xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » განათლებულ ქალიშვილს, იესოს ხუთი იარის შესახებ
განათლებულ ქალიშვილს, იესოს ხუთი იარის შესახებ
1-09-2013, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია
განათლებულ ქალიშვილს, იესოს ხუთი იარის შესახებ
   მწერ, რომ მოხუცი ქალებისგან რაღაც "ზღაპარი" მოისმინე იესოს ხუთი იარის შესახებ და მეკითხები, როგორ წარმოიშვა ეს ზღაპარი.
   ვაგლახ, შვილო ჩემო, წაიკითხე ახალი აღთქმა! ვაგლახ, სერბებო, თავს ნუ ირცხვენთ ზეცისა და მიწის წინაშე საკუთარი რწმენის არცოდნით. გვერდზე გადადეთ ყველა სხვა სწავლება და საკითხავი, ვიდრე უპირველესად ყველაზე მთავარსა და მაცხოვნებელს არ შეის­წავლით. ჯერ მოდის მეცნიერება სარწმუნოების შესახებ, შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი. ინგლისში წმინდა წერილს ყველა კითხულობს. ხელისუფალნი, პოლიტიკოსები, მწერლები თუ უბრალო მუშები მუდმივად ცდილობენ თავიანთი სიტყვა, საუბარი, სტატია თუ წიგნი სახარებისეული სიტყვის მარილით შეაზავონ, რათა ღვთაებრივი სიტყვებით განამტკიცონ და განამშვენონ კაცობრივი სიტყვები, ისე, როგორც ბრილიანტები დაამ­შვენებდა შუშის ყელსაბამს.
   იესოს ხუთი იარა სიტყვები კი არა, საშინელი სინამდვილეა, ამიტომ ისინი სიტყვებზე უკეთ უნდა იცოდე. ორი იარა ხელებზე, ორი ფეხებზე, ერთი ფერდში. ხუთივე ჭრილობა - შავი რკინითა და ადამიანთა კიდევ უფრო შავი ცოდვით მიყენებული. დაულურსმნეს ხელები, რომლებიც აკურთხებდნენ. დაულურსმნეს ფეხები, რომლებიც ერთადერთ ჭეშმარიტ გზას ადგნენ და მიუძღოდნენ, გაუგმირეს მკერდი, რომლიდანაც ადამიანთა გაყინულ გულმკერში ზეციური სიყვარულის ცეცხლი იღვრებოდა.
   ძე ღვთისამ დაუშვა, რომ მისთვის რკინით გაემსჭვალათ ხელნი, მრავალი ხელის ცოდვების გამო, ხელთა მთელი ტყის გამო, რომლებიც კლავდნენ, იპარავდნენ, წვავდნენ, ძარცვავდნენ, მახეს აგებდნენ, ძალადობდნენ... რომ გაემსჭ­ვალათ ფერხნი, მრავალი ფეხის ცოდვების გამო, ფეხთა მთელი ტყის გამო, რომლებიც ბოროტების გზით დადიოდნენ, უბიწოებას აცდუნებდნენ, სიმართლეს ჩაგ­რავდნენ, სიწმინდეებს ბილწავდნენ, სიკე­თეს თელავდნენ... რომ შუბით გაეგმირათ მკერდი მრავალი გაქვავებული გულმკერდის გამო, რომლებშიც ყოველგვარი ბოროტება და უღმერთობა, ღვთისმგმობი აზრები და ცხოველური სურვილები იბადებოდა, რომლებშიც მუდამ მზადდებოდა ჯოჯოხეთური გეგმები ძმისა ძმის წინააღმდეგ, მეზობლისა მეზობლის წინა­აღმდეგ, ხალხისა ღვთის წინააღმდეგ...
   ნალურსმნევია იესოს ხელნი, რათა ყველა ხელი ცოდვილ საქმეთაგან განიკურნოს, ნალურსმნევია იესოს ფერხნი, რათა ყველა ფეხი ცოდვის გზას განეშოროს, განგმირულია იესოს მკერდი, რათა ყველა გული განიბანოს ცოდვილ სურვილთა და აზრთაგან.
  როცა მრსისხანე კრომველმა, ინგლისის დიქტატორმა, მონასტერთათვის საკუთრების ჩამორთმევა და მათი დახურვა დაიწყო, ინგლისის მიწაზე რამდე­ნიმეათასიანი პროცესია დაიძრა სახალხო უკმაყოფილების ნიშნად. წინ მიჰქონდათ დროშები წარწერით: "იესოს ხუთი იარა" - საგალობლებს გალობდნენ და მინდვრებში ღვთისმსახურება აღეს­რუ­ლებოდა. მრისხანე დიქტატორი მეტად შეშინდა. მეტადრე ამ დროშებმა დააშინა, ვიდრე სხვა დანარჩენმა და ძალადობა შეამცირა.
   დაე, იესოს ხუთმა იარამ ხუთივე გრძნობით ღმერთზე მინდობა გასწავლოს, ქალიშვილო.
   იესოს ხუთი იარა - უწმინდესი სისხლის ხუთი სათავეა, რომლითაც განიბანა კაცთა მოდგმა და იკურთხა დედამიწა. ამ ხუთი სათავიდან სრულად, ბოლო წვეთამდე გადმოიღვარა სისხლი მართ­ლისა. სასწაულთმოქმედი უფალი, რომელმაც განამრავლა და ხუთი პურით ხუთი ათასი მშიერი განაძღო, განუწყვეტლივ განამრავლებს უწმიდეს სისხლს თვისას და ათასობით ტრაპეზზე მრავალმილიონიან მორწმუნეს უწილადებს მას. ეს წმიდა ზიარებაა, იესოს ასულო.
  დიდ პარასკევს სულით განერთხე ჯვართან მდგომ ღვთისმშობელთან, რათა შენც განიბანო იესოს ხუთი იარიდან მდინარე მაცხოვნებელი სისხლით, რათა აღდგომას შეგეძლოს განწმენდილი და გაცხოველებული სულით შესძახო მენელსაცხებლე დედებთან ერთად:
ქრისტე აღსდგა!
 
წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine