წმინდა ესაიას სიტყვა მათ მიმართ, ვისაც ავი მახსოვრობა არ აქვს
იესო ქრისტესთან მოჰყავდათ ბავშვები, რათა უფალი შეხებოდა მათ, მაგრამ მოციქულები ბავშვებს იესოსთან არ უშვებდნენ. ამის გამო მაცხოვარმა საყვედურით მიმართა მოწაფეებს: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რა-მეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაი, ვითარცა ყრმათა, ვერ შევიდეს მას (მარკ. 10, 14-15). ამ სიტყვებით უფალმა შეიტკბო ყრმები და აკურთხა.
ამრიგად, უფლის სიტყვებით, ზეციური სასუფევლის დასამკვიდ-რებლად საჭიროა ისე მივიღოთ იგი, როგორც ყრმებმა. რას ნიშნავს ეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების თვისებებს.
ბერი ესაია სვინაქსარში ამბობს: „როდესაც ბავშვს სჯიან, ტირის; მაგრამ თუ გაამხიარულებ, დარდი ავიწყდება და მხიარულობს. ვინც აწყენინებს, მასზე არ მრისხანებს; როდესაც აქებენ, არ ამპარტავნობს; თუკი სხვას მეტ პატივს მიაგებენ, ბავშვს მისი არ შურს. თუკი რამეს ართმევენ, არ აზღვევინებს. თუკი მშობლები ქონების გარეშე დატო-ვებს, სასამრთლოში არ დადის, არ დავობს და არ მრისხანებს. თუ სჯიან, არ წყინს. თუ მდიდარია, ზემოდან არავის უყურებს. ქალის სილამაზით არ იხიბლება, მიწიერი საზრუნავი არ გააჩნია. არავის სწამებს ცილს, არავის დასცინის, არავის მტრობს, არ განსჯის, არ ფიქრობს სიმდიდრის დაგროვებაზე, არც რაიმის დაპატრონება სურს. ყველაფერიც რომ წავართვათ, არ დამწუხრდება, არ ეშინია არც მო-ნების, არც მტრის, არც დევნილობის".
აი, როგორი თვისებები აქვს ბავშვს. ახლა გასაგებია, რას ნიშნავს ბავშვივით მიიღო ღვთის სასუფეველი. ეს ნიშნავს მიიღო ისევე სუფთა, უმანკო, უბიწო სულით, როგორსაც ყოველთვის ინარჩუნებენ ბავშვები. როგორც ვნახეთ, ბავშვს არა აქვს შური, პატივმოყვარეობა, პირველობის სურვილი, გამოირჩევა უბრალოებით, ურისხველობით, მორჩილებით. ამიტომ აუცილებელია აღვიჭურვოთ ბავშვის ამ თვი-სებებით, რათა სასუფეველი დავიმკვიდროთ; ეს ყველაფერი უნდა გავითავისოთ, რადგან იქ მეფობს მხოლოდ სისუფთავე, ჭეშმარიტება და ვერანაირი ბიწიერება ვერ შეაღწევს.
დაე, მივბაძოთ პატარებს; მოვიქცეთ ისე, როგორც ისინი იქცევიან, იმ განსხვავებით, რომ ისინი შეუცნობლად იცავენ საკუთარ თავში ამ ღირსებებს, ჩვენ კი უნდა ვიბრძოლოთ, რომ ცნობიერად მოვიპოვოთ ისინი. ბავშვები ბუნებით არიან კეთილნი და სუფთა გულისანი, ჩვენ კი ქრისტეს მოძღვრების მიდევნებით უნდა აღვიჭურვოთ ყოველგვა-რი სიკეთით და მხოლოდ მაშინ ვიქნებით ჭეშმარიტი ქრისტიანები. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.