xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » მათ მიმართ, ვინც ბერობისთვის არ არის მოწოდებული
მათ მიმართ, ვინც ბერობისთვის არ არის მოწოდებული
21-03-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მათ მიმართ, ვინც ბერობისთვის არ არის მოწოდებული

 

კოზმა პრესვიტერის სიტყვა

 

   ვინც მონასტერში მიდის წინასწარი სამზადისის, ან მოწოდების გარეშე, ის ცუდი მონაზონი იქნება, უფრო მეტიც, მისი მონაზვნად წოდებაც კი არ შეიძლება.

   ეს შემდეგი მაგალითიდანაც ჩანს: კოზმა ხუცესი ამბობს: „ბევრი ტოვებს საერო ცხოვრებას და მონასტერში მიდის, მაგრამ სურვილი არ აქვთ დაითმინონ მონასტრის მომქანცველი და დამღლელი ყოფა, ამიტომ ერთნი უკან გარბიან და საერო ცხოვრებას უბრუნდებიან, როგორც ძაღლები საკუთარ ნანთხევს. ასეთი ადამიანები სასოწარკვეთილებაში ცვივიან და უწინდელზე უარესად სცოდავენ. მეორენი კი ქალაქიდან ქალაქში დაეხეტებიან, აქეთ - იქით შეშლილივით დაბორიალობენ, მუქთად ჭამენ სხვის ლუკმას, დროს ატარებენ მიუტევებელ მხიარულებაში და ამ დროს ემონებიან არა უფალს, არამედ სტომაქს; ამგვართათვის ყოველი ბოლოს ჩადენილი ცოდვა ადრინდელზე უარესია.

   ...ზოგიერთებს არ სურთ ოჯახის რჩენა, გაურბიან ცოლ - შვილს და მონასტერს აფარებენ თავს. ასეთები უფლის სიყვარულს კი არ დაეძებენ, არამედ მუცლის გაძღომა და გამოძინება სურთ; მათ არა აქვთ რწმენა. მოციქულთა თქმით, ასეთნი კერპთაყვანისმცემლებზე უარესები არიან; მათი დაობლებული, მშიერი ბავშვები წყევლიან მშობლებს და ამბობენ: „რაში გვჭირდება მშობლები, დედ - მამა, რატომ მიგვატოვეს ასეთ ტანჯვასა და სიღარიბეში?". თუკი უფალი ბრძანებს, რომ საქონელსაც სჭირდება მოვლა, მაშინ, მითუმეტეს, არ შეიძლება საკუთარი შვილების დავიწყება. ის ვინც უფლის მცნებებს ასრულებს, მონასტრის გარეშეც ცხონდება. ვერც შავი სამოსელი გადაგვარჩენს და ვერც კეთრი დაგვღუპავს, თუკი საღვთო საქმეებს აღვასრულებთ.

   ასე რომ, ძმანო, თავად განსაჯეთ, მოწოდების გარეშე მონაზვნობა უფრო ცუდია თუ ის, რომ საერთოდ არ იყო მონაზონი!

   მართლაცდა, რაგვარი ცხოვრება აქვთ ასეთ ბერებს? ეს ბერ - მონაზვნური ცხოვრება კი არა, მისი შებღალვაა, წაბილწვაა, ეს სირცხვილია. მეტსაც ვიტყვით: ეს ბერ - მონაზვნური ყოფის მასხრად აგდებაა! ალბათ შემეწინააღმდეგებიან: ამის შემდეგ, ვის შეუძლია გახდეს მონაზონი? აი, ვის: „თუკი შენში ხედავ მისწრაფებას ამგვარი ცხოვრებისაკენ, დათმენის სურვილს, მაშინ წადი მონასტერში და ემსახურე იღუმენს, როგორც შენს უფალს, იესო ქრისტეს, რომელმაც შენს გამო საკუთარი თავი უარყო. ჩათვალე, რომ იღუმენი ღმერთია, ხოლო ძმები ანგელოზები". აი, ასეთ ადამიანს შეუძლია, გაბედულად წავიდეს მონასტერში და მისგან მართლაც კარგი ბერი დადგება; ისინი კი ვის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდით, ვალდებულნი არიან, შეიყვარონ შრომა, უშიშრობის ნაცვლად გულში უფლის შიში ჩაისახონ, ლოთობის ნაცვლად, სჯობს თავის მოზღუდვა ისწავლონ, გაქცევის ნაცვლად, სენაკებში განმარტოვდნენ; დაე, მთლიანად დამორჩილდნენ იღუმენის ნებას, მაშინ კიდევ არის შესაძლებელი, იმედი ვიქონიოთ, რომ მათგან ჭეშმარიტი მონაზვნები დადგებიან.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine