xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » ღვთის სიტყვა უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ადამიანის გულზე
ღვთის სიტყვა უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ადამიანის გულზე
24-05-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ღვთის სიტყვა უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ადამიანის გულზე

 

ღირსისა მამისა ჩვენისა ნიკიტა მესვეტის-სასწაულთმოქმედის გარდაცვალება

 

   ღვთის სიტყვა უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ადამიანის გულზე. ამის დამტკიცებას ახლავე ვეცდებით.

   ღირსი მამა ნიკიტა, რომელსაც ეკლესია 24 მაისს მოიხსენიებს, დაიბადა და აღიზარდა ქალაქ პერეიასლვში. თავიდანვე ღვთის-მოსშიშებით არ გამოირჩეოდა. იყო პირქუში, მოძალადე, მეამბოხე. დიდად აჭირვებდა ადამიანებს, ხშირად ავაზაკობდა და ძარცვავდა მათ. რაც თავად იყო, ისეთივე მეგობრებიც ჰყავდა. ერთხელ, მწუხ-რისას, ეკლესიაში შევიდა და გაიგონა: განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა და ა.შ. ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა ნიკიტაზე, რომ თავზარი დაეცა. სახლში დაბრუნდა და მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. გამუდმებით ფიქრობდა გაგონილზე, დილამდე ძრწოდა, შემდეგ ამოიოხრა და თქვა:

   -ვაი მე, რადგან უამრავჯერ ვცოდე!

   სახლიდან ლოცვითა და ტირილით გამოვიდა. წავიდა ერთ-ერთ მონასტერში, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა:

   -გადაარჩინე დაღუპვის პირას მდგარი სული.

   იღუმენმა ეპიტიმია დაადო. იგი სამი დღის განმავლობაში იდგა მონასტრის კარიბჭესთან და ტირილით უამბობდა გამვლელ-გა-მომვლელს თავისი ცოდვების შესახებ. შემდეგ შიშველი შევიდა ჭაობში და უფალს ლოცვით ევედრებოდა, მიეტევებინა მისთვის. ქინქლები და კოღოები ვეებერთელა ღრუბლებივით შემოეხვივნენ გარს. როდესაც მონასტერში დაბრუნდა, საშინელი შესახედი იყო, მთელი სხეულიდან სისხლი სდიოდა. იღუმენმა ჰკითხა:

   -შვილო ჩემო, ეს რა დამართე საკუთარ თავს?

   ნიკიტა მხოლოდ ერთს ევედრებოდა:

   -მამაო, გადაარჩინე დაღუპვის პირას მდგარი სული.

   ნიკიტა მუდმივად ლოცულობდა, მღვიძარებდა. შემდეგ ეკლესიის კედლის ახლოს გოდოლი გააკეთა, გათხარა ვიწრო ბილიკი ეკლესიის კედლის ქვეშ და ამ ბილიკით მიდიოდა ლოცვაზე. ასეთი ღვაწ-ლისთვის უფლისაგან სასწაულმოქმედების უნარი მიიღო. სხვადასხვა სენით შეპყრობილნი მიდიოდნენ მასთან და უკან განკურნებულნი ბრუნდებოდნენ. აი, რა გავლენა იქონია ნიკიტაზე ესაია წინასწარ-მეტყველის ზემოთმოყვანილმა სიტყვებმა: განიბანეთ, განიწმი-დეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა (ეს. 1,16). ამ სიტყვებმა ცოდვილისაგან უდიდესი წმინდანი და სასწაულმოქმედი შექმნეს. აი, ასეთი ყოვლისშემძლე უნარი ჰქონდა საღვთო სიტყვას ადრე და ახლაც ასევე ხდება. შეხედეთ ატირებულ ხალხს ეკლესიაში, ვინ იწვევს მათში ამ ცრემლებს? უფლის სიტყვა! შეხედეთ ფხიზელ ადამიანებს, რამდენი მათგანი ლოთობისა და გაღატაკების შემდეგ მოვიდა ეკლესიაში. საღვთო წერილის მოსმენისას დაივიწყა ღვინო და პატიოსან ადამიანად იქცა. რამდენი მტერი შეარიგა საღვთო სიტყვამ და რამდენი თითქოსდა გამოუსწორებელი ადამიანი განაშორა ცოდვას და კეთილად მოაქცია, რამდენი ბიწიერება მოსპო, რამდენი გზას-აცდენილი სული დააყენა ჭეშმარიტების გზაზე, ყველაფერს ვერც ჩამოვთვლით.

   დაე, გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტე ჩვენთანაა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ისწრაფვეთ მისკენ, მოგცემთ მაცოცხლებელ წყალს, რომლის დალევის შემდეგ წყურვილი აღარასოდეს შეგაწუ-ხებთ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine