xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » დათმენის და მორჩილების მაგალითი
დათმენის და მორჩილების მაგალითი
11-05-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

დათმენის და მორჩილების მაგალითი

 

სიტყვა პატერიკიდან

 

   როდესაც ვინმე ტყუილუბრალოდ გვაწყენინებს, შეურაცხგვყოფს, ან ცილს დაგვწამებს, ჩვეულებრივ, მდგომარეობიდან გამოვდივართ ხოლმე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, მტერს სამაგიერო როგორ გადა-ვუხადოთ და ჩვენს მრისხანებას საზღვარი აღარ აქვს. ასე მოქცევა კი არ შეიძლება. ამგვარ შემთხვევებში მუდამ თვალწინ უნდა გვედვას ჯვარცმული მაცხოვრის სახე, რომელმაც ჯვარზე გაკრულმა შეუნდო თავის მტრებს და უდიდესი დათმენითა და მორჩილებით აღიჭურვა; მაშინ უფალი აუცილებლად გამოაშკარავებს ჩვენს უდანაშაულობას და ჩვენი მტრები პატიებას გვთხოვენ, სირცხვილი კი სახელით და დიდებით შეიცვლება ჩვენთვის.

   ერთმა ერთ-ერთი მამათაგანს ჰკითხა:

   -ეშმაკი რა სახით მოუვლენს ხოლმე წმინდანებს განსაცდელს?

   ბერმა უპასუხა:

   -იყო ერთი მამა, სახელად ნიკონი, რომელიც სინას მთაზე ცხოვ-რობდა. ერთხელ ვინმე უცნობი კაცი ოჯახში ერთ ეგვიპტელს ეწვია, რომელსაც ზრდასრული ქალიშვილი ჰყავდა და რადგან სახლში გოგონას გარდა არავინ იყო, მასთან ცოდვით დაეცა, შემდეგ კი დაემუქრა:

   -იცოდე, ყველას უთხარი, შენთან მე კი არა, ამბა ნიკონმა შესცოდა. როდესაც მამა დაბრუნდა და ქალიშვილისგან შეიტყო, რომ იგი ნიკონმა შეურაცხჰყო, ხმალი აიღო და ბერთან მისი მოკვლის განზრახვით წავიდა. ნიკონი გამოეგება სტუმარს, ეგვიპტელმა კი ხმალი შემოუქნია. მაგრამ უფალმა არ დაუშვა ბოროტი საქმე და მკვლელს ხელი იმავე წამს გაუხმა. მაშინ ეგვიპტელმა თავისი ქალის ამბავი მოძღვრებს უამბო. მათ მოიხმეს ნიკონი, სცემეს და მონასტ-რიდან მისი განდევნა ბრძანეს. უდანაშაულო ბერი მათ პატიებას შესთხოვდა და ამბობდა:

   -ღვთის გულისათვის, დამტოვეთ, რათა შევინანო.

   ნიკონი სამი წლით განკვეთეს ეკლესიიდან და ყველას განუცხადეს, არავის გაებედა მასთან მიკარება. ურისხველმა ბერმა სამი წელი ასეთ მდგომარეობაში გაატარა. იგი ყოველ კვირას მიდიოდა ეკლესიაში და ჩაუდენელ დანაშაულს ინანიებდა, თან გამვლელ-გამომვლელს ევედ-რებოდა: „ილოცეთ, ილოცეთ ჩემთვის".

   და აი, მოვიდა ჟამი ტანჯვის დასრულებისა. მან, ვინც გოგონასთან შესცოდა, აღიარა დანაშაული და მთელი ეკლესიის წინაშე გამოაც-ხადა:

   -მე შევცოდე და ეს ღვთის მონას მივაწერე!

   ხალხი ნიკონის გარშემო შეიკრიბა, შეწყალებას ითხოვდნენ და გაიძახოდნენ:

   -გვაპატიე ამბა, გვაპატიე.

   ღირსმა მამამ, რა თქმა უნდა, ყველას შეუნდო.

   აი, რა შეძლო ნიკონის დათმენამ და მორჩილებამ! შეურაცხყოფა მისთვის დიდებითა და პატივით შეიცვალა, მტრები შერცხვნენ და პატიებას ითხოვდნენ, ხოლო მისმა უდანაშაულობამ სრულად იზე-იმა. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ ბოროტების შეჩერება მხოლოდ სიმართლეს შეუძლია. ყოველთვის იმარჯვებს მორჩილი და მომთ-მენი, მსგავსად უფლისა, რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი ცოდვისაგან და ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე გაკვრაც კი დაითმინა.

   აი, ღირსეული მაგალითი მორჩილებისა და დათმენისა! მოდით, მივსდიოთ უფლის ნაკვალევს და მორჩილებისა და დათმენის გზით, საკუთარი თავის ჯვარცმით დავიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი. ჭეშმარიტად, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine