xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » მორჩილებისათვის
მორჩილებისათვის
6-07-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მორჩილებისათვის

 

სიტყვა წმინდა მამა სისოს გარდაცვალების შესახებ

 

   ღმერთო-ამბობენ თვითგანდიდებით შეპყრობილნი:-გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე... ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა (ლუკ. 18, 11-12). უბრალოდ, ისინი მიეჩვივნენ აზრს იმის შესახებ, რომ მართლები არიან. კარგია თუ არა ასეთი თვითდარწმუნება? რა თქმა უნდა, არა! თუკი ასეთი თვითკმაყოფილებით განვსაჯეთ საკუთარი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი დავივიწყეთ, დაგვავიწყდა, რომ უფლის სამსჯავროზე ჩვენი შეხედულების მიხედვით არ განვისჯებით. განა იშვიათად ხდება ისე, რომ ის, რაც დიდებული და ამაღლებულია ჩვენთვის, საძაგელია უფლის წინაშე? ბოლოსდაბოლოს, განა უფალმა რა ბრძანა: რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღ-ლდეს (ლუკ. 18,14)? დიახ, ძმებო, ცუდია ბევრი ოცნებები და რაც არ უნდა წარმატებული ღვთისმოსავი იყო, არასოდეს შეაქო საკუთარი თავი. სიკვდილამდე გახსოვდეს და იგონებდე შენს ნაკლოვანებას, იფიქრე უფლის წინაშე ჩადენილ ცოდვებზე და ცრემლითა და სი-ნანულით განიწმიდე თავი.

   როდესაც ღირსი მამა სისო დიდს სიკვდილი მოუახლოვდა, როგ-ორც ყოვლადამაღლებული და წმინდა კაცი, უფალმა ღირსჰყო არა-მიწიერი სამყარო ეხილა და ცათა სასუფევლის საიდუმლო განე-ჭვრიტა. ბერებით გარშემორტყმულმა წმინდა სისომ პირველად გაბრწყინებული სახით წამოიძახა:

   -მოვიდა ამბა ანტონი!

   ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კვლავ შესძახა:

   -გამომეცხადა წინასწარმეტყველთა დასი.

   ამ დროს მისი სახე უჩვეულოდ გაბრწყინდა და ვიღაც უჩინარს და-უწყო საუბარი.

   -ვის ელაპარაკები, მამაო?-შეეკითხნენ ბერები.

   -უფლის ანგელოზები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად, მაგრამ ვევედრე-ბი, ცოტა დრო მომცენ, ჩემი ცოდვების მონანიება რომ მოვასწრო.

   -შენ ხომ ცოდვები არც გაქვს, მონანიება არც გჭირდება,-შეეწინააღ-მდეგნენ მას.

   -არა, ძმებო, მე ისიც არ ვიცი, სულ ცოტათი თუ მაინც გავაკეთე რა-მე ჩემი სულის ხსნისთვის.

   მისმა თავმდაბლობამ ყველა იქ მყოფი განაცვიფრა. ამ დროს მზე-სავით გაბრწყინებულმა მომაკვდავმა შესძახა:

   -შეხედეთ, თავად უფალი მობრძანდა.

   ყველანი შეძრწუნდნენ. და გაისმა ხმა:

   -მომართვით უდაბნოს რჩეული ჭურჭელი.

   ამ დროს ბერი აღესრულა. თითქოს ელვამ გაანათა იქაურობა და სე-ნაკი კეთილსურნელებით აღივსო.

   როგორც ნახეთ, დიდი სიწმინდისა და ღვწალის მიუხედავად, ღირ-სი მამა ზეციური სასუფევლის ღირსად არ თვლიდა თავს და ცო-დვათა მონანიება სურდა. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? ძმანო, ამის შემდეგ მაინც შევწყვიტოთ საკუთარ თავზე ყვირილი: „მე, მე!" და საკუთარი თავის ქება. დაე, უფალმა განსაჯოს, ვინ ვართ და როგორ ვმოღვაწეობთ. ხშირად აღაპყრეთ თვალი ზეცისკენ, ყური მიუგდეთ თქვენს გულს და წარმოსთქვით: ღმერთო, მილხინე მე ცოდვი-ლსა ამას (ლუკ. 18,13)! ამიერიდან ნუ დაგავიწყდებათ: უკუეთუ ვთქვათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვა-ცდუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არ არს ჩუენ თანა (1 იოან. 1,8). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine