xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » გარდაცვლილ გლახაკთა გაპატიოსნება უფალს ესათნოება
გარდაცვლილ გლახაკთა გაპატიოსნება უფალს ესათნოება
30-04-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

გარდაცვლილ გლახაკთა გაპატიოსნება უფალს ესათნოება

 

თქმული მაგისტრიანეზე, რომელმაც შიშველი მიცვალებული საკუთარი კვართით შემოსა და გააპატიოსნა

 

   მიცვალებულთა გაპატიოსნება ერთ-ერთი დიდი მადლია. არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩვენთან, ჩვენდა სასიკეთოდ, უნდა ვთქვათ, რომ კეთილი საქმე ყოველთვის თანაგრძნობას იწვევს. უამრავი გლახაკი გარდაცვლილა, უამრავი უპატრონო მიცვალებული ყოფილა, თქვენ ყოველთვის მიდიოდით მათთან, წესს უგებდით, ლოცუ-ლობდით და მარხავდით. ამით თქვენი წვლილი შეგქონდათ ცხედრების გაპატიოსნებაში. თქვენ სწირავდით ფულს. ამ ფულით, როგორც იცით, უპატრონო მიცვალებულებისთვის იძენენ განსასვენე-ბელს, სამოსელს, სანთელს, თხრიან სამარეს. ამის გამო გაქებთ თქვენ და ვისურვებ, მომავალშიც ასევე უთანაგრძნოთ თქვენს გარდაცვ-ლილ, უქონელ ძმებს, იმიტომ, რომ უპატრონო მიცვალებულის გაპატიოსნება ღვთივსათნო საქმეა და შესაბამისად, ამის გამკე-თებელი, ჯილდოს გარეშე არ დარჩება.

   იყო ერთი მაგისტრიანე, რომელიც ხელმწიფემ ერთ ადგილას საქ-მეზე გაგზავნა. გზად მიმავალმა ერთი უპატრონო მკვდარი ღატაკი დაინახა და შეებრალა. მაგისტრიანემ მონა წინ გაუშვა, გაიხადა კვართი და მიცვალებულს გადააფარა. გავიდა ხანი, მაგისტრიანე მეფის დავალებით კვლავ სადღაც გაგზავნეს და მას უბედურება შეემთხვა: ქალაქიდან გასვლისას ცხენიდან ჩამოვარდა, დაიმტვრა და სახლში წაიყვანეს. შეიკრიბნენ ექიმები და დაზიანებული ფეხის მოკვეთა გადაწყვიტეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგისტრიანე მოკვ-დებოდა. მათ მაგისტრიანეს უთხრეს:

   -ხვალ დავბრუნდებით და გამოგაჯანმრთელებთ.

   როდესაც ექიმები წავიდნენ, მაგისტრიანემ მონა იხმო და უთხრა:

   -გაჰყევი ექიმებს და ყველაფერი გამოჰკითხე ჩემს შესახებ, გაიგე ხვალისთვის რა გადაწყვიტეს.

   წავიდა მონა და ექიმებმა მას აუწყეს, რომ თუ მის ბატონს ფეხს თუ არ მოკვეთდნენ, აუცილებლად დაიღუპებოდა. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ეს მომდევნო დღეს გაეკეთებინათ.

   მონა დაბრუნდა და ბატონს ყოველი აუწყა. მოიწყინა მაგისტრიანემ, ვეღარ იძინებდა და მთელი ღამე ტიროდა. მის ოთახში ლამპარი ენთო. მარტოდ დარჩენილ ავადმყოფს ვიღაც უცნობი გამოეცხადა და ჰკითხა:

   -რატომ სტირი?

   -როგორ არ უნდა ვიტირო, ჩემო ბატონო, როდესაც ასე დამტვრე-ული ვარ და ექიმებმა ჩემი ფეხის მოკვეთა გადაწყვიტეს. სტუმარმა უთხრა:

   -მაჩვენე შენი ფეხი!

   მაგისტრიანემ აჩვენა.

   შემდეგ კვლავ უთხრა სტუმარმა:

   -ადექი და გაიარე!

   მაგისტრიანემ უპასუხა, რომ არ შეეძლო, რადგან ფეხი მოტეხილი ჰქონდა.

   უცნობმა უბრძანა, ამდგარიყო და მას დაყრდნობოდა. მაგისტრიანემ დაუჯერა და ძლივს გაიარა.

   -კიდევ კოჭლობ?-შეეკითხა სტუმარი. შემდეგ მტკივანი ფეხი დაუზილა და მიმართა:

   -ახლა დაწექი და დაიძინე. თან ლოცვის სიტყვებიც წარმოსთქვა. მაგისტრიანემ ჰკითხა:

   -უკვე მტოვებ?

   -კიდევ რა გჭირდება?-გამოეხმაურა უცნობი-შენ უკვე ჯანმრთელი ხარ.

   -ღვთის გულისათვის, მითხარი, ვინ ხარ?-სთხოვა მაგისტრიანემ.

   -შემომხედე და ნახე, ეს კვართი ხომ შენია?

   -დიახ, ბატონო, ჩემია.-უპასუხა მაგისტრიანემ.

   უცნობმა კი ასეთი რამ უთხრა:

   -მე ის შიშველი ღატაკი ვარ, რომელიც შენ მკვდარი ნახე და საკუთარი კვართით შემოსე. და აი, უფალმა შენს მიერ ჩადენილი კეთილი საქმის გამო გამომგზავნა შენს განსაკურნებლად. მადლობდე უფალს ამისთვის!

   თქვა ეს სიტყვები და უცნობი გაუჩინარდა. მაგისტრიანე გამოჯან-მრთელდა და უფალი ადიდა.

   ამიტომ, ამიერიდან, არასოდეს მიატოვოთ უპატრონო მიცვალებუ-ლები, გააპატიოსნეთ ისინი და უფალი არ მიგატოვებთ. როგორ შეიძლება, არ დავეხმაროთ გარდაცვლილ ღატაკებს? განა გული არ გვეწურება, როდესაც ვხედავთ ბოგანოს ან მწირს, ან ვინმე მიცვალე-ბულს გზაზე დაგდებულს? თუ არა კეთილმა ხალხმა, მაშ, ვინ უნდა აუნთოს სანთელი, ვინ უნდა დაიტიროს, ვინ უნდა ევედროს ღმერთს მათი სულების გადარჩენას? უპატრონო მიცვალებულს გვერდით არც ახლობელი ჰყავს, არც ნათესავი და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევცვალოთ ისინი, რადგან, უფალმა გვიბრძანა-ყველა გვიყვარდეს, ყველას თანამოძმედ ვთვლიდეთ, უგამონაკლისოდ, ყველას ვეხმა-რებოდეთ, ყველას თანავუგრძნობდეთ. დაე, ყოვლისმომცველი იყოს ჩვენი სიყვარული და მიცვალებულებიც არასდროს დავივიწყოთ. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine