xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » სიყვარულის შესახებ (წმ. ბასილი დიდის სიტყვა სიკვდილის შესახებ)
სიყვარულის შესახებ (წმ. ბასილი დიდის სიტყვა სიკვდილის შესახებ)
7-12-2022, 15:14  / ამოსაბეჭდი ვერსია

სიყვარულის შესახებ (წმ. ბასილი დიდის სიტყვა სიკვდილის შესახებ)

 

წმ. ბასილი დიდის სიტყვა სიკვდილის შესახებ

 

   სულის ხსნისათვის, უპირველესად, აუცილებელია უფლისა და მოყვასის სიყვარული. უსიყვარულოდ ვერც რწმენა და ვერც კეთილი საქმეები ვერ გადაგვარჩენენ. მოციქული ამბობს: და მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდე, არა-ვე-რაჲ ვარ (1 კორ. 13,2). მაგრამ რამდენი ქრისტიანია ქვეყნად, რომელმაც არაფერი იცის სიყვარულის შესახებ? ცხოვრობს ადამიანი, დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მარხულობს, თითქოს მოწყალებასაც იღებს, მაგრამ ყოველივე ამას იმიტომ აკეთებს, რომ საჭიროა და რომ სხვებიც ასე იქცევიან. სინამდვილეში მისი გული ცივია, ის არც გონებით, არც გულით უფლისაკენ არ მიილტვის და არც ახლობლების მიმართ არის შემწყნარებელი. ეს, ძმებო, ჩვენს დროში არსებული არცთუ ისე იშვიათი ნაკლოვანებაა და, რაღა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენთვის. ვიმეორებთ, უსიყვარულოდ არ არსებობს ხსნა, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია და სიყვარულში იგი ცხოვრობს - ვინც ღმერთში ცხოვრობს. სიყვარულია სულის ხსნის დასაბამი.

   წმინდა ბასილი დიდი სიკვდილის შესახებ სიტყვაში ამბობს: „რა სარგებელია ჩვენთვის, შვილო, თუკი მთელ მსოფლიოს დავიპყრობთ და სიყვარული არ გვექნება? რა წარმატებას მიაღწევს ის, ვინც მეფისათვის ან ბატონისთვის გაამზადებს მდიდრულ სუფრას და საკვების მარილით შეზავება დაავიწყდება? განა შერცხვენილი არ იქნება მის მიერ, ვისაც უხმო? ასეა სულის ხსნის საქმეშიც. უსიყვარულოდ ამაოა სულისათვის ღწვა, რადგან სიყვარულის გარეშე აღსრულებული საქმე, ღვთისთვის საამო არ არის. თუკი ვინმე იცავს ქალწულობას, მარხვას, ლოცულობს, მოწყალეა, უფალს მიუძღვნის ძღვენს, ეკლესიაში შესაწირი მიაქვს და ეს კეთდება უსიყვარულოდ, არ ეძღვნება უფალს, ყველაფერი ამაო იქნება.

   ამიტომ, არასოდეს იფიქრო უსიყვარულოდ რამის გაკეთება, თუკი იტყვი: „არ მინდა ჩემს ძმას შევურიგდე, უფალი კი მიყვარს", ტყუილია. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „სიყვარულის ძალა დაუმარცხებელია! სიყვარული უსაზღვროა! არაფერია მასზე აღმატებული, არც დედამიწაზე და არც ცაში, სიყვარული სათავეა ყოველგვარი კეთი-ლისა, ყოველგვარი სათნო საქმის მარილია. კურთხეულია ის, ვინც სიყვარულს შეიმოსავს: მისი ჯილდო ყოველდღიურად იზრდება, მისთვის დიდების გვირგვინი მზადდება, მას შენატრიან ანგელოზნი და უფალი არასდროს განეშორება. ღმერთი სიყვარულია: და თუკი სიყვარულით ვცხოვრობთ, მაშინ ჩვენ უფალში ვცხოვრობთ და თავად უფალი - ჩვენში".

   ხედავთ, ძმებო, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ სულის ხსნისათვის საჭიროა სიყვარულში განმტკიცება, რაც ქრისტიანობის ძირითადი საფუძველია. ამიტომ ეცადეთ, გააღვივოთ და ფესვი გაადგმევინოთ მას თქვენში. ეს იქნება ყოველგვარი სიკეთის დასაბამი. ყოველგვარი საქმე ღვთის სიყვარულით, მისი სახელის სადიდებლად აკეთეთ და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც უფლისათვის არ აკეთებთ, უსარგებლო და ამაოა, ასეთი ღვაწლი არც უფალს ესათნოება და არც ჩვენი სულისათვისაა სასარგებლო. იმისათვის, რომ გულში სიყვარული გავიმყაროთ, ხშირად მოვიგონოთ უფალი, მისი სრულქმნილება, მისი დიდებული საქმეები. წმინდა დიმიტრი როსტოველი ამბობს: „გახსენი გონებისა და გულის კარი, დაანთე საკუთარ გულში საღვთო სიყვარული, შენი სული მარად მღვიძარებდეს ღვთის ნების აღსასრულებლად და მაშინ ვეღარაფერი დაგამარცხებს, ვერც განსაცდელი, ვერც დევნულება, ვერც ცეცხლი, ვერც მახვილი". ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine