xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » რწმენაში განმტკიცება მხოლოდ ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს განჭვრეტითაა შესაძლებელი
რწმენაში განმტკიცება მხოლოდ ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს განჭვრეტითაა შესაძლებელი
23-06-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

რწმენაში განმტკიცება მხოლოდ ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს განჭვრეტითაა შესაძლებელი

 

   ეკლესიის სიტყვა ამბობს: „ზოგიერთი ადამიანი, რადგან არ უნახავს ის, რასაც უფალმა დროებით ფარდა ჩამოაფარა, ეჭვობს, იტანჯება და იჯერებს მხოლოდ მას, რასაც საკუთარი თვალით ხედავს; ხოლო რასაც ფიზიკური თვალით ვერ ხედავს, მისი არსებობა არ სწამს". სხვაგან კი ნათქვამია: „ბრმად დაბადებულნი, მიუხედავად იმისა, რომ გაგონილი აქვთ უხილავსა და უზენაესის შესახებ, თვალით უნახავს მაინც ვერ იჯერებენ. ამრიგად არსებობენ ადამიანები, რომ-ლებიც თომა მოციქულის მსგავსად ამბობენ: (იოან. 20,25). რა ვუპა-სუხოთ ასეთებს?

   თავდაპირველად ვკითხავთ: განა ღირსები არიან უხილავის ხილ-ვისა? ხომ გამოეცხადათ უხილავი ანგელოზები აბრაამს, იაკობს, მოსეს, წმინდა მოციქულებსა და მრავალ სხვას. რატომ გამოეცხადათ? იმიტომ, რომ წმინდანები იყვნენ, ჩვენ კი ცოდვებით დამძიმებუ-ლები, უაღრესად დაბინდული გონებით გავიძახით: დაგვანახეთ დაფარული! აი, შეხედე, ვეტყვით მას-ის შენს წინაშეა, აქ არის ცა და დედამიწა და ყფელაფერი, რაც ცოცხალია. თავისთავად ხომ არაფერი აქმნება? განა რამე საგანი გადაადგილდება თავისთავად?

   როგორ შეიქმნა ეს ყველაფერი? საიდან მოვიდა? ვინ იზრუნა, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ასე ყოფილიყო? რამდენადაც არ უნდა დაფიქრდე, როგორც არ უნდა იმსჯელო, რაც არ უნდა ღრმად ჩაუკ-ვირდე, მაინც ერთ დასკვნამდე მიხვალ: ამ ყველაფრის შექმნა მხოლოდ უზენაეს ღმერთს შეეძლო. აი, დაფარული ხილული გახდა შენთვის. კიდევ დაეძებ რაიმე იდუმალს? შეხედე, ის შენს წინაშეა. აი შენ უკვე იცი, რომ ღმერთი არსებობს. მიაქციე ყურადღება, რომ შენს წინაშეა ერთი ღმერთი ზეციურ სამყაროში, ერთი მეუფე და ერთი სამეუფეო, ერთადერთი მამა თვისი სახლისა. აი, შენ კვლავ იხილე დაფარული, არარსებული ისე დაინახე, როგორც ნამდვილი, დარწ-მუნდი, რომ უფალი ერთია. არ გიკვირს, რა აკავებს დედამიწას? ვინ ქმნის და უვლის ყოველივე ამას? რამდენიც არ უნდა იფიქრო, დასკვნა ერთია, მხოლოდ უფალია ყოველივეს შემოქმედი, ყოვლის-შემძლე მამა და მფარველი. აი, კიდევ ერთხელ, დაფარულიდან შენ-თვის ხილული და განსაცვიფრებელი განეცხადება.

   ამრიგად, ამაოდ ნუ დაეძებ იმას, რაც არ გესაჭიროებათ. უფალი თქვენს წინაშეა და მოგმართავთ-ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უხილავთ და სწამთო. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც უფლის არსებობაში ეჭვი ეპარება, მცირედმორწმუნეა. დამანახე ყველაფერი და მაშინ დავიჯერებო! სად არის აქ რწმენა? სად იგრძნობა უფლის მიმართ სიყვარული? არსად, იგი არ არსებობს! ასეთი ურთიერთობა უფალთან ვაჭრობაა, ამგვარი ადამიანი ქრისტიანი არ არის. ჭეშმარიტი ქრის-ტიანი მხოლოდ ამ სამყაროს ხილვისას იტყვის: „შენ ხარ ჩემი ღმერთი და ჩემი სიხარული! ყველაფერი შენგან იშვა უფალო, ყველაფერი შენით არსებობდა და არსებობს!" ამიტომ, რწმენაში განსამტკიცებლად ყურადღებით მოეპყარით ყველაფერს, დააკვირდით იმას, რასაც ხედავთ და ხშირად იგონებდეთ მოციქულ პავლეს სიტყვებს: უხი-ლავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაით ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების და სამარადისო იგი ძალი მისი და ღმრთეებაი (რომ. 1,20). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine