xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » ვაი მას, ვინც იუნჯებს თავისთვის და არა ღვთისთვის
ვაი მას, ვინც იუნჯებს თავისთვის და არა ღვთისთვის
12-05-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ვაი მას, ვინც იუნჯებს თავისთვის და არა ღვთისთვის

 

თქმული წმინდა ეპიფანეს ცხოვრებიდან

 

   დავით მეფსალმუნე ამბობს: მდიდარნი დაგლახაკნენ და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა არა ნაკლულევან იქმნენ ყვლისაგან კეთილისა (ფსალმ. 33,11). რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმას, რომ უფალი არასდროს მიატოვებს მის მადიდებ-ლებს. ჩვენ კი ამას ჩვენი მხრივ დავამატებთ იმას, რომ უბედურება მოელის მას, ვინც უფლისთვის კი არა თავისი თავისთვის იუნჯებს.

   ქალაქში, რომლის ეპისკოპოსად წმინდა ეპიფანე იყო განწესებული შიმშილობა ჩამოვარდა და საშინელმა მწუხარებამ მოიცვა ყოველი კაცი. მაშინ იქ ცხოვრობდა მდიდარი მემამულე ფაუსტინე, რომელსაც პურის უდიდესი მარაგი ჰქონდა. ის ცეცხლთაყვანისმცემელი იყო. ეპიფანემ სთხოვა:

   -მეგობარო, ვალით მომყიდე ხორბალი, რათა მშივრები დავაპურო და დროთა განმავლობაში აუცილებლად დაგიბრუნებ.

   ფაუსტინემ უპასუხა:

   -წადი შენს ღმერთთან და ის მოგცემს ხორბალს.

   ეპიფანე წავიდა წმინდა მოწამეთა ეკლესიაში და მთელი ღამე ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, რათა მშივრები დაეპურებინა. იქვე იყო კერპთაყვანისმცემელთა ტაძარი, სადაც უცხოებს არ უშვებდნენ, მაგრამ თუკი ვინმე მაინც შევიდოდა, მაშინვე კვდებოდა. ლოცვის დროს ეპიფანეს ხმა მოესმა:

   -წადი კერპთაყვანისმცემელთა ტაძარში!

   ეპიფანე წავიდა, მის წინ თავისით გაიხსნა ტაძრის კარი და იქ შესულმა დიდძალი ოქრო იპოვა. განძი აიღო, წავიდა ფაუსტინესთან და მისგან მთელი ხორბლის მარაგი შეიძინა, რითაც ქალაქის მოსახლეობაც დააპურა და მათი ბეღლებიც ხორბლით გაივსო.

   როდესაც ფაუსტინემ პურის მარაგი მთლიანად გაყიდა, 11 ხომალ-დი გაგზავნა კალაბრიაში და ხორბლითა და ფქვილით დატვირთა. უკან მომავალ გზაზე, ქალაქიდან 100 ვერსის დაშორებით, ქარიშხალი ამოვარდა და ყველა გემი ტვირთიანად ჩაიძირა. ფაუსტინემ ეს რომ შეიტყო, უზენაესი ღმერთისა და ეპიფანეს გმობა დაიწყო. რა თქმა უნდა, წყევლა-კრულვა ხომალდებსა და პურს ვეღარ დაუბრუნებდა და აღსრულდა მეფსალმუნის სიტყვები:მდიდარი დაგლახაკნეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.

   დიახ, ჭეშმარიტად მართალს ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი და გასაგებია მისი სიტყვები. აი, მდიდარი საბოლოოდ გაღატაკდა და დაიმშა, ხოლო მშივრები უფლის წყალობით აღივსნენ. გაღატაკება მხოლოდ მათ ემუქრებათ, ვინც საკუთარი გამდიდრებისათვის იღვ-წიან და არა უფლისათვის. თქვენ ხედავთ, როგორ მაღლდება უწმინ-დური, ვითარცა კედარი ლობანისა, მაგრამ რა იქნება ამ ანგარების-მოყვარეთათვის მომავალ ცხოვრებაში? რა მოხდება მას შემდეგ, როდესაც მოესმებათ: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე, ვისა იყოს? (ლუკ. 12,22). დიახ, ისინი მხოლოდ მაშინ შეიტყობენ, რომ ყველაფერი მიწიერი, რაც მათ ეკუთვნოდათ, განსასვენებლის მიღმა დარჩა, საიქიოს კი მხოლოდ ისინი გაუძღვებიან წინ უფლის სამსჯავროზე წარსადგენად.

   აწ უკუე, თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა. სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუ-ჭამიეს (იაკ. 5,1,2). ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.   


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine