წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს საქებრად
ჩვენ, საკუთარი პატივმოყვარეობის წყალობით არა მარტო ვმზვაობ-რობთ ჩვენი ღვაწლის გამო, არამედ ხშირად ვჩივით კიდეც, რომ შრომას არ გვიფასებენ. ზოგიერთი ერთი-ორი წელი იცხოვრებს სად-მე, ვერ შეეგუება იქაურობას და იწყებს წუწუნს: „მე რა, არ ვმუშაო-ბდი, არ ვშრომობდი? ვინ გადაიტანდა იმდენს, რაც მე გადავიტანე? ჩემი შრომა წყალში ჩაიყარა და სამაგიერო უმადურობით გადამი-ხადეს." რა ვუთხრათ ამგვარებს? დაე, მათ ისმინონ წმინდანთა ღვაწ-ლის შესახებ, გადახედონ წმინდა მოციქულების, წმინდა პეტრესა და პავლეს ცხოვრებას, ნახონ, როგორ იღვწოდნენ და რა მიაგო მათ ხალ-ხმა ამისთვის.
წმინდა იოანე ოქროპირი წმინდა პეტრესა და პავლეს სადიდებელ სიტყვაში შემდეგს ამბობს: „გიხაროდეს პეტრე... სარწმუნოების კლდეო, გიხაროდეს პავლე... შენ, რომელმაც ეკლესიის გამო მრავალი განსაცდელი დაითმინე, დილეგში იყავი ჩაგდებული, იუდეველები გდევნიდნენ, ბარბაროსები გაჭირვებდნენ, როცა ხელის განძრევაც კი არ შეგეძლო მძიმე ბორკილების გამო. რა უნდა ვთქვათ თქვენი საშინელი ტანჯვის წარმოდგენაზე? რამდენი დილეგი გაასხივოსნეთ! რამდენი ბორკილის სიმძიმეს გაუძელით! რამდენი ტანჯვა გადაიტა-ნეთ! კურთხეულისა ეკლესიისათვის თქვენი სისხლით განბანილი სხეულის ყოველი ნაწილი, თქვენმა მოთმინებამ გაფანტა წყვდიადი. გიხაროდეს პეტრე, ძელზე უკუღმა გაკრულო! და შენც პავლე, რომელსაც თავი მოგკვეთეს ხმლით, ოცდათხუთმეტი წელი ემსახურე უფალს, დათმენითა და მორჩილებით, შემდეგ კი უფალში განისვე-ნე".
თქვენ როგორ გგონიათ, ამ ჩამონათვალში ყველაფერია ნათქვამი მოციქულთა ღვაწლის შესახებ? რაღა თქმა უნდა, არა. მაშ, ისმინეთ, რას გვაუწყებს პავლე საკუთარი თავის შესახებ. იგი ამბობს: მე, შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდა-რეულად, სიკუდილთა შინა მრავალგზის, ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მივიღე. სამ-გზის კუერთხითჲ ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტვინე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ (2 კორ. 11, 23-25), უკუეთუ კაცობრივ მხეცთა ბრძოლა ვყავ ეფესოს (1 კორ. 15,32), გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან, შრომითა და რუდუნებითა, მღვიძარე-ბითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელთა და შიშულოებითა. გარეშე მისა, რო-მელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიისაჲ (2 კორ. 11,26-28).
აი, მისაბაძი მაგალითი თქვენ, მოუთმენელო ადამიანებო, რომლე-ბსაც სხვებთან ცხოვრება არ შეგიძლიათ, ვინც წუწუნებთ და ამტკი-ცებთ, რომ ხალხი არ გაფასებთ. როგორი მწუხარება, ღვაწლი, ავად-მყოფობა, რამდენი ჭრილობა და განსაცდელი დაითმინეს მოცი-ქულებმა და როგორ დაასრულეს ცხოვრება? ერთი უკუღმა გააკრეს ჯვარზე, მეორე კი ხმლით განკვეთეს, ამიტომ, დაიხშვეთ ბაგეები, განაგდეთ პატივმოყვარეობა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცხოვრობთ არა ზეცაში, არამედ მიწაზე და შრომასა და ღვაწლის გზით, მორჩი-ლებითა და დათმენით-ცხონება მოიპოვეთ. გახსოვდეთ, რომ ოხვრი-თა და კვნესით დარდს ვერ შეიმსუბუქებთ, ჩივილითა და წუწუნით ხალხის ყურადღებას ვერ მიიპყრობთ, პირიქით-გააღიზიანებთ. დაირ-წმუნე საკუთარი თავი, რომ მოთმინება ყოველგვარი შფოთისა და მღელვარების წამალია და თუ დათმენას ისწავლით, ე.ი. შეძლებთ, მშვიდად იცხოვროთ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.