xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » სასწაულთა მაძიებელთათვის
სასწაულთა მაძიებელთათვის
5-07-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

სასწაულთა მაძიებელთათვის

 

წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა იუდეველთა მიმართ, თუ როგორ განარისხეს ღმერთი უფლის მცნების დარღვევით

 

   ადამიანებს, რომლებსაც ეზარებათ სულის ხსნისათვის გარჯა და სურთ, საკუთარი სულიერი დაუდევრობის გასამართლებლად, ხში-რად ამბობენ: „ცოტას იმიტომ ვზრუნავთ სულისათვის, რომ სასწა-ულს ვერ ვხედავთ. აი, რომ მეხილა სასწაული ჩემს გარშემო ან ჩემზე, მაშინ სხვაგვარად ვიცხოვრებდი, დიდი მლოცველი და მმარხველი გავხდებოდი". ასეა თუ არა ჭეშმარიტად?

   წმინდა იოანე ოქროპირი უდაბნოში მიმავალ იუდეველებზე ამბ-ობს: „განა ყოველივე ღვთისაგან დაბადებული არ ემსახურება მათ? ბაზარში არ დადიოდნენ, არაფერს ყიდულობდნენ, არ თესდნენ, არ ხნავდნენ, არ ითხოვდნენ წვიმას, არ მკიდნენ, არ ფქვავდნენ, არც ტანსაცმელს იქსოვდნენ, მაგრამ ყველაფერი ეს უფლის სიტყვით გამზადებული ეძლეოდათ. შრომის გარეშეც იკვებებოდნენ მაძღრი-სად, ღმერთი მათ ციური მანანით ასაზრდოებდა; სამოსი და ფეხსაც-მელი არ უცვდებოდათ; არ იცოდნენ, რა იყო ავადმყოფობა, ექიმისა და წამლის შესახებ არც ფიქრობდნენ; უფალმა ეგვიპტიდან ვერცხ-ლითა და ოქროთი სავსენი გამოიყვანა; დღისით მზის სხივი არ ვნებდათ, ვინაიდან ღრუბელი იფარავდა მათ, ღამით სანთელი არ ჭირდებოდათ, რადგან ცეცხლოვანი სვეტი გზას აჩვენებდათ და უნათებდათ; ზღვაზე ისე გაიარეს, როგორც ხმელეთზე, მათ წინაშე წყალი გაიხსნა, რაც მტრისათვის სამარედ იქცა; ქვიდან წყაროები მოედინებოდა, ფრინველებს საკვებად იყენებდნენ, რომლებიც ღრუ-ბელივით თან სდევდათ მათ; რაღა ვთქვათ სხვა სასწაულების შესახებ? სისხლის დაუღვრელად, თითქოს თამაშობდნენ, ისე სძლიეს მტერს, საყვირებითა და გალობით ქანაანელი მეფეები მოსპეს. და ყველაფერი ეს ხდებოდა იმისთვის, რომ მოსეს სწავლებები შეესრუ-ლებინათ. წიგნების მაგივრად უფალმა დიდებული სასწაულები მისცა მათ, რათა მუდამ ხსომებოდათ უზენაესის მოწყალება და მიუხედავად ამისა, არ ისმინეს არც უფლისა, არც მოსეს სწავლე-ბებისა, აღმართეს კერპები და თაყვანი სცეს მათ, ღმერთის ყველა წყალობა კი დაივიწყეს. მოსეს დამოძღვრამ მათზე სასიკეთოდ არ იმოქმედა, იმიტომ, რომ მცირედმორწმუნენი აყვნენ და ჭეშმარიტი უფლის მყარი რწმენა არ ჰქონდათ".

   ახლა კი, სასწაულების მძებნელო, ხედავ რამდენი საოცრება მოუვ-ლინა იუდეველებს ღმერთმა? მაგრამ როგორი ურწმუნოებიც მანამ იყვნენ, თითქმის ისეთივე დარჩნენ. ეკლესიის მთელი ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ ღვთისმოსავები ღვთისმოსავებად დარჩებიან სასწაულების გარეშეც, ბიწიერნი კი სასწაულების ხილვის შემდეგაც ვერ გახდებიან ღვთისმოშიშნი. გაიხსენეთ მწიგნობარნი და ფარი-სეველნი, გაიხსენეთ იუდა, განა მათ არ უნახავთ სასწაულები? მაგრამ პირველებმა არ ირწმუნეს ქრისტე. იუდამ კი გასცა იგი. და რას ნიშ-ნავს საერთოდ სასწაულების ძებნა? ეს ჩვენი მცირედმორწმუნეობის ნიშანია, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ უფალთან სიყვარული კი არ გვაკავშირებს, არამედ რაღაც ვაჭრული დამოკიდებულება. „დამიმ-ტკიცე, რომ მომცემ ზეციურ სიკეთეს და მხოლოდ იმისთვის ვიღვაწებ, რომ იგი მოვიპოვო, თავად შენ კი არ მჭირდები!" ეს კიდევ ცოტაა, ეძებო სასწაული-ეს ნიშნავს, გამოსცადო ღმერთი. ნუთუ ღმერთმა შენზე უკეთესად არ იცის, ვის მოუვლინოს სასწაული? რატომ მიდიხარ უფლის ნების წინააღმდეგ? რატომ გამოცდი და შეურაცხყოფ პატივმოყვარეობით? ცბიერებითა და ცრუ სიბრძნით კი ვერ დაიმკვიდრებ ცათა სასუფეველს, არამედ უბრალო, ბავშვივით სუფთა გულით. ვერცხლისმოყვარეობა კი არ უნდა გავამრავლოთ ჩვენს სულებში, არამედ უბიწოება და მორჩილება; ნუ გამოსცდი უფალს, მთელი გულისყური და გონება დაუმორჩილე უზენაესს, ყურადღებით ისმინე და იკითხე საღვთო სიტყვა და ქრისტეს მცნებებით წარმართე საკუთარი ცხოვრება: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა (მათ. 18. 3). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine