xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ლოცვა » ღამის ლოცვა
ღამის ლოცვა
12-04-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ღამის ლოცვა

 

წმ. იოანე ოქროპირის მიერ თქმული ლოცვის შესახებ

 

   ჩვეულებრივ, ადამიანები ყოველ დილა-საღამოს ლოცულობდნენ. ასე ახლანდელი ქრისტიანებისგან იშვიათად ლოცულობს ვინმე, ხოლო ღამით-უფრო ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ მოციქული გვეუბნება: მოუკლებლად ილოცევდითო, კარგი იქნებოდა დილის და ღამის ლოცვისთვის მაინ მოგვეძებნა დრო.

   ამჯერად ღამის ლოცვაზე ვისაუბროთ. ღამის ლოცვის ღირსეულად მისაბაძ მაგალითებს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ვპოულობთ. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: (ფსალმ. 118, 62), იგივე გვხვდება ახალ აღთქმაშიც, მოციქულთა საქმეებშიც: და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა (საქმ. 16,25). თავად უფალს, მაცხოვარს ჩვენსას, ღამით უყვარდა განმარტოება და ლოცვა, მამასთან საუბარი. ყველა წმინდანი ლოცულობდა ღამით. ღამით ლოცვას წმინდა მამებიც გვასწავლიან, მაგალითისთვის მოვიხმოთ წმინდა იოანე ოქროპირის სწავლანი:

   „იმისათვის არ გვეძლევა ღამე, რომ მხოლოდ ვიძინოთ, ან ვილხი-ნოთ. იგი ორად უნდა გავყოთ, პირველი-საქმის გასაკეთებლად და მეორე-დასაძინებლად. ღამით დგებიან ხელოსნები, მიწათმოქმედნი, ვაჭრები, თქვენც ადეგით და უპირველესად ილოცეთ, რათა უფალმა წყალობა მოგმადლოთ. ღამით გონებითაც თავისუფლად მიეახ-ლებით უფალს; ღამის ლოცვები სინანულისკენ გვიბიძგებენ და მას უფალი დღისით ლოცვაზე მეტად შეისმენს. თუკი ღამით სახლიდან გახვალთ, ირგვლივ საოცარ მდუმარებას შეამჩნევთ და თქვენი სული თითქოს მსუბუქდება, უფრო იწმინდება, გონება კი უფრო იოლად ლოცულობს. მაშ, უფლის მიერ საყვარელნო ძმანო, ადექით ღამით, მუხლი მოიყარეთ უფლის წინაშე, ილოცეთ და უზენაესი ყურად იღებს თქვენს ლოცვა-ვედრებას. გაიხსენეთ დავით წინასწარ-მეტყველი, რომელიც ამბობს: შვიდგზის დღესა შინა ადიდებ-დეთ უფალსა. და შუა ღამე აღვდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. იფიქრეთ ძმებო, თუკი მეფე, რომელსაც უამრავი საზრუნავი ჰქონდა, ყოველღამ ასე იქცეოდა, ჩვენ რა პასუხს გავცემთ უფალს საკუთარი სიზარმაცის გამო. თქვენ მოგმართავთ ძმანო და დანო, აღავლინეთ ღამით ლოცვა და უფალს ევედრეთ-მოგიტევოთ ცოდვები. ღამით გონებას არ აღაშფოთებს ადამიანური ამაოდმეტყველება, არავინ გვიყურებს, დღისით ლოცვა ასეთი მოსახერხებელი არ არის, რადგან ჩვენი გონება სხვადასხვა საზრუნავით არის გადატვირთული; დღისით ისე ვერ ილოცებთ, როგორც ღამით. დაე, თქვენი სახლი ღამით იყოს თქვენთვის კერძო ეკლესია. უფალმა ბრძანა: სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა (მათ. 18,20). და თუკი გყავთ შვილები, ისინიც გააღვიძეთ, ასწავლეთ მათ ლოცვა, არაფერია იმაზე მადლიანი, იმ სახლის ეკლესიაზე მშვენიერი, რომელშიც ღამის ლოცვები აღევლი-ნება. ესწრაფეთ, ძმანო, ღამის ლოცვებს და გონება მარწუხებისაგან გაითავისუფლეთ".

   ამრიგად, ძმანო, ვეძიოთ ღამის უფალი: ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემის სულის შეყვარებული (ქებ. 3,1), განვმარ-ტოვდეთ ღამეში და ვეცადოთ არა წყვდიადის, არამედ ნათლის საქმეები ვაკეთოთ. უფალი ღამითაც ფიქრობს ჩვენზე, თუკი მას, სიყვარულით აღსავსეს, ღამითაც არა აქვს მოსვენება და წყალობას გვიგზავნის, ისევე როგორც დედა-თავის შვილებს, ნუთუ ჩვენც, როგორც შვილებმა, არ უნდა მივაგოთ მას საპასუხო სიყვარული და მცირე ხნით მაინც არ გავესაუბროთ მას? ამისკენ ხომ თავად მოვიწოდებს: რაჲსა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა (ლუკ. 22,46). დაე, მხნედ იყოს ჩვენი გული და გონება ღამით, აღვიქვათ უფლის ხმის სიტკბოება, რომელიც სასაუბროდ გვიხმობს და ჩვენი სულის კარზე აკაკუნებს (ქებ. 5,2). ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine