xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ბოროტი აზრების წინააღმდეგ ბრძოლა ღვაწლია, რომელიც ჯილდოს იმსახურებს
ბოროტი აზრების წინააღმდეგ ბრძოლა ღვაწლია, რომელიც ჯილდოს იმსახურებს
6-05-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ბოროტი აზრების წინააღმდეგ ბრძოლა ღვაწლია, რომელიც ჯილდოს იმსახურებს

 

მავნე ფიქრების საკურნებელი სულიერი სწავლებანი

 

   ძალიან ხშირად, ბოროტი აზრები და სურვილები ჩვენი ნების გარეშე გვეწვევიან, გვდევნიან და გვაჭირვებენ ხოლმე. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? ვაგებთ თუ არა მათ გამო პასუხს უფლის წინაშე? ამ საკითხს ასე უნდა შევხედოთ: თუ კარგად დავფიქრდებით და მივხვდებით, რომ მას ჩვენს ცნობიერებაში აღმოცენების უფლება თავად მივეცით, მაშინ, რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებთ უფლის წინაშე; პასუხისმგებლობა მაშინაც გვეკისრება, როდესაც ასეთ ფიქრებს ყურს ვუგდებთ და თანავუგრძნობთ. მაგრამ, თუკი სულიერ ძალებს დავძაბავთ, შევებრძოლებით ბოროტებას და ვეცდებით გულიდან მის განდევნას, მაშინ არა თუ პასუხს ვაგებთ, არამედ ძღვენსაც მივიღებთ და ეს ბრძოლა ღვაწლადაც ჩაგვეთვლება. მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი ასე მსჯელობს: „ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეჭირვებული არიან ბოროტი, ბიწიერი ფიქრებით, საჭიროა ვიცოდეთ, როდის ითვლება ამგვარი ფიქრი ცოდვად და როდის არა. როდესაც ნებისყოფის მოკრებითა და გონებით არა მარტო ვებრძვით, არამედ განვდევნით კიდეც მათ, მაშინ ეს ცოდვა არ არის; მაგრამ, როდესაც გონება და გული ტკბება ამ ფიქრებით და ადამიანი გულში იჩერებს მათ, მაშინ ბოროტი ფიქრები ჩვენთვის მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება. შემცდარნი არიან ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან ბილწ აზრებს და თავს მაინც ცოდვილებად მიიჩნევენ, ვინაიდან არ იციან, რომ უდიდესი სხვაობაა უნებურ გაფიქრებასა და ნებაყოფლობით ფიქრს შორის. როდესაც რაღაც აზრი გვეწვევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენი სურვილით მოხდა, მაგრამ როდესაც გვიყვარს ბოროტი, ავი ფიქრები და გვსიამოვნებს მისით ტკბობა, ეს უკვე ნებაყოფლობითია. თუკი ვეწინააღმდეგებით ბილწ აზრებს, არ გვსურს ისინი ჩვენში იყოს და მაინც შემოიჭრებიან ჩვენს გონებაში, მაშინ სინდისმა აღარ უნდა შეგვაწუხოს, ვინაიდან, მათთან ბრძოლის დროს ჩვენ ვძლევთ ბოროტს და უფლისაგან დიდი ჯილდო გველის".

   მამა დიმიტრის სიტყვების ჭეშმარიტების დამადასტურებლად მაგალითს მოვიტანთ: „მოძღვარმა ერთი ბერი ერთ-ერთ სოფელში გაუშვა. დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ბერი ფიქრებს, რომ-ლებიც ცოდვებისაკენ უბიძგებდნენ. ხუთჯერ აღიძრა მასში ხორციე-ლი ვნება და ხუთჯერვე ლოცვითა და ღვთისმოშიშებით დაამარცხა იგი. ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც მოღვაწე თავის მოძღვართან დაბრუნდა, მის ფეხებთან დაეცა, როგორც დამნაშავე, რადგან ეგონა, რომ მომაკვდინებელ ცოდვაში იყო ჩავარდნილი. მაგრამ ღვთივგაბრძ-ნობილმა მოძღვარმა, როდესაც თავის მოწაფეს შეხედა და მასზე 5 გვირგვინი დაინახა, ასე მიმართა მას: „ნუ ჭმუნავ, შვილო, შენ არა თუ ძლეული, არამედ მძლეველი ხარ, რადგან არ აჰყევი ბოროტს და განაგდე იგი". ასევე იღვწოდა მართალი იოსებიც. როდესაც ანგელო-ზებმა იხილეს მისი ღვაწლი, უფალი ადიდეს, რადგან იოსებმა ვნება დაამარცხა და ეშმაკი გააწბილა. კარგია, როცა გონებაშიც არ გავივ-ლებთ ბოროტს, მაგრამ თუკი იგი შეგვაჭირვებს, აღვიძრათ მის წინა-აღმდეგ და დავამარცხოთ იგი".

   ამრიგად, ძმებო, თუკი როდესმე, თქვენდაუნებურად გეწვევათ ბილწი აზრები, თუკი გულში შემოგეპარებათ ბოროტი, იბრძოლეთ მის წინააღმდეგ, დაძაბეთ მთელი სულიერი ძალები და განაგდეთ იგი თქვენგან; იცოდეთ, თუკი შეეცდებით მის განდევნას, ამდაგვარი ფიქრი ცოდვაში არ ჩაგეთვლებათ, ვინაიდან, ბრძოლის დროს თქვენ იქნებით მებრძოლები, რომლებიც მომხდურ მტერს ეწინააღმდეგებიან და მედგარი ბრძოლისთვის მეომარს არა სასჯელი, არამედ ჯილდო ელის, მით უფრო ქრისტეს მხედრებს, რომლებიც ბოროტებას ებრძ-ვიან. უფალი ამბობს: რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვძლიე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა(გამოცხ. 3,21).

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine