xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » არ განიკითხოთ სასულიერო პირები
არ განიკითხოთ სასულიერო პირები
1-06-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

არ განიკითხოთ სასულიერო პირები

 

წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა განკითხვის შესახებ

 

   მართლმადიდებელთა შორის ბევრი მწვალებელია. ეს უკანასკ-ნელნი ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ, მორწმუნეები ეკლესიას ჩამოაშორონ და მათ სასულიერო პირთა წინააღმდეგაც ამხედრებენ. თუკი მართლმადიდებელ სასულიერო პირს სულ მცირე შეცდომას შეამჩნევენ, არ პატიობენ და ყველგან გაჰყვირიან: „შეხედეთ, როგორი მღვდელი გყავთ, რას აკეთებს, როგორ ცხოვრობს. განა შეიძლება, ამგვარს მოვუსმინოთ? განა შეიძლება სულის ხსნის იმედით მასთან ვიაროთ?" და ა.შ. გაუცნობიერებელი მართლმადიდებლები ხშირად ემორჩილებიან ასეთ ბოროტ შეგონებას, ტოვებენ სულიერ მამებს, ეკლესიას და მწვალებლები ხდებიან. იმისათვის, რომ ბოროტს ენა დავუდუმოთ და აგაშოროთ მათი ცრუ შეგონებანი სასულიერო პირთა შესახებ, გთავაზობთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვას-თუ რაგვარი პატივი უნდა მივაგოთ სასულიერო პირებს.

   წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „თუ სასულიერო პირი ჭეშმა-რიტებას გვასწავლის, მისი ცხოვრების წესს ნუკი უყურებ, არამედ მის სიტყვას უსმინე, არასოდეს თქვა: რატომ მიქადაგებს იმას, რასაც თავად არ ასრულებს? მას ყველას დამოძღვრა ევალება და თუ თავად ასე არ იქცევა, ამას უფალი განსჯის. თუკი შენ ყურად არ იღებ მოძღვრის ქადაგებას, შენც სასჯელი გელის, ვინაიდან მწყემსის გმობა ცხვრების საქმე არ არის, ძმანო. იგი თქვენი და თქვენი თანამოძ-მეების გამო ყოველდღიურად ღვთისმსახურებას ასრულებს, დილა-საღამოს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ უფალს თქვენს თავს ავედრებს. მხოლოდ ამაზე იფიქრეთ და სასულიერო პირი საკუთარ მამად ჩათვალეთ. თქვენ იტყვით: „იგი ცოდვილი და ბოროტია" შენ რა გესაქმება ამასთან? თუკი ურწმუნო ხარ, რა სარგებელი გექნება, თუნდაც კეთილმა ილოცოს და იღვაწოს შენთვის? მაგრამ, თუკი ჭეშმარიტად გწამს, შენზე არც იმოქმედებს სასულიერო პირის ღირ-სეულობა თუ უღირსება. გახსოვდეს, რომ „კურთხევა უფლისაგან მოდის; მღვდელი მხოლოდ ბაგეს ხსნის, ყველაფერს კი თავად უფალი აღასრულებს".

   ნუთუ აქედან არ აშკარავდება, რომ ნებისმიერი სასულიერო პირის საშუალებით უფალი მოქმედებს, თუნდაც ზოგიერთი მათგანი უღი-რსი იყოს? აბა, დაფიქრდით: ვინ გვაცხოვნებს, მღვდელი თუ უფალი? ვინ გვიბოძებს მადლს ქრისტიანულ საიდუმლოებებში? ვინ ისმენს ჩვენს ლოცვას ეკლესიაში? ვისი სიტყვა იკითხება ტაძარში, ან ვის სიტყვას ამბობს მოძღვარი? რაღა თქმა უნდა, უფლისა, და რაღა თქმა უნდა, ჩვენი სულის ხსნა უფლის ხელშია და არა-სასულიერო პირისა. კიდევ ერთს დავამატებთ: თუ შენ ჭეშმარიტად გსურს, გადარჩე მღვდლის მეშვეობით, ეძიე უცოდველი სასულიერო პირი. მაგრამ ისმის კითხვა, იპოვი ასეთს? ვაი, რომ ყოველი ჩვენთაგანი ცოდ-ვილია, პირველიდან-უკანასკნელის ჩათვლით; არ მოიძებნება ვინმე, თუნდაც ერთი დღით იცხოვროს უბიწოდ იცხოვროს ამ ქვეყანაზე. ამიტომ, ნუ აქცევთ ყურადღებას სასულიერო პირთა ცხოვრებას! მათი განქიქებისა და ტაძრის მიტოვების ნაცვლად, უმჯობესია, მათ მგმო-ბელებს გავექცეთ. გჯეროდეს, ვიდრე ეკლესიის კალთის ქვეშ ხარ შეკედლებული, შენი სულის ხსნა შესაძლებელია-თუნდაც ცოდვილი მღვდლის ხელით. ეკლესიის გარეთ კი-ერეტიკოსებთან ერთად-დაიღუპები, რადგან რაც არ უნდა წმინდად მოგეჩვენონ ისინი, მათ არც ეკლესია, არც საიდუმლოებები და შესაბამისად, არც საღვთო მადლი არ გააჩნიათ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine