xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » უდიდესი ჯილდო ელის მას, ვინც სულიერი და ხორციელი სიკვდილისაგან იხსნის ყველას
უდიდესი ჯილდო ელის მას, ვინც სულიერი და ხორციელი სიკვდილისაგან იხსნის ყველას
8-04-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

უდიდესი ჯილდო ელის მას, ვინც სულიერი და ხორციელი სიკვდილისაგან იხსნის ყველას

 

თქმული ქალწულზე, რომელმაც გულმოწყალება გამოავლინა და სიკვდილისაგან იხსნა მევალეებისაგან შეწუხებული ადამიანი

 

   რაღა თქმა უნდა, დამეთანხმებით, ძმანო, რომ დიდი ჯილდო ელის მას, ვინც მოყვასს სიკვდილისაგან იხსნის, მაგრამ ორმაგად დაჯილ-დოვდება ის, ვინც მოყვასს ორმაგი სიკვდილისაგან, ხორციელი და სულიერი სიკვდილისაგან გადაარჩენს. სწორედ ამ უკანასკნელზე ვიმსჯელებთ ახლა.

   ეგვიპტის ალექსანდრიაში მშობლების გარდაცვალების შემდეგ ერთ ქალწულს დიდძალი ქონება ერგო. ერთხელ, ბაღში სეირნობისას, მან დაინახა ადამიანი, რომელსაც თოკი ჩამოება და თავის ჩამოხრჩობას აპირებდა.

   -რას სჩადი?-ჰკითხა შეძრწუნებულმა ასულმა.

   უბედურმა კი უპასუხა:

   -დამეხსენ, რადგან საშინელი განსაცდელი მეწვია.

   გოგონამ სთხოვა მას:

   -ამიხსენი მიზეზი და რითაც შემიძლია, დაგეხმარები.

   -მე ვალებში ვარ, მევალეები მოსვენებას აღარ მაძლევენ, ასეთ უბედურ ყოფაში სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.

   მაშინ ქალწულმა ასეთი რამ შესთავაზა:

   -წამომყევი და რაც მაქვს, წაიღე, გადაიხადე ვალები, მხოლოდ ამას გევედრები, თავს ნუ დაიღუპავ.

   კაცმა გამოართვა ფული, გადაიხადა ვალები და გათავისუფლდა მევალეების რისხვისაგან. სამაგიეროდ, გაღატაკებულ ქალიშვილს სულიერი და ფიზიკური დამხმარე არავინ დარჩა; ამასობაში ცოდვაში ჩავარდა და ერთი წლის შემდეგ საშინლად დაავადდა. მალე გოგონა გონს მოეგო, დამორჩილდა ბედს და მეზობლებს სთხოვა:

   -ღვთის გულისათვის, იზრუნეთ ჩემი სულის ხსნისათვის, შეე-ვედრეთ პატრიარქს, მომნათლოს და გამაქრისტიანოს.

   მაგრამ არავინ შეიბრალა იგი, იმასაც კი ამბობდნენ, რომ მისი დახმარება არც ღირდა. და აი, როცა მარტოდმარტო დარჩა, იგი დღედაღამ იღვწოდა და ლოცულობდა საკუთარი სულის ხსნისათვის. უფალმა წყალობა მოუვლინა და მას უფლის ანგელოზი იმ ადამიანის სახით გამოეცხადა, ვინც სიკვდილისაგან იხსნა.

   -რაზე ჭმუნავ ჩემო ქალბატონო?

   ქალმა უპასუხა:

   -მსურს გავქრისტიანდე და არავინ მეხმარება პატრიარქს ჩემი სურვილის შესახებ აუწყოს.

   ანგელოზმა ჰკითხა:

   -ეს ჭეშმარიტად გსურს?

   -დიახ, ჭეშმარიტად, მთელი გულით მსურს.

   მაშინ ანგელოზმა ანუგეშა:

   -ნუ განიცდი, მე მოვიყვან ხალხს და ისინი წაგიყვანენ ეკლესიაში.

   ამ დროს გოგონამ იხილა პატრიარქი, მღვდლები, დიკავნები და წმინდა სამების სახელით მოინათლა. და აი, სასწაული! უფლის უდიდესი წყალობა! ესენი ხომ ყველანი უფლის ანგელოზები იყვნენ და ნათლობის საიდუმლოც მათ აღასრულეს. მათვე მოიყვანეს ქალი სახლში.

   მალე, როცა გამოაშკარავდა ეს სასწაული, ეპისკოპოსმა მოიხმო ასული და ჰკითხა:

   -არ დამიმალო, მითხარი, რა სიკეთე აღასრულე ღვთის წინაშე?

   -რა სიკეთეს უნდა ელოდე, მეუფეო, გარყვნილისაგან? მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ: ერთხელ უფალმა ადამიანის სიკვდილისაგან გადარჩენის შესაძლებლობა მიბოძა, იგი მევალეებისაგან იყო შეჭი-რვებული და თავს იკლავდა. მე მას მთელი ჩემი ქონება ვუწყალობე, ვალები გაისტუმრა და დაღუპვას გადაურჩა.

   ეს სიტყვები თქვა ქალმა და გარდაიცვალა. მაშინ კი ყველამ ადიდა ღმერთი, ხოლო პატრიარქმა ღმერთს შეჰღაღადა:

   -ჭეშმარიტად სამართლიანია შენი სამსჯავრო, უფალო, დიდება შენდა ღმერთო, რომელიც სასწაულებს გვივლენ.

   და მართლაც, უფალი შეუცნობელ სასწაულებს სჩადის, მან ანგელოზთა დასი შეკრიბა გზააბნეული სულის გადასარჩენად და იგი თავის რჩეულ სამწყსოს შეუერთა. ჭეშმარიტად, უფალს არ ნებავს ცოდვილთა სიკვდილი. ქალის წარსულში ჩადენილი მადლი უფლის თვალში დიდებული საქციელი იყო, რადგან მან ერთდროულად რამდენიმე სიკეთე გააკეთა. პირველ რიგში დაეხმარა და ნუგეში სცა დარდიან ადამიანს, მწუხარების ცრემლი შეუშრო, როდესაც ქონება უბოძა მას. მეორე კი ის იყო, რომ ცოდვილი სული საბოლოო წარწყმედას-თავის ჩამოხრჩობას გადაარჩინა. ჭეშმარიტად, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდ-ვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსენ სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი (იაკ. 5, 19-20). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine