xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » საკუთარ თავზე გამარჯვება
საკუთარ თავზე გამარჯვება
29-07-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

საკუთარ თავზე გამარჯვება

 

სიტყვა პატერიკიდან, მტერზე გამარჯვებულის შესახებ, რომელიც უფლისაგან გვირგვინით შეიმოსება

 

   ზოგიერთი კეთილმორწმუნე, რომელიც გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში, ებრძვის ვნებებსა და ავ ზრახვებს, სძლევს მას, მაგრამ, ამასთან, ჰგონია, რომ თავად არის დამარცხებული და ნანობს ჩადე-ნილ ცოდვას. მაგრამ ცდებიან. საკუთარ ვნებებზე გამარჯვება, საკუ-თარ თავზე გამარჯვება, ყველაზე დიდებული გამარჯვებაა გამარჯვე-ბათა შორის და ამიტომ კი არ უნდა განვსაჯოთ ასეთი ადამიანები, დიდების გვირგვინით უნდა შევიმოსოთ იგი.

   რამდენიმე ბერი იღუმენმა ერთ სოფელში გაგზავნა. გზად ეშმაკი ძალუმად ებრძოდა ბერთა შორის უხუცესს და ხორციელი ცოდვისა-კენ უბიძგებდა. ბერი საკუთარ თავს ებრძოდა, გულდაგულ ლოცუ-ლობდა და ეშმაკი დაამარცხა. მაგრამ ამას თავად ვერ მიხვდა. და-ბრუნდა მონასტერში, გაფითრებული და შეწუხებული, ჩაუვარდა ფე-ხებში იღუმენს და შესძახა:

   -მამაო, შემინდე, მრუშობით დავეცი.

  და ყველაფერი უამბო ამ ბრძოლის შესახებ. მჭვრეტელმა ხუცესმა მის თავზე ხუთი გვირგვინი იხილა და უთხრა:

   -გიხაროდეს, შვილო ჩემო! როდესაც ჩემთან მოხვედი, გვირგვინები ვიხილე შენს თავზე. ხუთჯერ დაგემუქრა ხორციელი დაცემა, მაგრამ ხუთჯერვე განაგდე და ლოცვითა და ცრემლით დაამარცხე იგი. ამიტომ დამარცხებული კი არა, გამარჯვებული ხარ. დიდი ღვაწლი იყო შენი ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ და მასზე გამარჯვება. ასე დაემართა მშვენიერ იოსებსაც. როდესაც იგი პანეტეფრეს ცოლმა მოხიბლა, თავი შეიკავა და დაცემა თავიდან აიცილა. მისი ღვაწლი ანგელოზებმა იხილეს და ადიდეს ღმერთი, რადგან ტანჯულს ეშამკის დამარცხების ძალა მიანიჭა. დიახ, კარგია, როდესაც ფიქრშიც კი არ გაქვს ბოროტება, მაგრამ თუკი ბოროტი გეწვევა, აუცილებელია მას-თან შებრძოლება და მისი განდევნა".

   ჭეშმარიტად, ძმანო, საკუთარ თავზე გამარჯვება ყველაზე სახელო-ვანი გამარჯვებაა გამარჯვებათა შორის. აი, ანგელოზებმაც კი ადიდეს უფალი, როდესაც იოსების ამგვარი გამარჯვება იხილეს. მართლაც, რა უნდა იყოს ასეთ გამარჯვებულზე მაღალი? იგი მარად წმინდაა და სულითა და ხორცით ყოველთვის ახლოს დგას ღმერთთან; ამით კი ანგელოზები ხარობენ, ხოლო ეშმაკი მასთან მიახლოებასაც ვერ ბე-დავს. ასეთ ადამიანს სხეულიც განსულიერებული აქვს და უფლის მადლი მის თვალებში იკითხება. ჰოი, ჭეშმარიტად ნეტარ არიან წმიდანნი გულითა, რამეთუ მათ იხილონ უფალი. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine