xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » სულის ხსნისათვის მისდიეთ უფლის სიტყვას, მისი მცნებებით იცხოვრეთ და ნუ ეძიებთ სასწაულს
სულის ხსნისათვის მისდიეთ უფლის სიტყვას, მისი მცნებებით იცხოვრეთ და ნუ ეძიებთ სასწაულს
11-06-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

სულის ხსნისათვის მისდიეთ უფლის სიტყვას, მისი მცნებებით იცხოვრეთ და ნუ ეძიებთ სასწაულს

 

სიტყვა ლუკას სახარებიდან მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ

 

   იგავიდან ლაზარესა და მდიდრის შესახებ ვიგებთ, რომ როცა ჯოჯოხეთში მყოფმა მდიდარმა უარი მიიღო თხოვნაზე, რომ ლაზა-რეს მისთვის ენა გაეგრილებინა, მაშინ ითხოვა ლაზარე გაეგზავნათ მის ძმებთან, რათა გაეფრთხილებინა ისინი, ღვთისმოშიშებით ეც-ხოვრათ და იმავე სატანჯველში არ ჩაცვევნილიყვნენ, რომელშიც თავად იმყოფებოდა. ამაზე აბრაამმა უპასუხა: უკუეთუ მოსესი და წინაჲსწარმეტველთაი არა ისმინონ, არცაღა მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ (ლუკ. 16,31). რას გვასწავლის ეს იგავი? იმას, რომ სასწაულს კი არ შეუძლია ჩვენი სწავლება, არამედ საღვთო სიტყვას.

   ასეა თუ არა ეს სინამდვილეში? ასეა! სასწაულს კი არ შეუძლია ჩვენი რწმენაში განმტკიცება, არამედ რწმენას; ამიტომ, ნუ ეძებთ და ოცნებობთ სასწაულებზე. უფალმა რწმენის განსამტკიცებლად საღვ-თო წერილი დაგვიტოვა, რომელიც ისე ანათლებს ჩვენს სულს, რო-გორც დღის ნათელი წყვდიადს.

   ჭეშმარიტად, არა სასწაული, არამედ საღვთო წიგნი გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვცხონდეთ, მხოლოდ ის დაგვაყენებს ნათლისაკენ მიმავალ გზაზე, აი, ამის უდავო მაგალითი:

   კილიკიის ქალაქ ტარსუში ცხოვრობდა კაცი, სახელად ბაბილა. იგი უკანონოდ  ცხოვრობდა ორ ცოლთან და თავისი საქმეებით ეშმაკს უტოლდებოდა. ერთხელ, როდესაც ეკლესიაში შევიდა, მოისმინა სახარების სიტყვები: (მათ. 4,17), რამაც ისე იმოქმედა ბაბილაზე, რომ ღრმა სინანულში ჩავარდა და ატირდა. იგი საკუთარ თავს კიცხავდა წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო და ცდილობდა გამოსწო-რებულიყო. მართლაც, იგი სრულიად გარდაიქმნა. ბაბილა გახდა ღვთისმოშიში, მორჩილი და თავმდაბალი. მხოლოდ ღვთისთვის სათნო საქმეებს იქმოდა, უფლისათვის იღვწოდა და მარად იგონებდა იესო ქრისტეს ცხოვრებას.

   აი, კიდევ ერთი მაგალითი: ერთი ბერი ეკლესიაში წავიდა, ტაძარში შესვლისას სახე ისეთი შავი ჰქონდა, როგორც ეთიოპელს, რადგან ეშმაკებმა წაბილწეს იგი. მფარველი ანგელოზი მას შორიდან აკვირ-დებოდა, მაგრამ მსახურების შემდეგ, როცა ბერი ეკლესიიდან გა-მოვიდა, მისი სახე სუფთა და ნათელი იყო; ახლა უკვე ეშმაკები იდგნენ შორს მისგან, მფარველი ანგელოზი კი ნათელი და მხიარული სახით მოაცილებდა. ძმებმა ჰკითხეს:

   -რა დაგემართა ტაძარში?

   მან კი უპასუხა:

   -მე ცოდვილი ვარ, მთელი ცხოვრება ბოროტად ვიცხოვრე, მაგრამ ტაძარში შესვლისთანავე გავიგონე ესაია წინსაწარმეტყველის სიტყ-ვები: განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან გან-მარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავ-ლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ (ეს. 1, 16, 17), მაშინ მოდით და ცილობა ვყოთ მეწამულიც რომ იყოს ჩვენი ცოდვები, თოვ-ლივით განსპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება (ეს. 1, 18-19), ამის გამგონემ სულიერად შევინანე და უფალს დავპირდი: „შენ ერთადერთი ხარ უფალო, ვინც ჩვენი, ცოდვილების გადასარჩენად მოხვედი. ის, რაც წინასწარმეტყველთა პირით გვამცნე, ახლა საქმით აღასრულე ჩემ-თვის-ცოდვილისა და უღირსისათვის და გპირდები, სულითა და გულით შევინანებ და ვიღვაწებ იმისათვის, რომ განვაგდო ყოველ-გვარი ბოროტი და კეთილად ვიცხოვრო. გამოვედი ეკლესიიდან განმკითხველი ჩემი სულისა და პირობა დავდე უფლის წინაშე, რომ აღარასოდეს შევცოდავ." - თქვა ბერმა. 

   ყველამ, ვინც ეს ისმინა, უფალი ერთხმად განადიდა.

   როგორც ხედავთ, ძმებო, სასწაულში კი არ უნდა ვეძებოთ ხსნა, არამედ წმინდა წერილში. გვაქვს წმიდა წერილი? მეტი რაღა გინდა. განა იქ ცოტაა ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ცხონებისათვის? განა მისი ჭეშმარიტება სასწაულებითა და იესო ქრისტეს სისხლით არ არის დამოწმებული? მოხმობილი მაგალითების შემდეგ რაღა საჭიროა ვამტკიცოთ, რომ საღვთო სიტყვას შეუძლია სასიკეთო ზემოქმედება მოახდინოს ყოველ კაცზე, აშკარაა, რომ მისი ნათელი ყველასა და ყველაფერს აბრწყინებს. საღვთო წერილის კითხვა და მოსმენა სულს ამაღლებს, უფალთან აახლოებს, ბადებს სინანულს, იმედს, რწმენას, უფლის სიყვარულს: (ლუკ. 11,28); და-ბოლოს, ნეტარნი იქნებით, თუკი მიატოვებთ სასწაულების ძიებას და ღვთისმოშიშებით წაიკითხავთ საღვთო წერილს. ამიტომ გონებით მისდიეთ მის მცნებებს და დაემორჩილეთ უფალს სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით. ამინ.

 

 

 


„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine