xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ის ბერი, რომელიც იღუმენის ნებართვის გარეშე ტოვებს საკუთარ სამყოფელს, მომაკვდინებელ ცოდვაში ვარდება
ის ბერი, რომელიც იღუმენის ნებართვის გარეშე ტოვებს საკუთარ სამყოფელს, მომაკვდინებელ ცოდვაში ვარდება
22-07-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ის ბერი, რომელიც იღუმენის ნებართვის გარეშე ტოვებს საკუთარ სამყოფელს, მომაკვდინებელ ცოდვაში ვარდება

 

 

სიტყვა სვინაქსარიდან ბერზე, რომელიც სიძვის ცოდვაში ჩავარდა

 

   ზოგიერთ ბერს საკუთარი თავის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ ყო-ველთვის შეუძლია, თავიდან აიცილოს ესა თუ ის ცოდვა. იღუმენის ნებართვის გარეშე ტოვებს მონასტერს და იქ მიდის, სადაც თვალი გაიხედავს. ძმებო, ეს ძალიან ცუდი საქციელია, ასეთ ადამიანებს თავიანთი დაუმორჩილებლობისა და თვითდარწმუნებულობის წყა-ლობით, ეშმაკი განსაკუთრებულად ებრძვით და უთვალთვალებთ, ხან კი მომაკვდინებელ ცოდვაში ყრის მათ.

   ერთხელ, ერთი მეუდაბნოე მძიმედ გახდა ავად და ძმები უვლი-დნენ. ნახა, რომ მათ აწუხებდა და გაიფიქრა:

   -ძმები რომ არ შევაწუხო, ეგვიპტეში წავალ.

   ამბა მოსემ მისი გადარწმუნება სცადა:

   -ნუ წახვალ, მომაკვდინებელ ცოდვაში ჩაიგდებ თავს.

   ბერი ამ სიტყვებმა დაამწუხრა და თქვა:

   -რას ამბობ, ამბა, ამას როგორ მეუბნები? მე ხომ მთელი სხეული და-სამარებული მაქვს, სააქაო ცხოვრებისათვის რახანია მოვკვდი.

   ამ სიტყვებით გაემგზავრა ეგვიპტეში. იქ იყო ერთი ქრისტიანი ქა-ლიშვილი, რომელიც ბერს ემსახურებოდა. ერთხელ ქალი ავად გახდა და ბერმა განკურნა. მაგრამ მტერს არ ეძინა. ბერი მოიხიბლა ქალწუ-ლით და მასთან ერთად დაეცა. ქალი დაფეხმძიმდა. ხალხმა ეს შეა-მჩნია:

   -ვისგან ელი ბავშვს?

   -ბერისაგან, - პასუხობდა ისიც, მაგრამ არავინ უჯერებდა.

   მაგრამ ბერმა თავად აღიარა ცოდვა და ითხოვა:

   -როდესაც ბავშვი დაიბადება, უპატრონეთ და ავად ნუ მოექცევით. დაიბადა ბავშვი და მას წესისამებრ უპატრონეს. რამდენიმე ხნის შემ-დეგ, როდესაც უდაბნოში დღესასწაული იყო, ბერი ბავშვთან ერთად მივიდა მონასტერში და შესძახა:

   -აი, იხილეთ: ჩემი დაუმორჩილებლობის ნაყოფი; აი, სადამდე მი-მიყვანა ჩემმა თავდაჯერებულობამ! ეს ბავშვი ჩემი ცოდვის შვილია! ევედრეთ უფალს ჩემთვის!

   შემდეგ შებრუნდა კელიაში და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ჩადენილი დანაშაული მიეტევებინა მისთვის.

   ასე რომ, ნუ იქნებით თავდაჯერებულნი, ნურასოდეს გამოხვალთ იღუმენის მორჩილებიდან, არასდროს თქვათ - მოვკვდი ამქვეყნი-სათვის და ცოდვისაგან თავისუფალი ვართ. ხედავთ, სადამდე მივყა-ვართ თავდაჯერებულობას? დიდხანს იცხოვრა ბერმა მონასტერში, სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და ბოლოს რა მიიღო? შერცხვა ხალხის წინაშე და სასიკვდილოდ სცოდა უფლის მიმართ. ერთი ხე-ლის მოსმით გაანადგურა მარხვით, ლოცვით, თაყვანისცემით, დათ-მენით, ცრემლით მონიჭებული მადლი! ამასთან, ამ შემთხვევაში გა-საოცარი არაფერია, რადგან რთულია მაღალ მთაზე ასვლა, დაბლა ჩამოვარდნა კი-ადვილი. ძნელია საგანძურის დაგროვება, მისი დაკარ-გვა კი-მარტივი. დაბოლოს, ძალიან ძნელია კეთილად მოღვაწეობა, ცოდვაში ჩავარდნა კი-უეცარი და ადვილი. გახსოვდეთ, ყოველივე ეს თადაჯერებულობის ნაყოფია. ამიტომ, ერიდეთ მას ისევე, როგორც გველს უდაბნოში ან როგორც დამღუპველ კეთრს.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 

 

 


 

 


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine