xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » მორჩილების ძალა მარხვასა და ლოცვას აღემატება
მორჩილების ძალა მარხვასა და ლოცვას აღემატება
2-05-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მორჩილების ძალა მარხვასა და ლოცვას აღემატება

 

სიტყვა პატერიკიდან, რომ მორჩილება უფრო მეტია, ვიდრე მარხვა და მოსაგრეობა

 

   ამბობენ, რომ მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე უმეტესია. უნდა გჯეროდეს თუ არა ეს?

   ორი ღვიძლი ძმა მონასტერში საცხოვრებლად მივიდა. ერთი მმარ-ხველი იყო, ხოლო მეორე საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა. რასაც უბრძანებდნენ, მაშინვე აღასრულებდა და მონასტერში სახელი მოიხვეჭა. მმარხველ ძმას მისი შეშურდა და თქვა:

   -როდესაც მე გამოვცდი, მაშინ ვნახავ, როგორი წარმატებული მორ-ჩილიცაა.

   მივიდა მონასტრის იღუმენთან და სთხოვა:

   -მამაო, გამოუშვი ჩემი ძმა, ერთ ადგილზე მსურს წასვლა.

   იღუმენმა ნება დართო. გაემგზავრნენ ძმები, მიადგნენ ერთ მდინა-რეს და მმარხველმა უთხრა მორჩილს:

   -შედი მდინარეში და გადალახე იგი!

   ძმა შევიდა, მას ნიანგები შემოეხვივნენ. ამის შემყურე ბერმა დაუ-ძახა:

   -გამოდი წყლიდან!

   მათ გზა გააგრძელეს და დაინახეს მიცვალებული, რომელიც გზის პირას ეგდო. მმარხველმა თქვა:

   -რა სამწუხაროა, რომ არაფრით შეგვიძლია მისი შემოსვა.

   მორჩილმა უპასუხა:

   -მოდი ვილოცოთ, იქნებ აღდგეს.

   დაიწყეს ლოცვა და მიცვალებული მართლაც გაცოცხლდა. მაშინ მმარხველმა ტრაბახი დაიწყო, მიცვალებული ჩემი მარხვის წყალო-ბით აღსდგაო.

   იღუმენს ეუწყა, რომ მიცვალებული არა მმარხველი, არამედ მორჩი-ლი ძმის მადლით აღდგა. იხმო მმარხველი და უთხრა:

   -ნუ გამოსცდი ძმას, მკვდარი შენ კი არა, შენი ძმის მორჩილებამ გააცოცხლა. ამიერიდან აღარავინ გამოსცადო, რათა არ დაღულო მარხვის ღვაწლი.

   როგორც მოისმინეთ, ძმებო, მორჩილებას უდიდესი ძალა აქვს, იგი მარხვასა და ლოცვას აღემატება. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. მორჩილებას მშვიდობა და თანხმობა მოაქვს, მშვიდობა და თანხმობა კი მონასტრის აყვავების პირველი ძირითადი პირობაა. დაფიქრდით, რა მოხდებოდა მაშინ, თუ მონასტერში ყველა საკუთარი სურვილის მიხედვით იცხოვრებდა, როგორღა დაემორჩილებოდნენ მოძღვარს. ჩხუბსა და აყალმაყალს ბოლო არ მოეღებოდა. ბერების ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა. ჭეშმარიტად, მხოლოდ ის სახლია დიდებული, სადაც ერთი წარმართავს ოჯახის საქმეს, ხოლო თუ ოჯახში მრავალი უფროსობს, იქ არასოდეს არ არის წესრიგი და ერთობა. ასევე ხდება მონასტერშიც. უფრო მეტიც, ერთის წინამძღო-ლობა მონასტერში განსაკუთრებული აუცილებლობაა.

   ბერ-მონაზონმა უნდა შეძლოს გონების მოკრეფა, იგი გულითა და გონებით უფლისაკენ უნდა ისწრაფვოდეს. რომელ ნებისყოფაზე, უფლისაკენ სწრაფვაზე შეიძლება საუბარი, როდესაც შენს გარშემო თვითნებობა და აღვირახსნილობაა? ამ პირობებში შეუძლებელია, რაიმე სიკეთეს ელოდო, რადგან წყვდიადი წყვდიადს და უწმინდუ-რება უწმინდურებას წარმოშობს. გახსოვდეთ ეს, ძმებო, მორჩილებით იცხოვრეთ, მიენდეთ ამ სათნოებას და აღიჭურვეთ მისით, რომელიც საიმედოა როგორც თქვენი, ასევე სხვათა სულებისთვის. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine