდეს, რომ სათნოებათა კიბეზე, რომელსაც ზეცამდე ავ-ყავართ, ყველა საფეხური ერთმანეთთან უწყვეტ კავშირშია. თუკი ცოდვით ჩადენილ სიკეთეს ფასს დააკარგვინებთ, თავისთავად ეკარ-გება ფასი დანარჩენებსაც და არ დაგვავიწყდეს: არავინ დასდვის ხელი სახნელსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა (ლუკ. 9,62). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine