სიტყვა პატერიკიდან
ერთხელ ერთი მეუდაბნოე თავის ძმას სულის სასარგებლო საკითხებზე ესაუბრებოდა. საუბრის დროს მსმენელს ღრმად ჩაეძინა, ისე, რომ თვალის გახელა არ შეეძლო. მაგრამ, როდესაც ბერმა სალაპარაკო თემა შეცვალა, მაშინვე გამოფხიზლდა, გაეხარდა და ფუჭ საუბარს ყურადღებით ისმენდა.
ეს მოკლე ამბავი იმისთვის გავიხსენეთ, რომ ჩვენი აზრით, იგი არავის ეხება ისე, როგორც თანამედროვე ქრისტიანებს და არა მარტო ერთეულებს, არამედ-საკმაოდ ბევრს. მართლაც, დავაკვირდეთ საკუ-თარ თავს: აი, დადგა საუფლო დღესასწაული, ეკლესიის ზარები გვიხმობენ, სინდისიც იქით გვიხმობს, მაგრამ რა ძნელია ცისკრის ლოცვისათვის გაღვიძება! ყოველგვარი უძლურება მაშინ იჩენს თავს, რაღაც უკმაყოფილების გრძნობა გვბოჭავს, გვამძიმებს. ამ დროს ლხინში რომ გვეპატიჟებოდეს ვინმე, მაშინ ყოველ წუთს დავითვ-ლიდით და ისე დაველოდებოდით იქ წასვლის ჟამს. ან, ვთქვათ, მაგიდაზე იდოს ბიბლია და მის გვერდით ცარიელი, ეშმაკეული ამბებით აღსავსე, უსარგებლო წიგნი, ხშირად ადამიანები მეორის წაკითხვას ამჯობინებენ. როდესაც საუბრობენ ღმერთზე, სულზე, სამუდამო ცხოვრებაზე, ეძინებათ, მოუთმენლად ელიან საუბრის დასასრულს. გამოჩნდება ვინმე ლაზღანდარა და დაიწყებს უაზრო ლაპარაკს, ყველანი შეჩოჩქოლდებიან, მის მიმართ უდიდეს ყურადღებას გამოიჩენენ, ხოტბას შეასხამენ და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. ალბათ ვერც ჩამოვთვლით იმ შემთხვევებს, როდესაც უფლის წყალობის მიმართ დაუდევრობას ვიჩენთ და ამქვეყნიური ცოდვებით ვერთობით. რას ნიშნავს ეს? რატომ ხდება ასე?
სულიერი წვრთნის მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებუ-ლება მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ მიუჩვეველები ვართ ამგვარ წვრთნას. ჩვენი სული ისეა შექმნილი, ძმებო, რომ ძალების აღსადგენად ყოველდღიურად მას ისევე სჭირდება უფალზე ფიქრი, როგორც სხეულს-საკვები. განა ბევრი ჩვენთაგანია ღვთივგაბრძნო-ბილი? დღისით ჩაფლულნი ვართ ყოველდღიურ საქმეებში, დასვე-ნების ჟამსაც კი ყოფითზე ვზრუნავთ. თუკი ოდესმე ვიფიქრებთ უფალზე, სულზე, მომავალ ცხოვრებაზე, უმეტესწილად ყოველაზე გვიან, ღმერთზე ფიქრი ჩვენი ყველაზე ბოლო საზრუნავია. როდესაც ადამიანის სული და გონება დაბინძურებულია ამქვეყნიური საზრუ-ნავით, განა შეიძლება, ვიზრუნოთ მასზე, რაზედაც ყველაზე ნაკლებს ვფიქრობთ? დაბინძურებულ კალაპოტში წყალი ვერ გაივლის და მას ასცდება; ხნარცვსა და ქვებში მოხვედრილი თესლი ნაყოფს არ გამოიღებს. ყველაფერი სულიერი, ღვთიური ჩვენთვის უცხო იმიტომ არის, რომ იგი ძალიან ცოტა თანაგრძნობას იწვევს ჩვენს გულში და ამიტომ მშრალი და მოსაწყენი გვეჩვენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყოფით საზრუნავს ამქვეყნიური სიამტკბილობისაკენ სწრაფვა ემატე-ბა, ამასოფლის ანგარიში. ღამით, იმის ნაცვლად, რომ დავისვენოთ-ფუჭი სანახაობებით და თამაშით ვერთობით. შეხედეთ ადამინებს, რომლებიც საზოგადოების დაბალ ფენას მიეკუთვნებიან-ისინი იმდენს შრომობენ, ლოცვის და ღმერთზე ფიქრის დრო არ აქვთ. დღესასწაულებზეც არ სცალიათ, რადგან გასეირნება სურთ, მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ დასვენება უნდათ. განა შეიძლება ასეთი ადამიანები გულისყურით მოეკიდნონ ღვთიურს, როცა მათი გონება მიწას არს მიჯაჭვული? მათ დაამხეს საკუთარ თავში კეთილი ნება, ხოლო გული გაიპირუტყვეს. ისინი არც კი ფიქრობენ უფლის სიტყვებზე: ყოველი ხე თავისი ნაყოფისაგან საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღვი, არაცა მაყვალთა-გან მოისთულიან ყურძენი (ლუკ. 6,44). ამრიგად, რათა არ მოგვ-ბეზრდეს ღვთიური, უნდა შევიყავარო იგი. ამისთვის კი აუცილებე-ლია შეეჩვიოთ ლოცვასა და უფალზე ფიქრს. ჩვენი გული მარად იქ უნდა იყოს, სადაც სიკვდილის შემდგომ მოვხვდებით, იქ, სადაც ჩვენი მაცხოვარია, რომელმაც თავისი პატიოსანი სისხლით ხელახლა გვშობა და სიცოცხლე მოგვანიჭა. ამასთან ერთად, ნუ დავიტვირთე-ბით ყოფითი საზრუნავით, ნუ მივეცემით კმაყოფილებას, მით უფ-რო, რომ ყოველივე ეს მოჩვენებითია და არა ჭეშმარიტი ნეტარება. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.