xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მარხვა » სულიერი მარხვა (სიტყვა თქმული მარხვის, სიცრუისა და განკითხვის შესახებ)
სულიერი მარხვა (სიტყვა თქმული მარხვის, სიცრუისა და განკითხვის შესახებ)
17-04-2024, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

სულიერი მარხვა (სიტყვა თქმული მარხვის, სიცრუისა და განკითხვის შესახებ)

 

სიტყვა თქმული მარხვის, სიცრუისა და განკითხვის შესახებ

 

   ზოგიერთი ქრისტიანი ფიქრობს, რომ მარხვის არსი მხოლოდ საჭმლის შეზღუდვაა. თუკი მარხვაში არ შევჭამთ ხორცს, თევზს, კარაქს, არ დავლევთ ღვინოს, ამით ამოიწურება ყველაფერი, ასეა თუ არა ჭეშმარიტად? არა. ხორციელი მარხვა აუცილებელია, მაგრამ ხორციელ აკრძალვასთან ერთად აუცილებელია სულიერი მარხვა. წმინდა ეკლესია ასე გვასწავლის, ძმანო, იმარხულეთ ხორციელად და სულიერად.

   რას ნიშნავს სულიერი მარხვა და რატომ არის იგი აუცილებელი?

   წმინდა მამები ასე განმარტავენ: თუკი მარხულობ, საქმით დაამტკიცე შენი მარხვა, როდესაც დაინახავ ღატაკს - უწყალობე, მტერს შეურიგდი, ბედნიერი კაცის ნუ შეგშურდება, სილამაზით გაბრწყინებულ ქალს ვნებით ნუ შეხედავ, მარხვისას ნუ ითვალთმაქცებ, იმარხულე თვალითაც, გულითაც, ყურითაც, ხელებითაც, მთელი სხეულით. ხელებს აუკრძალე იმის მითვისება, რაც არ გეკუთვნის, ფეხებს - ბევრი სიარული და ცეკვა-თამაში, სმენა დაიხშე სიცრუისა და ტყუილის მოსმენისას და დაე, შენმა ბაგეებმაც იმარხულონ, აუკრძალე სხვათა განსჯა.

   აი, ასეთია სულიერი მარხვა. იგი აუცილებელია, რადგან მის გარეშე ხორციელი მარხვა ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს. ნეტარი იერონიმე ამბობს: „რა სარგებელი აქვს სხეულის დასუსტებას, თუკი სული ამპარტავნებისაგან გამედიდურებულია, რა სიკეთეა მარხვისგან ფერ-ნაკლულობა, როდესაც ჩვენ შურისაგან გვეკარგება ფერი, რაღა ფასი აქვს ღვინის არდალევას, თუკი შურითა და მრისხანებით დათვრები, რა აზრი აქვს, არ ჭამო თევზი და ხორცი, თუკი მოყვასს მტრად მოეკიდები".

   ამრიგად, ხორციელი მარხვის დროს სულიერადაც უნდა ვიმარხულოთ, ე.ი. გარეგნულ მარხვას შინაგანიც შევუერთოდ. აკრძალვით განვწმიდოთ სხეული, განვწმიდოთ გონება ბილწი აზრებისაგან, ხოლო ვნებანი - დავასამაროთ; დავასამაროთ მრისხანება, სიავე, სიძუნწე და ყოველგვარი ბოროტება, გავამშვენოთ სხეული და ხორცი მარხვით, ხოლო სული - კეთილი საქმით, გულმოწყალებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მტერთან შერიგებით! აი, ეს იქნება ჭეშმარიტი მარხვა, უფლისთვის სათნო და ჩვენთვის - მაცხოვნებელი.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II 

Xareba.net - ის რედაქცია  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine