xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ერთ-ერთი მიზეზი მტრების გაჩენისა
ერთ-ერთი მიზეზი მტრების გაჩენისა
22-06-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ერთ-ერთი მიზეზი მტრების გაჩენისა

 

წმინდა ბარსანოფის სიტყვა

 

   ჩვენდამი მტრობის უმთავრესი მიზეზი ჩვენი პატივმოყვარეობაა. თუკი ახლობელი შეურაცხგვყოფს, ვეღარ ვინელებთ და მთელ დანა-შაულს მას ვაბრალებთ. მაგრამ მტერზე ცივი გონებით მსჯელობა, ან იმაზე ფიქრი, რომ საკუთარ საქციელს დავუკვირდეთ, თავში აზრა-დაც არ მოგვდის. „იგი ბოროტად მომექცა, ცუდი ადამიანია, მასთან შეგუება და ცხოვრება შეუძლებელია." - ჩვეულებრივ ასე ვამბობთ მტრის შესახებ. იმაზე კი აღარ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, ამის მიზეზი ჩვენს თავში იმალებოდეს. რატომღა მოგვეკიდა ესა თუ ის ადამიანი მტრად, იქნებ ჩვენში უმეტესი ბოროტებაა, ვიდრე მასში. იმაზე არც ვფიქრობთ, რომ ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვალდებულნი ვართ, ერთმანეთს მივუტევოთ, ამიტომაც ვეღარ ვიშორებთ მტრებს, პირიქით, ვიმრავლებთ მათ.

   ერთმა ბერმა ბარსანოფი დიდს ჰკითხა:

   -მამაო, ერთ-ერთი ძმა ყველაფერს ჩემს ჯიბრზე აკეთებს. ამის გაძ-ლება აღარ შემიძლია. როგორ მოვიქცე?

   ხუცესმა უპასუხა:

   -ძმაო ანდრია, მიკვირს შენი მიუხვედრელობა, ნუთუ დაგავიწყდა, რომ ეშმაკი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ვინმე აცდუნოს? დაიხ-სომე, ჩვენ არცერთი ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანის განსჯა არ შეგვიძლია. ისიც იცოდე, არც შენ ხარ სატანისაგან შორს, ვინაიდან საკუთარ თავს არ იდანაშაულებ და მხოლოდ მოყვასს განსჯი მკაც-რად. შენ მხოლოდ ის მიამბე, თუ როგორ გებრძვის ძმა, საკუთარი ცოდვების შესახებ კი დუმხარ. პირველ რიგში შერიგებაზე იფიქრე და არა იმაზე, ვინ უფრო მაღალია სულით, ან ვინ უფრო მდაბალი. თუკი საკუთარ თავს სრულყოფილ მონაზვნად მიიჩნევ და ფიქრობ, რომ სუკეთესოდ მსახურობ, მაშინ, როგორც ძლიერი, სუსტს უნდა დაეხ-მარო და შენი მორჩილება დაანახო. ხშირად მოიგონე ლაზარე, რამ-დენი დაითმინა მან უდრტვინველად და ამას უფლის სიყვარულითა და მორჩილებით აკეთებდა.

   გჯეროდეთ, რომ ყველას მიმართ, მითუმეტეს კი მტრების მიმართ, კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოთ. ვთქვათდა, მართლაც დამნაშა-ვეა ადამიანი, მერე რა მოხდა? ნუთუ ერთი წყენის ან შეურაცხყოფის გამო უნდა განვსაჯოთ იგი? არა, ასეთი საქციელი დიდი ცოდვაა და ამ ცოდვის თავიდან ასარიდებლად, პირველ რიგში, საჭიროა, დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენი მტერი ანგელოზი არ არის, რომ იგი ადამიანია; მეორე - ჩვენ მუდმივად ვცოდავთ უფლისა და მოყვასის წინაშე და მესამე - ბოროტებას ბოროტებით ვერ შეაჩერებ, პირიქით, უფრო გაამრავლებ. გვახსოვდეს უფლის მცნებები და სიკეთით ბოროტება დავამარცხოთ, ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის და მივუტე-ვოთ ცოდვები, რათა მოწყალე ღმერთმა თავისი ყოვლისშემძლეობით ასწავლოს მათ მშვიდობისმოყვარეობა და ცოდვის გზიდან გადაახვე-ვინოს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine