სიტყვა ბერ სერაპიონზე
უფალი ამბობს: განყიდეთ მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე (ლუკ. 12,33).-გაყიდე ქონება და დაურიგე ყველაფერი უქონელთ. ამის გამგონენი ალბათ იტყვით: ჩვენ რაღა დაგვრჩება? რითღა ვირჩინოთ თავი? ეს ხომ ძალიან ძნელია, უფრო სწორედ, შეუძლებელი. რა ვქნა, ძმებო, რა გიპასუხოთ ამაზე? გიპასუხებთ, რომ ძნელია, მაგრამ შეუძლებელიაო,-ვერ გეტყვით.
ერთხელ, ზამთარში, ღირსი მამა სერაპიონი ალექსანდრიაში წავიდა და დაინახა შეუმოსავი ღატაკი, რომელიც სიცივისაგან კანკალებდა. სერაპიონმა საკუთარ თავს უთხრა:
-აი, შენ მმარხველი და უფლის მცნებების აღმსრულებელი ხარ, მაგ-რამ შემოსილი დადიხარ. ეს ღატაკი კი სიცივისაგან კვდება. შემოსე იგი, თუ არა და, როგორც მკვლელი, ისე განისჯები.
ეს თქვა სერაპიონმა, გაიხადა თავისი უკანასკნელი მოსასხამი და ღატაკს მისცა. ერთმა შემხვედრმა ნაცნობმა სერაპიონს ჰკითხა:
-ვინ გაგაშიშვლა?
-ამან! და სახარებაზე მიუთითა.
შემდეგ სერაპიონს ერთი კაცი შეხვდა, რომელიც ვალის გადაუხ-დელობის გამო ციხეში მიჰყავდათ. შეებრალა იგი, გაყიდა თავისი სახარება და აღებული ფულით ტყვეობისგან გაათავისუფლა. როდე-საც მისმა მოწაფემ სერაპიონის შიშველი ფეხები იხილა, ჰკითხა:
-სად არის, მამაო, შენი სამოსელი?
-მე ის იქ გავგზავნე, საიდანაც უკეთესს გამომიგზავნიან.
-შენი სახარება სადღაა?
სერაპიონმა უთხრა:
-იგი მუდმივად მეუბნებოდა, გაყიდე შენი მონაგები და უქონელთ დაურიგე. და მეც ისე მოვიქეცი, როგორც მირჩევდა. გავყიდე და აღებული საფასური გაჭირვებულებს დავურიგე, რათა ამისთვის ჯილდო მივიღო ჩემი სფლისგან.
ამრიგად, ძმებო, მართლაც ძნელია უფლისათვის მთელი ქონება გაყიდო და წყალობა გაიღო, მაგრამ, როგორც ხედავთ, შეუძლებელი არაფერია. ცხადია, უფლის ჭეშმარიტმა მსახურებმა კარგად დაიხსო-მეს მართალი იობის სიტყვები: შიშველი გამოვედი დედის მუც-ლიდან და შიშველი გავალ ამქვეყნიდან და უფალს მიუძღვნეს ყველაფერი, საკუთარი თავის ჩათვლით. შეურყეველ რწმენასა და მხურვალე სიყვარულს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. სერაპიონს ორივე გააჩნდა და ყველაზე დიდებული გამარჯვება მოიპოვა-გამარჯვება საკუთარ თავზე და არც შიმშილს, არც სიშიშვლეს, არც არანაირ მიზეზს არ შეეძლო მისი გულიდან უფლის სიყვარულის განდევნა. მისი სახით ჩვენ ვიხილეთ გლახაკთშემწყნარებელი, დი-დებული ღვთისმოყვარე, მიწის ანგელოზი და ზეცის კაცი. აი, რისი გაკეთება შეუძლია სიყვარულსა და რწმენას, რაგვარ სულიერ სრულყოფილებას შეიძლება მიგვაღწევინოს ღვთისკენ სწრაფვამ და საკუთარი თავის უარყოფამ. დაე, მუდამ ჩვენს თვალთა წინაშე იყოს სულიერი მაგალითი ამ დიდებული ადამიანისა და ჩვენი შესაძ-ლებლობისამებრ მივბაძოთ ამ დიდებულ გლახაკთმოყვარეს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.