xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ქრისტიანული ოჯახი » შვილების ბედნიერება არ განისაზღვრება იმ ქონებით, რასაც მშობლები მათ უტოვებენ
შვილების ბედნიერება არ განისაზღვრება იმ ქონებით, რასაც მშობლები მათ უტოვებენ
31-03-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

შვილების ბედნიერება არ განისაზღვრება იმ ქონებით, რასაც მშობლები მათ უტოვებენ

 

   მშობლებს ხშირად აფიქრებთ, თუ რითი იარსებებენ შვილები მათი გარდაცვალების შემდეგ. ამგვარად ფიქრი, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან მშობელმა თუ არა, აბა, ვინ უნდა იზრუნონ შვილების კეთილდღეობაზე? მაგრამ ყოველივე ეს მავნებელი ხდება მაშინ, როდესაც ზომიერების ზღვარს გასცდება. ასე კი ბევრ ადამიანს ემართება. რამდენ კაცს ვხედავთ, რომლებიც თავიდან ფულს განსაკუთრებული განზრახვის გარეშე აგროვებენ, უბრალოდ - შვილების უზრუნველყოფა სურთ, შემდგომში კი ეს თავშენახულობა ხშირად სიხარბეში გადადის, ადამიანი ვეღარაფერს ამჩნევს და ვნებით ეჯაჭვება ფულს. ხდება ძუნწი, მხოლოდ ფულია მისი ცხოვრების არსი, ასეთნი არაქრისტიანულად ზრდიან შვილებს, ღვთის შიშსა და სიყვარულს აღარ ასწავლიან. უფლის მცნებების გარეშე აღზრდილი ბავშვები კი უმეტესად ყრმობიდანვე ეშვებიან ამქვეყნიურ სიამოვნების თავაშვებულ მორევში. და როდესაც ხარბი დედ - მამის გარდაცვალების შემდეგ მათ ხელში მშობლების მიერ დანატოვარი ქონება აღმოჩნდება, ისინი საბოლოოდ იღუპებიან.

   ამ ბოლო დროს ბევრი ასეთი მაგალითის მომსწრენი გავხდით. ხშირად მამა არ ზრუნავს შვილის რელიგიურ აღზრდაზე, მხოლოდ იმის ცდაშია, რაც შეიძლება მეტი ამქვეყნიური სიკეთე დაუტოვოს მას და სულიერ აღზრდას ყურადღებას არ აქცევს. ამასობაში შვილი, მომხვეჭელი მამის უჩუმრად, არასწორად ცხოვრობს. მამის გარდაცვალების შემდეგ კი დაინახავთ, როგორ ანიავებს იგი ქონებას და მალე მძიმე შრომით დაგროვილი სიმდიდრე მტვრად იქცევა. რა უნდა დავასკვნათ აქედან? პირველ რიგში ის, რომ მშობლები უნდა ზრუნავდნენ არა შვილის ამქვეყნიური კეთილდღეობის უზრუნველ-საყოფად, არამედ მისი სულიერი აღზრდისა და გამდიდრებისათვის ობრძოდნენ. ე. ი. შვილები უნდა აღიზარდონ რწმენითა და ღვთისმო-შიშებით. შემდეგ მშობელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შვილს მემკვიდრეობად დაუტოვოს არა ფული, არამედ მაგალითი საკუთარი კეთილი საქმეებისა. დაბოლოს, შვილის კეთილი მომავალი უნდა მივანდოთ არა ფულს, არამედ უფალს. მაშინ ჩვენი მემკვიდრეები ჭეშმარიტად ბედნიერებას შეიცნობენ, რადგან ისინი იქნებიან ღმერთთან და ღმერთი - მათთან. ერთ - ერთი წმინდა მამა გვმოძღვრავს და ასე მიმართავს მშობლებს: „რის გამო ზრუნავთ, რატომ იღვწით შვილებს დაუტოვოთ წარმავალი, ამქვეყნიური სიმდიდრე და არა უფლისმიერი სიკეთე, რომელზე აღმატებული ამქვეყნად არაფერია? უანდერძე შვილს უფლის რწმენა, ვინაიდან უფალმა შექმნა მისი ხორცი და სული, მან მიანიჭა სიცოცხლე და ყოველგვარი სიკეთე. თუკი გსურს შენს შვილებს სიმდიდრე დაუტოვო, დატოვე უფალი მათ მოვალედ (წყალობა გაიღე გლახაკთათვის) და ამ ვალს უფალი ათმაგად დაუბრუნებს მათ".

   ამგვარად, ნათელია, რომ ფულს კი არ შეუძლია ჩვენი შვილების გაბედნიერება, არამედ უფალს და უფალი მაშინ იქნება მათი მფარველი და მეურვე, თუკი ღრმა რწმენითა და იმედით მივანდობთ შვილებს, თუკი შევეცდებით, რომ საკუთარი გულმოწყალობით მოვიპოვოთ უფლის მადლი ჩვენი შვილებისათვის. შევწყვიტოთ ჩვენი შვილების ამქვეყნიური ბედნიერებისთვის ზრუნვა და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ უხრწნელი სიმდიდრის მოხვეჭაზე, ვეცადოთ დავუბრუნოთ და გავუმყაროთ მათ სულიერი ცხოვრება, სიყრმიდანვე ჩავუნერგოთ უფლისა და ახლობლების სიყვარული, ხოლო მართლმადიდებელი სარწმუნოების ჯანსაღი შემეცნება მათ უფლის ტაძარს შეაყვარებს. ჩვენი შვილები განეშორებიან მავნე გარემოს, საზოგადოებას და თავად გახდებიან სხვებისათვის კეთილად მისაბაძი მაგალითნი. და საერთოდ, შვილები უნდა აღვზარდოთ მოციქულის სიტყვებისამებრ, უფლის მცნებებისა და სწავლების მიხედვით:მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა (ეფეს. 6, 4). აი, ეს იქნება ჩვენი შვილების უხრწნელი სიმდიდრე, რომელიც უდავოდ დიდ სარგებელს მოუტანს მათ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine