xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » სიცრუისა და ავსიტყვაობის წინააღმდეგ
სიცრუისა და ავსიტყვაობის წინააღმდეგ
18-07-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

სიცრუისა და ავსიტყვაობის წინააღმდეგ

 

თქმული ავსიტყვა კაცის შესახებ

 

   უფალმა ენა იმისთვის მოგვცა, რომ ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ და არა სიცრუე. ენა იმისთვისაა საჭირო, რომ კეთილი სიტყვით დავე-ხმაროთ ერთმანეთს, მხარში ამოვუდგეთ და არა იმიტომ, რომ ვიც-რუოთ და ერთმანეთი მოვატყუოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, განსაკუ-თრებით ბოლო ხანებში, ვატყობთ, რომ სიცრუე, ავსიტყვაობა და ბეზღება აშკარად მეფობს ჩვენს შორის. ვცრუობთ უბრალოდ, ჩვე-ულების გამო; ხუმრობით ვიტყუებით; ხანდახან იმიტომ ვამბობთ ტყუილს, რომ ახლობელს ვუბოროტოთ; ხან კი შურისა და ლიქნის გამო; მუდამ ვცოდავთ ავსიტყვაობით, დაცინვით, დაბეზღებით. კარგია თუ არა ასეთი საქციელი? რაღა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, ვინაიდან ნებისმიერ სიტყვას ჩვენ უფლის წინაშეც ვამბობთ და ჩვენს მიერ წარმოთქმული თუნდაც უბრალო ტყუილი - ამაზრზენია მისთ-ვის. სოლომონ ბრძენი ამბობს: ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე (იგავ. 12,22). მავნებელია სიცრუე, მაგრამ დაბეზღებასთან და მზვაობრობასთან ერთად ორმაგად დასაძრახია, ვინაიდან მას საში-ნელი შედეგი მოაქვს ჩვენი ახლობლებისა და თავად ჩვენთვის.

   სვინაქსარში ნათქვამია: „ორპირი კაცი მეგობრებს განიშორებს, მშვი-დობიან ხალხში სიცრუესა და შუღლს თესს, მაბეზღარა და ორპირი ადამიანი შეჩვენებას იმსახურებს, რადგან მის სიცრუეს ბევრი დაუ-ღუპავს; ბოროტი ენისაგან დიდებული ქალაქები დანგრეულა, მდი-დართა სასახლეები ნაცარტუტად ქცეულა; ავადმეტყველების გამო, ბევრი ოჯახიდან პატიოსანი ქალი სახლიდან გაუძევებიათ და იგი ულუკმაპუროდ დარჩენილა. ვინც ცრუ და ავსიტყვა კაცს უსმენს და ვისაც მისი ტყუილის სჯერა, წყნარად ცხოვრებას ვერ ეღირსება. ბევრი დაცემულა ბასრი მახვილის წყალობით, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც ბოროტ სიტყვას მოუკლავს. ნეტარია ის, ვინც თავს დაი-ცავს მისგან და გაექცევა".

   განა აქედან გასაგები არ არის, რომ სიცრუეს ყველაზე საშინელი, დამღუპველი შედეგის მოტანა შეუძლია და ამავე დროს, საზიზღარია უფლისთვის? ამის დამტკიცება არა მარტო სოლომონის, არამედ საღ-ვთო წერილის სხვა სიტყვებითაც შეგვიძლია: ეგრეცა ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოჲს. აჰა, ესერა, მცირემან ცეც-ხლმან რაოდენი ნივთი აღაგზნის! და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუჲსა. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისისასა და აღგზებულ არს გეჰე-ნიისაგან... ენაჲ კაცთაჲ ვერვის ხელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სიავის გესლითა მაკუდინებელითა (იაკ. 3, 5-6, 8). ასევე გვასწავლის ზირაქი: მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებს. შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს. ბედ-ნიერია, ვინც მისგან დაიცვა თავი, ვისაც არ დაატყდა მისი რისხვა, ვინც არ ათრია მისი უღელი და მისი ბორკილებით არ შეიკრა (ზირ. 16-19). და მართლაც, განა ბოროტი ენა არ თევსავს შუღლს მეუღლეთა შორის, შფოთს დიდსა თუ პატარაში, კამათს უფროსსა და ხელქვეითს შორის, ჩხუბს მეგობრებსა და მეზობლებს შორის? განა ენა არ აკარგვინებს ბევრ ჩვენგანს საარსებო პურს? განა ენამ არ მიიყვანა ზოგიერთი ჩვენთაგანი სასოწარკვეთილებამდე? ყველაფერი ეს, ძმებო, მწარე, მაგრამ უტყუარი ჭეშმარიტებაა.

   მაშ, ვერიდოთ სიცრუეს ისე, როგორც მომაკვდინებელ შხამს, მარად გვახსოვდეს, რომ მას მხოლოდ დაღუპვის მოტანა შეუძლია. ნათქ-ვამია: წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუ-ვესა (ფსალმ. 5,7). გვახსოვდეს, რომ ეს ცოდვა პირდაპირ ეშმაკის საქმეა. სიმართლე ცხოვრების მიზნად დაისახეთ, ილაპარაკეთ მხო-ლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება, ყველას გულითადად მიმართეთ, ტყუილის, სიცრუისა და ლიქნის გარეშე. ერიდეთ სხვისი ნათქვამის გამეორებას, თუკი ამის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს, ნურავის დააბეზღებთ, არავის დასცინოთ, არავინ განიკითხოთ. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine