xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ახალი ამბები » სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სიტყვა პანორთოდოქსულ შეკრებაზე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სიტყვა პანორთოდოქსულ შეკრებაზე
11-03-2014, 19:45  / ამოსაბეჭდი ვერსია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სიტყვა პანორთოდოქსულ შეკრებაზე  
   საქართველოს საპატრიარქო 6-9 მარტს სტამბოლში, კონსტანტინოპო-ლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორ-თოდოქსულ შეკრებაზე ილია II-ს მიმა-რთვის ტექსტს ავრცელებს, რომელსაც მართლმადიდებლური ინტერნეტჟურ-ნალი  "ხარება"  უცვლელად გთავა-ზობთ:

   "საქართველოს სამოციქულო ეკლესი-ის სახელით გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებსა და წარმომადგენლებს და აღვნიშნავ,  რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც მან უნდა განიხილოს საკითხები, რომელიც მომავალი დიდი კრების წარმატებით ჩატარების წინაპირობად უნდა იქცეს.

   რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის შიში, რომელიც არსებობს მრევლის დიდ ნაწილში ამ საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით და მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის მომზადებას. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო კრებების მოწვევა ხდებოდა მწვალებლობისაგან ეკლესიის დაცვის და ჭეშმარიტი სწავლების განმტკიცების მიზნით. ეს კრება კი სხვა სახისაა, მისი მოწვევის საფუძველი და მიზეზი სულ სხვა არის.

   დიდი კრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს მართლმადიდებელთა ერთობა. ამიტომაც აუცილებელ პირობად მიგვა-ჩნია, ეს შეკრება ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე კონსენსუსის (ყველას თანხმობის) მიღწევა და ყველას ინტერესის გათვალისწინება. ამასთან, კონსენსუსის წესით უნდა წარიმართოს მთავარი შეხვედრაც. ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ აღნიშნული კრება არ იქცეს ეკლესიათაშორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად და დამაბრკოლებელად მსოფლიოს წინაშე.

   ვეთანხმებით იმ აზრს, რომ საჭიროა უკვე გავლილი და შეთანხმებული თემების ნაწილის ხელახლა განხილვაც, რათა, თანამედროვე მდგო-მარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ამასთან, ათივე საკითხი, რაც შემუშავდა მოსამზადებელ შეხვედრებზე და რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული 1968 წელს ჟენევაში გამართულ სხდომაზე, მომავალი კრების დღის წესრიგში უნდა შევიდეს.

   მინდა აღვნიშნო უშუალოდ საქართველოს ეკლესიასთან დაკავში-რებული თემების შესახებაც:

   ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონს-ტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება.

   მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეს არის ღია ჭრილობები საქართველოს სხეულზე. ირღვევა საეკლესიო კანონიკური ნორმებიც, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ჩვენთან შეუთანხმებლად და ჩვენი ნებართვის გარეშე ჩადიან აფხაზეთის ეპარქიაში, რომელიც, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის განუყოფელი ნაწილია. მე არ შემიძლია თქვენს წინაშე არ დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ საქარ-თველოს ამ ორივე ეპარქიიდან 370 000-ზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც დღეს ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე იმყოფებიან; პრობლემურია ადგილზე დარჩენილთა მდგომარეობაც.

   დაბოლოს აღვნიშნავ, რომ ოც წელზე მეტია ჩვენს ქვეყანაში რთული ვითარებაა, ძმათაშორის დაპირისპირების მძიმე შედეგები საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ამიტომაც მტკივნეულად განვიცდით დღეს სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ვლოცულობთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყნებში.

   კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და შევთხოვ უფალს, 6-9 მარტის ჩვენი თავყრილობა იმედის მომცემი და ნაყოფიერი იყოს”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს სიტყვაში, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა სტამბოლში პანორთოდოქსულ შეკრებაზე 6 მარტს წარმოთქვა.


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine