ბოლო დროს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში გააქტიურე-ბულმა ე.წ. „მსოფლიო კრების" სამზადისმა მრავალი სასულიერო პირი თუ ერისკაცი სერიოზულად შეაშფოთა. არ შევუდგებით ამ საკითხის პუნქტობრივ განხილვას. მკითხველის ყურადღება გვსურს ტერმინ „მსოფლიო კრების" მნიშვნელობაზე გავამახვილოთ.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის საჭირბოროტო საკითხები არ წესრიგდება მხოლოდ ადამიანური ფაქტორებით-ეს ღვთის მიერ ხდება. სამოციქულო ეკლესიის წინაშე მდგარი ამოცანები ყოველთვის კრებითი პრინციპით წყდებოდა, განსაკუთრებული სუ-ლიერი განწყობითა და სულიწმიდის შთაგონებით ხორციელდებოდა.
საერთოდ, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ყველა დოგმატურ და ადმინისტრაციულ პრობლემას კრების მოწვევით წყვეტს. ასე ხდებოდა ეკლესიის დაარსების დღიდან: „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩვენცა". (საქმე 15.28). მსოფლიო კრება ზუსტად გამოხატავდა წმიდა წერილისა და ეკლესიის სწავლებას და მისი გადაწყვეტილება მიიჩნეოდა ღვთის ხმად, რომელიც ცვლილებასა და რეგლამენტირებას არ ექვემდებარება. ამიტომ ვამბობთ მართლმადი-დებლები, რომ შვიდი მსოფლიო კრება ეკლესიის უცდომელობის გამომხატველია, ხოლო მისი მონაწილე წმიდა მამები სულიწმიდის შთაგონებით მეტყველებენ. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიოლოგია მსოფლიო კრებაში ხედავს მიწიერი ეკლესიის უმაღლეს ინსტანციას, რომელიც უშუალოდ სულიწმიდის შთაგონების ქვეშ იმყოფება. თავის უცდომელ სწავლე-ბას ეკლესია გამოხატავს მსოფლიო და იმ ადგილობრივი საეკლესიო კრებების მეშვეობით, რომლებსაც VI დაVII მსოფლიო კრებების მიერ აღიარების შედეგად მიენიჭათ მსოფლიო მნიშვნელობა.1
ამრიგად, დღეს დედამიწაზე და მთელ მსოფლიოში უცდომელ კანონმდებლად, მასწავლებლად და მსაჯულად გვევლინება ეკლესია-ერთი, წმინდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის ეს ღმერთკა-ცობრივი სხეული. ისმის კითხვა: როდის არის ეკლესიის სწავლება უცდომელი? პასუხი ერთია: მაშინ, როდესაც ეკლესია ლაპარაკობს, როგორც ერთი მთლიანობა, იგი უცდომელია.2
ახალმოწამე ეპისკოპოსი მარკი (ნოვოსელოვი) შენიშნავს: „მთელი ქრისტეს ეკლესია უცდომელია. იგი მხოლოდ იმას ითვისებს, რაც ქრისტესა და ყველა ქრისტიანის ურთიერთსიყვარულთანაა თანხმო-ბაში (კოლ. 2, 2-3). ეკლესია თავისი სისავსით აღასრულებს უწყვეტ სწავლებას... და მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმიდა, რომელიც იცავს მას (ეკლესიას) ყოველგვარი სენისაგან, რისგანაც არც ერთი ჩვენგანი და თვით კრებაც კი არ არის დაზღვეული, რადგანაც უცდომელობა არის არა კრების კუთვნილება, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიისა, რომელიც ამოწმებს თავის თავს კრებაზე.3
რა თქმა უნდა, დღეს კრებები განსხვავებულ ეპოქასა და საზოგადო-ებრივ ინფრასტრუქტურაში მოქმედებს, მაგრამ ეკლესიის საიდუმლო რეალობა უცვლელი რჩება. ეკლესიის წყობა იყო და არის კრებითი. ეკლესიაში არც ერთი ეპისკოპოსი მსოფლიო კრებების უცდომელო-ბაზე მაღლა არ აყენებს თავის თავს. ამიტომ ვამბობთ მართლმადი-დებლები, რომ მსოფლიო კრება ეკლესიის უცდომელობის გამომ-ხატველია.
დავასკვნით, რომ მსოფლიო კრება შედგება ეპისკოპოსებისაგან, რომლებიც მოციქულთა მემკვიდრენი არიან და სულიწმიდის მადლით აღვსილნი ფლობენ ჭეშმარიტებას-ეკლესიის უცდომელობის საფუძველს. არავის აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს ეს ჭეშმარიტება და, ამავე დროს, მართლმადიდებლად დარჩეს. პირიქით, ასეთი ადამიანი ერესში ვარდება.
როგორც მოგახსენეთ, იერარქია და მორწმუნეთა ყოველი შეკრება მსოფლიო კრება არ არის. დოგმატური საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილება სწორედ მსოფლიო კრებას ჰქონდა. სამწუხაროდ, ეკლესიის ისტორიას ახსოვს მრავალი ისეთი კრება, რომელსაც მსოფლიო კრების პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ მიიღო ნახევრად არიანული სიმბოლო (ანკვირიისა. 358 წ.); კრება, სადაც იმპერატო-რებმა აღიარეს, პატრიარქებმა კი საჯაროდ გამოაცხადეს ერესი.*
რატომ იქნა უარყოფილი ეს კრებები? ისინი ხომ მსოფლიო კრებებისაგან გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდა? მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები არ აღიარა მთელმა ეკლესიამ, ვით ხმა ეკლესიისა.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, თვით კრებაც კი არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან. ახალმოწამე ეპ. მარკი (ნოვოსელოვი) ამბობდა: „ეკლესია არც ერთ კრებას წინასწარ არასოდეს ანიჭებდა მსოფლიო მნიშვნელობას. მას არასოდეს უთქვამს, რომ ესა და ეს სწავლება ჭეშმარიტია, რადგან მსოფლიო კრებამ ასე დაადგინა. ხდებოდა პირიქით-როდესაც კრება ჭეშმარიტ სწავლებას აღიარებდა, ეკლესია მას მსოფლიო კრების ტიტულს ანიჭებდა. არ არსებობს არანაირი ხილული ნიშანი, რითაც მსოფლიო კრება, როგორც იურიდიული ორგანო, ეპისკოპოსთა სხვა დანარჩენი შეკრებებისაგან განირჩეო-დეს".4
აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილ ეპისტოლეში (1848 წ.) გამოთქმულია აზრი, რომ ეკლესია არ იცავს სარწმუნოებრივ საკით-ხებში სავალდებულო იერარქიულ ავტორიტეტს. აი, რა განაცხადეს აღმოსავლეთის უმაღლესმა იერარქებმა მთელი მსოფლიოს გასაგო-ნად: „ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია (სისავსე), ანუ თვით მორწმუნე ხალხი". ეკლესიის ამ შეხედულებას ისტორიული მაგალითები ამყარებს.
გავიხსენოთ ფერარო-ფლორენციის უნია (1437 წ.). მხოლოდ ერთადერთმა მართლმადიდებელმა იერარქმა წმ. მარკოზ ეფესელმა არ მოაწერა ხელი უნიას. მიაქციეთ ყურადღება: კრების საზეიმო ვითარება, მონაწილე ეპისკოპოსთა რაოდენობა, უნიის მომხრეთა სიმრავლე და უარმყოფელთა უკიდურესად სუსტი წინააღმდეგობა. ყოველივე ამას თითქოს უნდა გაემართლებინა აბსოლუტური ავტორიტეტის პრეტენზია ამ კრებისა. მაგრამ ფლორენციის კრებას „ამბსოლუტური ავტორიტეტი" არ მიანიჭა მართლმადიდებელმა აღმოსავლეთმა ჯერ წმიდა მარკოზ ეფესელის, ხოლო შემდეგ ეკლესიის მთელი სხეულის, მთელი სისავსის სახით.
გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას ცხოვრება. წმინდანის წინააღმდეგ საჭირო იყო ბრალდებას კანონიკური სახე ჰქონოდა. ამისთვის პატრიარქმა კალეკამ სთხოვა ანტიოქიის პატრიარქს ეგნატეს, რომ განეხილათ პალამას ცხოვრება. 1345 წელს წმ. გრიგოლ პალამას სამხილებლად და დასასჯელად ბიზანტიაში მოიწვიეს კრება, სადაც მრავალღმერთიანობის გავრცელება დასწამეს პალამას, განაყენეს იგი ეკლესიიდან და საპყრობილეში ჩააგდეს.
ამრიგად გადაწყვიტეს წმიდა გრიგოლ პალამას საქმე ორმა პატრიარქმა და კრებამ. მაგრამ ვინ იყო მართალი?
სიცოცხლეშივე გაამართლეს წმიდა გრიგოლ პალამა. გარდაცვა-ლების შემდეგ ოციოდე წელიწადში კი იგი წმინდანად შერაცხეს.
ეკლესიის წიაღში სარწმუნოებრივი საკითხების განმარტებისა და დამტკიცებისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პიროვნებათა არც რაოდენობას, არც წოდებას და არც იერარქიულ მდგომარეობას. ნათელი მაგალითი ასეთი ღვთივრჩეული პიროვნებისა გახლავთ წმ. მაქსიმე აღმსარებელი. მისი ცხოვრების ერთ ეპიზოდს შეგახსენებთ. წმ. მაქსიმეს ინიციატივით რომში შედგა კრება, რომელზეც ნეტარმა პაპმა მარტინემ ანათემას გადასცა მონოთელიტური მწვალებლობა. წმ. მაქსიმემ თავისი ერთ-ერთი დაკითხვის დროს ახსენა ეს ფაქტი. წმინდანს მიუგეს:-„ამ კრებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ის მეფის ბრძანებით არ იყო მოწვეული".
წმინდანმა უპასუხა:
-„აღიარებული მხოლოდ მეფის მიერ მოწვეული კრებების დადგენი-ლებები რომ იყოს, მაშინ მართლმადიდებელი სარწმუნოება არ იარსებებდა. გაიხსენეთ მეფის ბრძანებით მოწვეული კრებები, სადაც მკრეხელური სწავლებები დადგინდა, რომ ძე ღვთისა არ არის ერთარსი მამა ღმერთისა და ა.შ. ასეთი კრებები იყო: პირველი-ტირში, მეორე-ანტიოქიაში, მესამე-სელევკიაში, მეოთხე-კონსტანტინოპოლ-ში, ევდოქსი არიანელის დროს, მეხუთე-ნიკეაში, მეექვსე-სირიაში, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ მეშვიდე-ეფესოში დიოსკორეს ხელმძღვანელობით. მართალია, ეს კრებები მეფის ბრძანებით მოიწვიეს, მაგრამ დღეს ყველა მათგანი უარყოფილია და დაგმობილი, ანათემას გადაცემული. ასე იმიტომ მოხდა, რომ ამ კრებებზე მიიღეს ჭეშმარიტი სარწმუნოების საპირისპირო, ღვთისმგმობი დადგენილე-ბები".5
ვფიქრობთ, ეკლესიის ისტორიის მცირე მიმოხილვითაც ნათლად წარმოჩნდა, რამდენად დიდია, ძალმოსილია, მნიშვნელოვანია ეკლე-სიის დოგმატური სწავლება და რამდენად შეზღუდულია თვითნება იერარქის, გნებავთ იერარქების, ავტორიტეტი იმავე ეკლესიაში. ამის დანახვა და გააზრება დიდად სასარგებლოა ჩვენთვის.
ამრიგად, მიგვაჩნია, ამ კრებას (თუ ის შედგება) ვერავითარ შემთხ-ვევაში ვერ მიენიჭება მსოფლიო კრების ტიტული. მისი მოწვევის არც ერთი მიზეზი, არც ერთი კრიტერიუმი არ გამოხატავს მსოფლიო კრების ნიშანთვისებას.
1Папство – это ересь. Арх. Кирил Костопулос. М. 1996. გვ. 80.
2Непогрешимость Православия. П. Бумис. М. 2001. გვ. 11.
3М.А. Новоселов. "Письма к Друзьям”. М. 1994. გვ. 136.
*უარყოფილი კრებები: ტიროსის (335 წ.); ანტიოქიის (341 წ.); სელივკიის (359 წ.); კონსტანტინოპოლის (360 წ.); სირმიის (351, 357-359 წ.წ.); ეფესოს (449 წ.) - ე.წ. ავაზაკთა კრება.
4იქვე. გვ. 138.
5წმ. მაქსიმე აღმსარებელი. ცხოვრება.
Xareba.net - ის რედაქცია