xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » საკუთარი ცოდვები მფარველ ანგელოზს განგვაშორებენ
საკუთარი ცოდვები მფარველ ანგელოზს განგვაშორებენ
20-04-2014, 00:30  / ამოსაბეჭდი ვერსია

საკუთარი ცოდვები მფარველ ანგელოზს განგვაშორებენ

 

წმინდა იღუმენ ანასტასის სიტყვა

   უფალი იმდენად მოწყალეა ჩვენს მიმართ, რომ ნათლობიდან-მთელი სიცოცხლის მანძილზე, თითოეულ ჩვენთაგანს უხილავ მფარველს, მწყალობელ და სამართლიან მოძღვარს, მფარველ ანგე-ლოზს გვივლენს. წმინდა იღუმენი ანასტასი ამბობს: „ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ყოველ ქრისტიანს უფლისაგან მფარველი ანგელოზი ევლინება-მთელი ცხოვრების განმავლობაში."

   თუკი ყოველ ჩვენთაგანს მფარველი ანგელოზი ჰყავს, წმინდა ეკლესია ღვთისმსახურების დროს რატომ სთხოვს უფალს მის მოვლინებას? „ანგელოზი მფარველი მომივლინენ ჩუენ, წინამძღვარი სულთა და ხორცთა ჩუენთა". ღამის ლოცვის დროს კი ყოველი მორწმუნე ასე ევედრება უფალს: „ანგელოზი მფარველი მომივლინე მე, მფარველი და დამცველი ჩვენი ყოვლისაგან ბოროტისა". რატომ ხდება ასე, თუკი მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიბოძა უფალმა მფარველი ანგელოზი, რატომღა ვითხოვთ ყოველდღე მის მოვლი-ნებას?

   იმიტომ ძმებო, რომ როდესაც მრისხანების ცოდვაში ვვარდებით და არ ვნანობთ, ვეძლევით ვნებებსა და ბიწიერებას, ერთსა და იმავე ცოდვას მრავალჯერ ჩავდივართ და არ ვინანიებთ, მაშინ მფარველი ანგელოზი გვშორდება, რადგან მისი სიწმინდე ვერ ეგუება ჩვენს ბიწიერებას, განგვეშორება, თუმცაღა სრულიად არ გვტოვებს. წმინდა ანასტასი ამბობს: „ყოველ ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, თუკი ბოროტი საქმეებით არ განვდევნით მას". შემდეგ აგრძელებს: როგორც ბოლი განდევნის ფუტკრებს, ასევე განდევნის ჩვენს მფარველ ანგელოზებს ჩვენი ავი საქმეები-ლოთობა, გარყვ-ნილება, მრისხანება და ა.შ. ყველაფერი ეს წმინდა ანგელოზს გვაშორებს. თავად უფლის ანგელოზი ეუბნება პახომი დიდს: „ვინც თავისი ცოდვილი ცხოვრების გამო მკვდარია უფლისა და მოყვა-სისთვის, ათასჯერ უფრო მეტად ყარს ყოველგვარ მკვდარზე, იმდენად მეტად, რომ მის გვერდით დგომას ვერ შევძლებთ". იგივე უთხრა მამა ნიფონტისაც. ერთხელ მამა ნიფონტიმ საროსკიპოს ჭიშკართან ატირებულ ჭაბუკს ჰკითხა:

   -რატომ ტირი?

   მან უპასუხა:

   -მე უფლის ანგელოზი ვარ, ადამიანის მფარველად მოვლენილი. იგი რამდენიმე დღეა საროსკიპოში იმყოფება. იმიტომ ვდგევარ აქ, რომ იქ შესვლა არ შემიძლია, არ ძალმიძს ცოდვილ სულს მივუ-ახლოვდე. თან ვტირი, რადგან მისი გამოსწორების იმედს ვკარგავ.

   აი, რისთვის არის საჭირო ყოველდღიური ვედრება, რათა უფალმა მფარველი ანგელოზი მოგვივლინოს. იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვებისა და დაუდევრობის გამო ვცილდებით ანგელოზს, არა მარტო გან-ვაშორებთ ჩვენგან, არამედ ვამწუხრებთ კიდეც. წმინდა ანასტასი გვასწავლის:

   -როდესაც მორწმუნე კაცი ქრისტიანულად ცხოვრობს, უფლის ან-გელოზი ხარობს მის გამო, ხოლო, როდესაც ჭეშმარიტების გზიდან უხვევს,-ცრუობს, იპარავს, სვამს, შურს, ეკლესიაში არ დადის, მრისხა-ნებს, ძუნწობს, მაშინ უფლის ანგელოზი ჭმუნავს. ამასთან, იცით რა ხდება? ეშმაკი ზეიმობს და უფრო მეტ ბოროტებას გვაკეთებინებს. ამ დროს წყვდიადის ანგელოზისათვის ცოდვილი ადამიანი იოლი ხელმისაწვდომია, რადგანაც მასთან მფარველი ანგელოზი არ იმყო-ფება, ცოდვილთან დამღუპველი მტერი დგას, იქ წყვდიადი არის წყვდიადის წილ, ბიწიერება-ბიწიერების წილ, მოუნანიებლობა-მოუ-ნანიებლობის წილ.

   მაშ, გეშინოდეთ ძმებო ცოდვის, ისევე როგორც მომაკვდინებელი ჭრილობისა. თუკი შევიგნებთ, რომ საკუთარი ცოდვების გამო არაერთხელ განგვშორებია უფლის ანგელოზი, ჭეშმარიტი სინა-ნულით აღვივსოთ და ჩვენი ცხოვრების წესის გამოსწორებით კვლავ მივუახლოვდეთ მას, რათა მან დაამარცხოს ჩვენი შინაგანი ასპიტი და დაგვეხმაროს სიკეთის ქმნაში; მოგვცეს ძალა, რათა ჩვენს გულში აღმოვფხვრათ ცუდი ჩვეულება და ვნებანი. განსაკუთრებით კი იმიტომ უნდა შევინანოთ, რომ არ მიგვატოვოს მფარველმა ანგელოზმა სიკვდილის საშინელ ჟამს. ანსატასი გვმოძღვრავს: „ნუ მივუჩენთ ჩვენს გულში მზაკვრულ აზრს ადგილს, უფლის შიშით განვდევნოთ ბოროტი და მხოლოდ მფარველ ანგელოზს გავუღოთ გულის კარი. იგი ხომ ჭეშმარიტად მოგვიმართავს ხელს და ეშმაკის მზაკვარი ხელისაგან გვიხსნის". ამინ.

„სვინაქსარი". ტომი 2.



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine