xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ნუ განვსჯით სხვას
ნუ განვსჯით სხვას
30-03-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ნუ განვსჯით სხვას

 

წმინდა ანასტასი სინელის სიტყვა ერთ - ერთ მამაზე, რათა არავინ განსაჯოთ

 

   გინდათ, ძმანო, თავი აარიდოთ საკუთარი ცოდვების გამო სამართლიან სასჯელს საშინელი სამსჯავროს დროს? თუკი გინდათ, მაშინ დაიცავით ერთ - ერთი მცნება - არა განსაჯოთ.

   არ განსაჯოთ და არ განგსჯით უფალი. ამას ადასტურებს თავად უფლის სიტყვები: ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ (ლუკ. 6, 37). წმინდა მამებიც ამას გვასწავლიან: ნუ განსჯი, თუკი არ გსურს, რომ თავად განისაჯო.

   წმინდა ანასტასი სინელი გვიამბობს: ერთი ბერი, რომელმაც მთელი ცხოვრება დაუდევრობასა და სიზარმაცეში გალია, განსაცდელში ჩავარდა, იგი სასიკვდილოდ დაავადდა. იმ მონასტერში, სადაც ბერი ცხოვრობდა ასეთი წესი ჰქონდათ, ვიდრე მომაკვდავი სულს არ დალევდა, ბერები მის სარეცელს არ შორდებოდნენ. მონასტრის ძმები ბერთან შეიკრიბნენ და ცოტა არ იყოს გაკვირდნენ, რადგან ავადმ-ყოფი უშიშრად ეგებებოდა სიკვდილს, ღმერთს მადლობდა და სახეზე სიხარული ეწერა. ძმებმა ჰკითხეს: 

   - ძმაო, ჩვენ ვიცით, რომ მთელი ცხოვრება დაუდევრად გაატარე, გვითხარი, სიკვდილის წინ ასე რამ გაგახარა?

   - ჭეშმარიტად ამბობთ, პატიოსანო მამანო, დაუდევრად ვიცხოვრე, მაგრამ, აი, რა შემემთხვა. მე ვიყავი უფლის სამსჯავროზე, ანგელო-ზებმა გამოიტანეს გრაგნილი, რომელშიც ჩემი ცოდვები იყო ჩამოთვლილი, წამიკითხეს და მკითხეს:

   - იცი თუ არა რომ ეს შენი ცოდვებია?

   - ვიცი, - ვუპასუხე მე, მაგრამ მას შემდეგ საერო ცხოვრება უარვყავი და ბერად აღვიკვეცე, არც არავინ განმისჯია და არც არავის მტრობა მქონია გულში, ამიტომ ვევედრები ღმერთს, რომ ჩემზე აღსრულდეს ეს სიტყვები - არ განიკითხოთ და არ განიკითხებით, მიუტევეთ და მოგეტევებათ.

   როგორც კი ეს სიტყვები ვთქვი, ანგელოზებმა იმავე წამს დახიეს გრაგნილი. ამიტომ, ახლა უდარდელად ვარ და სიხარულით მივდივარ უფალთან. მომაკვდავი ბერი მშვიდად გარდაიცვალა. ჩვენ კი რახან ბერზე უფლის ასეთი წყალობა ვიხილეთ, დაე, ნურავის განვსჯით, ძმებო, მივბაძოთ მას, მოვარიდოთ თვალი სხვის ცოდვებს და სხვისი ცოდვების დანახვის ნაცვლად, საკუთარ თავს ჩავუღრ-მავდეთ, დავინახოთ ჩვენი ნაკლოვანება და ასეთი შეგნებით სიმშვიდეს მოვიპოვებთ, ხოლო სიმშვიდისა და მორჩილების წყალობით ღმერთს მივეახლებით, უფლის სამსჯავროზე კი ჩვენი ცოდვები მოგვეტევება და ზეციურ სასუფეველს დავიმკვიდრებთ, ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine