xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » იგავი ლუციფერზე
იგავი ლუციფერზე
25-08-2013, 07:10  / ამოსაბეჭდი ვერსია
   იგავი ლუციფერზე
   როდესაც ლუციფერი ჯოჯო­ხეთის უფსკრულში ეშვებოდა, მის კვალდაკვალ გაიჟღერა ხმამ: "ხით სძლევ, მაგრამ ხითვე იქნები ძლეული". მან გაიგონა, მაგრამ დაავიწყდა, რადგან, როგორც კი ღმერთს განუდგა, უგნური გახდა და გულმავიწყი.
   დრო გადიოდა. ლუციფერი სულ იმ სიტყვების გახსენებას ცდილობდა, რომლებიც დაცემისას მოესმა, მაგრამ ვერ ახერხებდა და ამის გამო უდიდესი ტანჯვა იპყრობდა.
   ერთხელ გველად გადაიქცა და მოტყუებით აიძულა ევა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი ეგემნა.
   ევამ (ღვთის ნების წინააღმდეგ) გასინჯა და ადამსაც მიაწოდა. ღვთის მცნების დარღვევას სამოთხიდან განდევნა მოჰყვა. მეტად გაიხარა მაშინ ლუციფერმა, რადგან არა აქვს სხვა სიხარული, ბოროტი სიხა­რულის გარდა. და იქვე, უეცრად, თავში ის სიტყვები მოუვიდა, რომლებიც ციდან დაცემისას მოესმა, ოღონდ არა ყველა, არამედ პირველი ნახევარი. გაიხსენა, როგორ ჟღერდა მის კვალდაკვალ: "ხით სძლევ", მაგრამ გაგრძელების გახსენება კი ვეღარ შეძლო.
   დრო გადიოდა. ლუციფერი კი სულ იმ სიტყვების გახსენებას ცდილობდა, რომლებიც დაცემისას მოესმა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან, როგორც კი ღმერთს განუდგა, უგნური გახდა და გულმავიწყი. ამის გამო მას უდიდესი ტანჯვა იპყრობდა.
   როდესაც ებრაელებმა ქრისტეს სიკვდილი მიუსაჯეს და ხის ჯვარს გააკრეს, ლუციფერმა მეტად გაიხარა, მას ხომ არა აქვს სხვა სიხარული, ბოროტი სიხარულის გარდა. უეცრად, იქვე მოაგონდა დავიწყებული სიტყვები, რომელთა გახსენებას საუკუნეების მანძილზე ცდილობდა და არ შეეძლო: "ხითვე იქნები ძლეული!"
   გაიხსენა და აუწერელმა შიშმა შეიპყრო. ხის ჯვარს, როგორც ცეცხლს, ისე გაექცა და ძრწოლაა­ტანილი გადაეშვა ჯოჯოხეთში. მთე­ლი ქვესკნელის ძალები შეგ­როვ­დნენ მის ირგვლივ და ამგვარი შიშის მიზეზს ეკითხებოდნენ, მას კი სიტყვის წარმოთქმაც არ შეეძლო. და მაშინ მოვიდა უფალი და დაარბია ჯოჯოხეთი.
   ასე აღსრულდა სიტყვები: "ხით სძლევ, მაგრამ ხითვე იქნები ძლეული"!
 
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)
 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine