xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » იმ სამოსს, რომელსაც ღატაკებს ვაძლევთ, თავად ქრისტე მიითვლის
იმ სამოსს, რომელსაც ღატაკებს ვაძლევთ, თავად ქრისტე მიითვლის
31-07-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

იმ სამოსს, რომელსაც ღატაკებს ვაძლევთ, თავად ქრისტე მიითვლის

 

სიტყვა თქმული პატერიკიდან ბერის შესახებ, რომელმაც საკუთარი სამოსით ღატაკი შემოსა და თავად ქრისტეს მიაგო ძღვენი

 

 

   უფალი საშინელ სამსჯავროზე მარჯვნივ მყოფებს ეტყვის:-მოვე-დით კურთხეულნო მამისა ჩემისანო (მათ. 25,34). რას ნიშნავს ეს? იმას, რომ თუ თქვენ შიშველი და უქონელი შემოსეთ, დიდ სი-კეთეს აკეთებთ და ამ სიკეთეს თავად უფალი მიითვლის. ამის შე-სახებ ეუბნება უფალი ღვთისმოსავებს: ამენ, გეტყვი თქუენ: რა-ოდენი უყავთ ერთსა ამათ მცირეთაგანსა ძმათა ჩემისათა, იგი მე მიყავით (მათ. 25,40). ამიტომ, ძმებო, ჩვენ არ უნდა დავი-ვიწყოთ ეს კეთილი საქმე, თუკი ნახევრადშიშველი ღატაკი სამოსს გვთხოვს-მიეცი და გახსოვდეს, რომ ამ ძღვენს თავად უფალი მიი-ღებს და სამაგიეროს სამმაგად მოგიზღვავს.

   ერთ მონაზონს ორი სამოსი ჰქონდა: ერთი ახალი, მეორე გაცვეთი-ლი. ერთხელ მასთან ზამთარში ღატაკი მივიდა და სთხოვა, რაიმე სამოსი მიეცა. ბერმა მისცა დაძონძილი სამოსი და უთხრა:

   -სხვა არაფერი მაქვს.

   მაგრამ ღატაკი ტირილს არ წყვეტდა და ამბობდა:

   -შემიწყალე, ვინაიდან არაფერი მაქვს შესამოსად.

   მონაზონს შეებრალა იგი, შევიდა სენაკში, გაიხადა სამოსი და მისცა ღატაკს, თავად კი ახალი ჩაიცვა. როდესაც ძველმანი მისცა, ბერი ჩა-ფიქრდა: - მე ხომ ცუდად მოვიქეცი? ჭეშმარიტი სიყვარულით არ გა-მიცია მოწყალება? ძველმანი მას მივეცი, მე კი ახალი ჩავიცვი. განა ქრისტეს სახელით არ მთხოვდა ღატაკი? მაშ, რატომ მივეცი ქრისტეს ცუდი და ჩემთვის კარგი დავიტოვე? განა ქრისტე საუკეთესო არ არის?

   ამ ფიქრების შემდეგ მან მოაბრუნა ღატაკი და უთხრა:

   -მომეცი ის ტანსაცმელი, რაც გაჩუქე, მე სხვას გიწყალობებ!

  ბერმა ღატაკს ძველი სამოსი გამოართვა და ახალი მისცა. ღატაკმა გამოართვა სამოსი, გაყიდა ქალაქში და ხელიდან ხელში გადასული ტანსაცმელი ერთმა ქალმა იყიდა. გავიდა დიდი დრო. ერთხელ ბერი ქალაქში ხელნაკეთის გასაყიდად ჩავიდა და დაინახა, რომ მის მიერ გაჩუქებული ახალი სამოსი ქალს აცვია. უკან დაბრუნებული ატირდა და თან ამბობდა:

   -ცუდი საქმე გავაკეთე, როდესაც სამოსი გავეცი - უკეთესი იყო არ მიმეცა.

   როდესაც დამწუხრებულს ჩაეძინა, სიზმრად იხილა იესო ქრისტე, გაჩუქებული ტანსაცმლით შემოსილი. უფალი შეეხო მას და უთხრა:

   -ძმაო, ძმაო!

   ბერმა თვალი გაახილა და თქვა:

   -ვინ ხარ, უფალო?

   უფალმა უპასუხა:

   -მე ვარ იესო, შემომხედე.

   ბერმა შეხედა და საკუთარ სამოსელში იხილა უფალი ღმერთი. ამ დროს სენაკს ნათელი მოეფინა და უფალმა უთხრა:

   -იცნობ ამ სამოსს?

   ბერმა უპასუხა:

   -ჰოი, უფალო, ჩემია იგი.

   იესო ქრისტემ თქვა:

   -ნუ წუხარ და ნუ ჭმუნავ, როდესაც იგი მიეცი ღატაკს, მე მივიღე.

   და გაიხარა ბერმა უფლის მოწყალების გამო.

   ამრიგად, ჭეშმარიტად გვითქვამს, ძმებო, რომ თუ ღატაკს კარგი სა-მოსით შევმოსავთ, დიდ სიკეთეს ჩავიდენთ. ამ სიკეთის მაგალითი თავად უფალი იესო ქრისტეა. ამიტომ კვლავ გიმეორებთ: არ დაგავი-წყდეთ მოწყალების გაღება. აბა, სხვანაირად როგორ იქნება, როცა თავად მდიდრული სამოსით დავდივართ, ხავერდით და აბრეშუმით ვართ შემოსილი, ძვირფასი ბეწვის ქურქი გვათბობს, სხვას კი, ჩვენს გვერდით მყოფს, არაფერი გააჩნია, ფეხშიშველი, ერთი პერანგით ძლივს იფარავს შიშველ სხეულს. როგორ არ უნდა დავეხმაროთ ასეთ უბედურებს? ანდა ბავშვებს, რომელთაც ერთი ხელი ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ? ნუთუ ასეთებს უყურადღებოდ დავტოვებთ? არა, ძმებო, თუკი ასეთი სვეგამწარებულების გვერდით გულგრილად ჩაივლით, არ დაგავიწყდეთ, რომ უფლის სამსჯავროზე აუცილებლად მოვის-მენთ: წარედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა... რამეთუ შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე... (მათ. 25, 36-43). როგორი მოსასმენია ეს? რა თქმა უნდა, მაშინ ყველა მზად ვიქნებით ღატაკთა დასახმარებლად, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine