xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » როგორ უნდა შევიმსუბუქოთ ტკივილი, როდესაც ამაო შეურაცხყოფას ვითმენთ
როგორ უნდა შევიმსუბუქოთ ტკივილი, როდესაც ამაო შეურაცხყოფას ვითმენთ
19-05-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

როგორ უნდა შევიმსუბუქოთ ტკივილი, როდესაც ამაო შეურაცხყოფას ვითმენთ

 

კეთილმორწმუნე მთავრის, იოანეს შესახებ

 

   ვფიქრობ, არაფერია იმაზე რთული, შეინარჩუნო დიდსულოვნება, როდესაც შეურაცხგყოფენ და თანაც-სრულიად უმიზეზოთ. ამ დროს გული თითქოს ნაწილ-ნაწილ გვეგლიჯება. ჩვენ ვამბობთ: „ნუთუ ღმერთი არ ხედავს, რომ ამაოდ ვითმენთ? ნუთუ იგი ჩვენს მტერს არ დასჯის? ეს უკანასკნელი რისთვის ზეიმობს გამარჯვებას? სად არის სამართალი?" და ამ მწუხარებას, რომელიც გვთრგუნავს, ზედ სხვა უბედურებაც ემატება. ჩვენ ვმრისხანებთ, მრისხანება კი გულს აჭი-რვებს, სულის სიმშვიდეს გვიკარგავს და მართლაც, აუტანელი ხდება ჩვენი ტანჯვა-წამება.

   ალბათ იკითხავთ, რა ვქნათ? სხვაგვარად როგორ მოვიქცეთ? ყოველგვარი სიკეთის მოძულე, კაცთა მტერმა ეშმაკმა, ერთხელ დიდი მთავრის-იოანეს გულში საკუთარი ძმის-ანდრიას და მისი შვილების-იოანესა და დიმიტრის მტრობა ჩადო. მთავარმა მათი დატყვევება და პერეიასლავში გადასახლება ბრძანა. ისინი წაიყვანეს ბელოოზეროში, შემდეგ ვოლოგდაში და იქ ბორკილდადებულებმა მრავალი წელი დილეგში გაატარეს. საპყრობილეში მყოფი ღვთის-მოსავი თავადი იოანე სიმხნით აღიჭურვა და არა მარტო თავად უძლებდა უდრტვინველად ყოველგვარ განსაცდელს, არამედ თავის ძმას-დიმიტრისაც ამშვიდებდა და ეუბნებოდა:

   -ნუ წუხარ, ძმაო, საპყრობილისა და მარწუხების გამო. თავად უფალმა ისურვა, რომ ჩვენი სულის სასარგებლოდ ბიძაჩვენის სულში აღეძრა სურვილი-ასე მოგვქცეოდა. უფლის ნება იყო ჩვენი ბედის ამგვარად წარმართვა, რათა ამაო საზრუნავს არ დავეღუპეთ. ვევედ-როთ ღმერთს, მოიღოს მოწყალება და მოგვანიჭოს ძალა, სიხარულით დავითმინოთ მწუხარება. რათა ამგვარად სამუდამო ტანჯვისაგან გვიხსნას.

   და რით დამთავრდა ეს ყველაფერი? იმით, რომ იოანემ, ბორ-კილდადებულმა 30 წელი იცხოვრა, კეთილგონიერებითა და დათმე-ნით სიმშვიდე მოიპოვა და სიკვდილის წინ, დილეგში, ბერმონა-ზვნური ცხოვრების სიხარულიც ეწია. ხოლო, როდესაც აღესრულა, უფალმა ღირსეულად განადიდა იგი. როგორც მის ცხოვრებაშია ნათქვამი, აღსრულებული წმინდა იოანეს სხეული კეთილსურ-ნელებას აფრქვევდა, მისი წმინდა ნაწილები კი დღემდე კურნავენ მასთან რწმენით მისულ ავადმყოფებს.

   აი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ტყუილ-უბრალოდ გვწამებენ ცილს. მარად გვახსოვდეს, რომ უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება; უნდა ვაპატიოთ და შევურიგდეთ ჩვენს მტერს, უფალს მივანდოთ საკუთარი ბედი, დათმენითა და სიყვარულით გადავფაროთ ყველა-ფერი, როგორც ამას მიაღწია ღვთისმოსავმა იოანემ, როცა ლმობიე-რებითა და სიმშვიდით შეიმოსა და საპყრობილეში ბორკილებისთვის ხარობდა. თუკი ჩვენც ასე მოვიქცევით, უდიდეს სარგებელს ვნახავთ. რას მოიპოვებს წყენაზე და მტრობაზე სიყვარულით გამარჯვებული? მოიპოვებს სულიერ სიმაღლეს, ნებისყოფის სიმტკიცეს, ჭეშმარიტად კეთილშობილ გულს. იგი ამაღლდება მდაბალ სურვილებსა და მიდრეკილებაზე, ადვილად მოერევა და შეიმსუბუქებს ჭმუნვას, იგი მიაღწევს სიყვარულის უმაღლეს საფეხურს (რომ. 5,3-5 და მათ. 5,44-48). ასეთ ადამიანს ცრემლებთან ერთად მწუხარებაც უქრება ისევე, როგორც მზის პაპანაქება ქრება წვიმის მოსვლისთანავე. ასეთ ადამიანს მოეპოვება იმდენი ძალა, რომ ანთებულ ღუმელშიც ღმერთი ადიდოს, ინეტაროს დილეგში, იარებითა და წყლულებით სავსემ იმხიარულოს. და აგრეთვე, მოიპოვოს ორი უდიდესი გამარჯვება, რომელთაც ჭეშმარიტად შეიძლება ვუწოდოთ გამარჯვება გამარჯ-ვებათა შორის: პირველი-საკუთარ თავზე, მეორე-საკუთარ მტერზე.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine