xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ლოცვა » განმარტოებული ლოცვა
განმარტოებული ლოცვა
3-05-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

განმარტოებული ლოცვა

 

ღირსი და ღვთისმოსავი მამის თეოდოსი პეჩორელის განგება

 

   უფალი ამბობს, როდესაც ლოცულობ: შევედ საუნჯესა შენსა და დაჰხაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად (მათ. 6,6). როგორ გავიგოთ უფლის ეს სიტყვები? ჩვენ, შეძლებისდაგვარად, განმარტოებით უნდა ვილო-ცოთ, რათა უფლის სიახლოვე ვიგრძნოთ და ზოგჯერ მაინც გავატაროთ დრო ადამიანებისაგან შორს, მთლიანად რომ არ შთავი-ნთქათ ამაოებაში. ასე იქცეოდნენ უფლის წმინდა მოწამენი და სწორედ მათი ცხოვრებიდან მოგიტანთ მაგალითებს.

   ღირსი მამა თეოდოსი პეჩორელი დიდმარხვის დროს საცხოვ-რებლად მღვიმეში მიდიოდა. იქ იღვწოდა ბზობის კვირამდე და დროს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. შემდეგ ბზობის კვირის პარასკევს გამოდიოდა ძმებთან, მათთან ერთად რჩებოდა და მო-ძღვრავდა მათ.

   პალესტინელი მამებიც დიდმარხვის დროს მონასტრიდან უდაბ-ნოში მიდიოდნენ, განდეგილურად ცხოვრობდნენ და ღმერთს უგალობდნენ. ბზობის კვირას ბერები კვლავ იკრიბებოდნენ მონას-ტერში. ისინი ერთმანეთს არ ეკითხებოდნენ, თუ როგორ იმარხულეს და იღვაწეს. ნეტარი გერასიმე და კვირიკეც მთელი მარხვის განმავ-ლობაში უდაბნოში იყვნენ დაყუდებულნი, მხოლოდ კვირაობით ეზიარებოდნენ წმინდა საიდუმლოს და მთელ დროს მდუმარებაში ატარებდნენ.

   ასე ხშირად იქცეოდნენ ბერ-მონაზვნები. საინტერესოა, რას აკეთებ-დნენ ჩვეულებრივი ქრისტიანები? ზოგიერთი მათგანი განეშორებოდა ყოველგვარ ამქვეყნიურ საზრუნავს, მიდიოდა ქალაქიდან და უდაბ-ნოში განმარტოებას ეძლეოდა, რათა თავისუფლად მისცემოდნენ ლოცვას, ეფიქრათ მხოლოდ უფალზე და შორს ყოფილიყვნენ ადამიანური საცდურებისსაგან. თავად უფალსაც, მაცხოვარს ჩვენსას, უყვარდა ღამით განმარტოება და მამასთან ლოცვითი საუბარი.

   როგორც ხედავთ, ძმებო, წმინდანები განმარტოებული ლოცვის წესს იცავდნენ. თქვენც დაიცავით იგი: „შეძლებისდაგვარად ხშირად განერიდეთ ამქვეყნიურ შფოთსა და ხმაურს, გულისხმიერად მოეკი-დეთ სულის ხსნის საქმეს. ყველა ქრისტიანს ესაჭიროება რამდენიმე საათი მიუძღვნას უფალს დღის განმავლობაში და ლოცვით მიეახლოს მას, რათა მთლიანად არ ჩაგვითრიოს ამაო საზრუნავმა. ჩვენს სულსაც ისევე სწყურია ძალების ყოველდღიური განახლება, როგორც სხეულს-საკვები. ეს კი ლოცვითაა შესაძლებელი. არ არსებობს ისეთი მძიმე სამუშაო, ისეთი აუცილებელი საქმე, რომლისგან მოწყვეტა შეუძ-ლებელია, ცოტა ხნით მაინც. ეს მცირე დრო საჭიროა სულიერი დაპურებისათვის. სულის ხსნა ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა".

   ამიტომაც გვესაჭიროება, ძმანო, განმარტოებით ლოცვა. მარტოობა-ში, არავისგან და არაფრისგან შეწუხებულნი, უფრო თავისუფლად მივმართავთ გონებას უფლისაკენ, სულიერად განვიწმინდებით და გონებაც სუფთა იქნება ლოცვისათვის. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine